სხვა ამ მარტივი მეთოდით სამუდამოდ დაივიწყებთ წელის ტკივილს 2016, 18 ნოემბერი, 9:11 თუ კი თქვენ იტანჯებით მკვეთრი ტკივილებით ზურგისა და კისრის არეში, სტატია სწორედ რომ დროულია. მინდა შემოგთავაზოდ მარტივი ვარჯიშები იოგის ელემენტებით, რომლებიც სამუდამოდ გაგათავისუფლებთ ამ ტანჯვისგან. შედეგი ვარჯიშის მესამე ცდაზე აისახება და იგრძნობთ სხეული როგორი მორჩილი და კუნთები როგორი ძლიერი გაგიხდებათ. უბრალოდ დღეში ერთხელ ორი დღის მანძილზე შეასრულეთ ეს მარტივი ვარჯიშები სახლის პირობებში. (იხილეთ თან დართული ფოტოები, რომლებიც გაგიადვილებთ ვარჯიშების აღქმას) ვარჯიშები იოგის ელემენტებით სახლის პირობებში- წელისა და კისრის ტკივილებისგან გასათავისუფლებლად და არა მარტო. 1. პირველი ვარჯიში- იოგა მოსადუნებლად. დაჯექით ფეხებგადაჯვარედინებული, იგრძნობთ როგორ დუნდებით და იჭიმება ხერხემალი. შეგიძლიათ ოდნავ აიწიოთ ზევით და გაჩერდეთ ამ პოზიციაში რამოდენიმე წუთის მანძილზე და თან აკეთოთ ღრმა ამოსუნთვქები. ეს დაგეხმარებათ წინა სავარჯიშოდ უფრო ქმედუნარიანი იყოთ და ასევე აქვეითებს სტრესის დონეს. 2. მეორე ვარჯიში- წინ გადახრა. დაჯექით ისე, რომ ფეხები წინ გაშალოთ სიგრძეზე და ფრთხილად გადაიხარეთ წინ ისე, რომ ფეხის თითებს შეეხოთ ხელით. ეს დაგეხმარებათ მყესები და კუნთები უფრო დამყოლი გახდეს. გააკეთეთ ასე 5-ჯერ. 3. მესამე ვარჯიში- ბავშვის პოზა. დადექით მუხლებზე, გადაიხარე მუხლებზე გულმკერდით და ხელები გაჭიმეთ ფეხის ტერფებთან. დარჩით ამ პოზიციაში 4-5 წუთის მანძილზე და თან ისუნთქეთ ღრმად და თანაბრად, იგრძნობთ წელი როგორ ისვენებს და მოეშვება. 4. მეოთხე ვარჯიში- ტრიალი. დაჯექით და ფეხები შეკეცეთ. მარჯვენა ხელი დაიდეთ მარცხენა მუხლზე, შემობრუნდით მარცხნივ და მარცხენა ხელით დააფიქსირეთ ზურგი, ბრუნთან ერთად თავიც შემოატრიალეთ მარცხნივ. ისუნთქეთ რაც შეიძლება ღრმად. ისევ დაუბრუნდით საწყის პოზიციას და იგივე გაიმეორედ მარჯვენა მხარეს. იგრძნობთ როგორ დაიჭიმება თეძოები და მუცლის კუნთები. 5. მეხუთე ვარჯიში- ქალღმერთის პოზა. დაწექით ზურგზე, მუხლები გადაშალეთ მხრების სიგანეზე და ფეხის გულები ერთმანეთს მიადეთ. დარჩით ამ პოზიციაში 2 წუთი მაინც. 6. მეექვსე ვარჯიში- ფეხები ზევით. შეატყუპეთ და აწიეთ ფეხები ზევით (შეგიძლით მიაყრდნოთ კედელს). ისუნთქეთ ღრმად და დარჩით ამ პოზიციაზე 3 წუთი მაინც. ეცადეთ მოიშოროთ ამ დროს ყველა არასასურველი ფიქრები და იგრძნობთ როგორ ისვენებს წელი და ფეხები. 7. მეშვიდე ვარჯიში- პოზა თავისუფალი ქარი. დაწექით ზურგზე, მოხარეთ მუხლები, გადააჯვარედინეთ ტერფები და დაიკავეთ გულმკერდზე ხელების საშუალებით. ასე გაიწევა თეძოს კუნთები და წელი. გაჩერდით 1 წუთზე მეტი და იგრძნობთ როგორ ეხსნება ტვირთი თქვენს ხერხემალს. ღრმად სუნთქვა არ დაივიწყოთ. 8. მერვე ვარჯიში- მტრედის პოზა. მარჯვენა ფეხი ჩამჯდარ პოზიციაში მოხარეთ, მარცხენა კი გაშალეთ უკან ზურგის გასწვრივ სიგრძეზე, ხელები კი მხრების სიგანეზე დააწყეთ. მთელი სხეულის ზეწოლა მოხდება მარჯვენა ფეხზე. გაჩერდით ასე 1 წუთით და შემდეგ ჩაანაცვლედ ანალოგი მეორე ფეხით. ეს ვარჯიში ადუნებს მთელს სხეულს, ხსნის წელის ტკივილს და ასტიმულირებს ფეხის კუნთებს. 9. მეცხრე ვარჯიში- გამოღვიძების პოზა. დაწექით ზურგზე, ხელები ფართოდ გაშალეთ მხრების სიგანეზე. მარჯვენა ფეხი მიიტანეთ მკერდთან ისე, რომ წელი არ აიღოთ და დარჩეს იგივე პოზიციაში. გაჩერდით ასე 3 წუთი და იგივე გაიმეორეთ მეორე ფეხით. ეს ვარჯიში განსაკუთრებით სასარგებლოა კუდუსუნის ტკივილის დროს. 10. მეათე ვარჯიში- თევზის პოზა. დაწექით ზურგზე, ხელები ამოიდეთ დუნდულების ქვეშ, გაჭიმეთ წელი და თავი ნელა გადახარეთ უკან. ისუნთქეთ თანაბრად. ამ ვარჯიშების შემდეგ გაგიჩნდებათ შეგრძნება თითქოს ხელახლა დაიბადეთ, რადგან აქრობს კუნთების, წელის და ხერხემლის ტკივილს, ხსნის დაღლილობას, ადუნებს კისერს, აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ხსნის თავის ტკივილსა და უძილობის პრობლემებს. იხილეთ აგრეთვე: როგორ მოვიშოროთ ზედმეტი გვერდები სახლის პირობებში? შეიხვიეთ ფეხები "ფოლგით" და რაც 1 საათში მოხდება, ნამდვილად გაგაოცებთ დაიწვრილეთ მკლავები სულ რაღაც ერთ კვირაში გამოდევნეთ ტოქსინები და დაიკელით წონაში მხოლოდ 48 საათში ბრტყელი მუცლის გარანტია ახალ წლამდე. ამავდროულად მოიწესრიგებთ კუჭ-ნაწლავის მომნელებელ სისტემას 5 წუთიანი ვარჯიში თქვენი სხეულის ჯანმრთელობის გარანტიაა- ნუ დაზარდებით ბრტყელი მუცლის გარანტია მხოლოდ ერთი ძაფის მეშვეობით ამ რეცეპტის წყალობით სამუდამოდ დაივიწყებთ ხველას და ხველის სიროფებს 12648 16-ს მოსწონს
|