x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თანამდებობით უფროსის პრივილეგია (იგავი)

თანამდებობით  უფროსის პრივილეგია



სავაჭრო წარმომადგენელი, მდივანი და მენეჯერი ოფისიდან გავიდნენ, რომ ახლოს მდებარე კაფეში ესადილად. გზაში მათ ძველი ლამპარი იპოვეს. ერთ-ერთმა ხელი გადაუსვა და იქიდან ჯინი ამოვიდა. შეხედა მათ და თქვა:

- მე თითოეულ თქვენთაგანს, თითო სურვილს შევუსრულებ!
- მე პირველი, მე პირველი! — თქვა მდივანმა. — მე მინდა ბაჰამებზე აღმოვჩნდე, კატერზე და რომ არაფერზე ვფიქრობდე, არ ვდარდობდე.
ბუმ! და ის გაქრა.
- ეხლა მე, ეხლა მე, — ამბობს სავაჭრო წარმომადგენელი. — მე ჰავაიზე მინდა. დასვენება პლიაჟზე, მასაჟი... და რომ, იქ იყოს ჩემი ცხოვრების სიყვარული.

ბუმ! და ისიც გაქრა.
- ეხლა შენი რიგია, — უთხრა ჯინმა მენეჯერს.
- მე მინდა, რომ ის ორი, სადილის შემდეგ, ოფისში დაბრუნდეს.

მორალი: თქვენს უფროს ყოველთვის საშუალება მიეცით, რომ საკუთარი აზრი პირველმა გამოთქვას.

0
293
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0