სტომატოლოგია 2 ინგრედიენტი, რომელიც კბილის ტკივილს მომენტალურად აყუჩებს 2016, 19 ნოემბერი, 9:48 კბილის ტკივილი - ნამდვილი კოშმარია. მისი გაძლება ადვილი არ არის და როგორც კი მსგავსი რაღაც ემართება ადამიანს, მაშინვე სტომატოლოგთან მიდის. მაგრამ, რა უნდა გააკეთოს იმ შემთხვევაში, თუ კბილის ტკივილი დასვენების დღეებს დაემთხვა ან სხვა მიზესების გამო, ექიმიმთან ვიზიტი შეუძლებელი არის? კბილის ძლიერი ტკივილის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: კარიესი გაბზარული ან მოტეხილი კბილი უხარისხო ბჟენი ღრძილის ანთება ძილის ობსტრუქციული აპნოე უხარისხო გვირგვინი სტომატოლოგიური ინფექცია ნადები და ქვები ნერვის ანთება და ა. შ. ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული კბილის ტკივილის გაყუჩება, ვიდრე ექიმთან მისვლა მოხერხდება, რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ორი ინგრედიენტის ნაზავით შეიძლება. ამის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, თავსაც დაეხმაროს და სხვასაც. ამრიგად, კბილის გამაყუჩებელი საშუალების მოსამზადებლად, საჭიროა: 1/2 სადრის კოვზი ქოქოსის ზეთი ნაზავის კბილზე დადება პიპეტით ან პატარა ზომის ჯაგრისით შეიძლება. როგორც კი ნაზავი კბილზე მოხვდება, კბილის ტკივილი სუსტდება. უფრო მეტი ეფექტურობისთვის, პროცედურის ჩატარება დღეში 3-ჯერ არის რეკომენდირებული. საქმე იმაშია, რომ მიხაკი ევგენოლს შეიცავს – ტკივილგამაყუჩებელ ნივთიერებას, რომელსაც სტომატოლოგებიც იყენებენ, ხოლო ქოქოსის ზეთი ანტიბაქტერიულ ზემოქმედებას ახდენს და ანთებას აქრობს. 851 11-ს მოსწონს
|