x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ახალი წელი 2017. ნაწილი V – 2017 წლის ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი
image

ახალი წლის ღამე დიდ ცვლილებებს მოგვიტანს, რომლებიც მომდევნო 365 დღის მანძილზე განხორციელდება! ახალ, 2017 წელს, ყველა ჩვენი იმედი, მომავალი წლის სიმბოლოზე – მამალზე უნდა დავამყაროთ. მამალი – მზის სიმბოლოა, რადგან სწორედ მისი დილის ყივილით იწყება ახალი დღე. აღმოსავლეთის ქვეყნებში ის პირდაპირ ასოცირდება მზის სითბოსთან და სინათლესთან. მაგ., ინდოელები მას მზის ენერგიის განსხეულიბად თვლიან; იაპონიაში პირველ სინათლედ მიიჩნევენ; ჩინელები მამალში 5 სიკეთის სიმბოლოს ხედავენ. ეს არის: გამბედაობა, სიკეთე, ერთგულება, ღირსება და კეთილგანწყობა.

და რას მოუტანს მამალი თითოეული ზოდიაქოს ნიშანს?


imageვერძი

(21 მარტი – 19 აპრილი)


დამსახურებული დასვენება გელით!

თქვენს ცხოვრებაში დასრულდა 2 წლიანი რთული პერიოდი, რომელმაც «მთელი ცხოვრება – ომია» დევიზით ჩაიარა, უკან დარჩა. დადგა დრო, რომ დახარჯული დროის, ენერგიის და შეუპოვარი შრომის ნაყოფი მიიღოთ. თუმცა, იმის თქმაც არ შეიძლება, რომ ყველაფერი თავისით მოვა. ცოტაოდენი ძალისხმევის და დიდი ყურადღების გამოჩენა მაინც იქნება საჭირო.



imageკურო
(20 აპრილი – 20 მაისი)


დრო მოვიდა, რომ ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღოთ!

მაიმუნის წლის შემდეგ, უკან მოიტოვებთ წარუმატებლობას და მარცხს. თქვენს ცხოვრებაში დასრულდება მუდმივი წრიალის, ფაციფუცის და დაძაბულობის რთული პერიოდი. ბოლოს და ბოლოს, დადგება დრო, როდესაც შეძლებთ სიამოვნების მიღებას ამ ცხოვრებისგან. ვარსკვლავები, რა თქმა უნდა, იმის გარანტიას ვერ იძლევიან, რომ წლის მანძილზე, ყველაფერი იდეალურად იქნება, მაგრამ კარგი კომპენსაციის იმედი უნდა გქონდეთ, წინა წელს განცდილი ემოციური და ფინანსური ზარალის გამო.




imageმარჩბივი
(21 მაისი — 20 ივნისი)


პოზიტიური დრო დგება!

თქვენთვის მამლის წელიწადი სავსე იქნება დიდი სიხარულით და წარმატებებით. ეს წელი ყველა მიმართულებით პოზიტიურია თქვენთვის. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ წარმატებული კი არა, ჯადოსნურიც კი. ამიტომ, წლის მანძილზე, წარმოუდგენელ, დაუგეგმავ ცვლილებებს უნდა ელოდოთ.



imageკირჩხიბი
(21 ივნისი — 22 ივლისი)


მძიმე ტვირთისგან თავისუფლდებით!

ბედი საინტერესო ადამიანებთან შეგახვედრებთ, რომლებიც შემდგომში თქვენი ერთგული მეგობრები გახდებიან და ყველანაირად ხელს შეუწყობენ თქვენს ზრდას და განვითარებას. თავიდან მოიცილებთ რთულ პასუხისმგებლობას ან ხელმძღვანელს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ერევა და განაგებს მას.



imageლომი
(23 ივლისი– 22 აგვისტო)


ყველაფერი თავისთავად მოდის!

თქვენ არ მოგიწევთ ბრძოლა ფინანსური შემოსავლებისთვის. მომავალ წელს უნდა დაივიწყოთ დევიზი, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე მისდევდით – «მთელი ცხოვრება, ბრძოლაა» და არ უნდა შეშფოთდეთ იმის გამო, რომ ყველაფერი თავისით მოვა. მომავალ წელს ბევრ არაპროგნოზირებად სიტუაციაში აღმოჩნდებით და ყოველთვის ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ დასრულდება.



imageქალწული
(23 აგვისტო – 22 სექტემბერი)


სირთულის გადალახვის დრო დგება!

წლის დასაწყისიდანვე, ყველა ქმედებაში სიმტკიცის გამოჩენა გმართებთ. რაც იმ დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარებათ, მამალმა რომ მოამზადა თქვენთვის. საუკეთესო ვარიანტია ეშმაკური ტაქტიკის გამოყენება – «ლიმონიდან ლიმონათის გაკეთება» ანუ მიმდინარე მოვლენების პირადი ინტერესების სასარგებლოდ გამოყება.



imageსასწორი
(23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)


ნებისმიერ საქმეს დაძლევთ! ეს თქვენი წელია!

ბედი უამრავ შანსს მოგცემთ, საკუთარი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. მთავარია, რომ ეს შესაძლებლობები ხელიდან არ გაუშვათ. რაიმე საქმის დაწყების შემთხვევაში, მთელი ძალები მოიკრიბეთ და ბოლომდე მიიყვანეთ, დაწყებული პროექტის რეალიზაცია მოახდინეთ. მუდმივი ორჭოფობა დაივიწყეთ და სიმტკიცე და დამოუკიდებლოა გამოჩინეთ. უკან არაფერზე დაიხიოთ. თქვენ ყველაფერი გამოგივათ.



imageმორიელი
(23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)


დიდი ცვლილებების დასაწყისი!

დიდი ცვლილებების ზღვარზე დადგებით, რომლის შემდეგ, თქვენი ცხოვრება ორ ნაწილად გაიყოფა – «ის რაც 2017-მდე იყო» და «რაც შემდეგ იქნება». თქვენთვის ცვლილებების ქარი დაუბერავს და შიშის, მომაბეზრებელი სამსახურის მიტოვების სურვილი გაგიჩნდებათ. თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების ტალღა შემოვა, რომელიც ბევრ რამეზე შეგაცვლევინებთ შეხედულებას.



imageმშვილდოსანი
(22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)


პერსპექტივები ყველა მიმართულებით!

მომავალ წელს უამრავი პერსპექტივა გელით. თქვენში მოზღვავებული ძლიერი ენერგეტიკით და ოპტიმისტური განწყობით, ნებისმიერი დაბრკოლების თუ პრობლემის გადალახვას მოახერხებთ. ამასთან, დიდი ძალისხმევის გამოჩენა და დროის დახარჯვა არ დაგჭირდებათ. მთელი წლის მანძილზე, ვარსკვლავები თქვენს მხარეს იქნებიან.



imageთხის რქა
(22 დეკემბერი – 19 იანვარი)


დრო, როდესაც საკუთარ თავს უნდა მიაქციოთ ყურადღება!

ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს, ვარსკვლავები პრიორიტეტების სწორედ განსაზღვრას ურჩევენ. უპირველეს ყოვლისა, საჭირო იქნება საკუთარ თავში გარკვევა. პიროვნული ზრდა-განვითარება და სრულყოფა. ახალი ხედვა, სამყაროსთან დაკავშირებით, სიხარულს მოგიტანთ და ირგვლივ ყველაფერი შეიცვლება. პრობლემები ისე გლობალურად აღარ მოგეჩვენებათ და სულ უბრალო წვრილმანიც კი, დიდ სიხარულს და სიამოვნებას მოგიტანთ.


imageმერწყული
(20 იანვარი – 18 თებერვალი)


ეს თქვენი წელია!

მომავალი წელი ყველა თვალსაზრისით თქვენი წელი არის. საქმე იმაშია, რომ მერწყულს და 2017 წლის სიმბოლოს – მამალს, სულიერი სიახლოვე აკავშირებთ და ამას ისიც ემატება, რომ ამჟამად, მერწყულის ერის დაწყების ზღვარზე ვიმყოფებით. ამიტომ, უამრავი შესაძლებლობა გექნებათ, რომ თქვენი აზრების და მსოფლმხედველობის ჭეშმარიტება დაამტკიცოთ, როგორც სიტყვით, ისე საქმით.



imageთევზები
(19 თებერვალი – 20 მარტი)


სტაგნაცია სრულდება და აქტიური პერიოდი იწყება!

2017 წელი ბევრ რამეში ღირშესანიშნავი და მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ დასრულდება უძრაობის პერიოდი, რომელიც თითქმის 10 წელი გრძელდებოდა. უდიდესი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი პერიოდი დაიწყება.

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ნომინაციები გაანაწილეს. ყველაზე: ძლიერი, სექსუალური, ვერაგი, ერთგული, კეთილი...

უძველესი ჰოროსკოპი ზოდიაქოს 32 ნიშნისთვის

ახალი წელი 2017. ნაწილი I – საახალწლო მენიუ

ახალი წელი 2017. ნაწილი II – საუკეთესო ადგილი ახალი წლის შესახვედრად და საახალწლო სამოსი ქალის, კაცის და ბავშვებისთვის

ახალი წელი 2017. ნაწილი III – საახალწლო ვარცხნილობა მოკლე, საშუალო და გრძელ თმაზე

ახალი წელი 2017. ნაწილი IV– საახალწლო ტორტის რეცეპტი

1
11430
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
11430
  
2016, 18 დეკემბერი, 9:50
ვა ყველასათვის კარგი წელი ყოფილა :-))
0 1 1