x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კოლუმბის საიდუმლო რუკა და გზა «ახალი სამყაროსკენ»

image


1492 წლის აგვისტოს თვეში, კოლუმბი ინდოეთისკენ მიმავალი ახალი გზის აღმოსაჩენად გაემგზავრა. მან ინდოეთის სანაპიროებამდე ვერ მიაღწია, მაგრამ განგების ნებით, მთელი კონტინენტი აღმოაჩინა. როგორც ამბობენ, დიდი მოგზაური სიცოცხლის ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ მის მიერ აღმოჩენილი სანაპირო და კუნძულები, ინდოეთს ეკუთვნოდა. მაგრამ, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს? ევროპაში ინდოეთის შესახებ ყველაფერი იცოდნენ და როდესაც კოლუმბმა კარიბის ზღვის კუნძულებამდე მიაღწია, უნდა მიმხვდარიყო, რომ ინდოეთი კი არა, სულ სხვა ქვეყანა იყო... და იქნებ მიხვდა კიდეც, მაგრამ იტყუებოდა ან იქნებ, წინასწარ იცოდა, რომ ოკეანის გადაღმა, სხვა «ახალი სამყარო» იყო? როგორც ამბობენ, ვინც ერტხელ თქვა ტყუილი, მეორედ მოტყუებასაც არ მოერიდება... ხოლო ის, რომ კოლუმბი იტყუებოდა, მისი მოგზაურობის დეტალური შესწვლის შემდეგ გახდა ცნობილი.
ამ დიდი მოგზაურის შესახებ, უამრავი წიგნია დაწერილი, გადაღებულია ფილმები, მისი სახელი ქვეყანასაც კი დაარქვეს, მაგრამ ამ მოგზაურობაში, სულ ცოტა, ერთი გამოცანა მაინც არის, რომელიც დღემდე ამოუხსნელია და ბევრი მკვლევარის თავსატად იქცა.
საქმე იმაშია, რომ ატლანტიკის ოკეანის გადაცურვა იალქნიანი გემით ადვილი არ არის. ამის გასაკეთებლად, აუცილებლად უნდა მოხდეს გაბატონებული ქარების და დინების მიმართულების გათვალისწინება. კოლუმბმა რომ წინასწარ იცოდა ზუსტი მარშრუტის შესახებ, ამაზე ის ფაქტი მიუთითებს, რომ ის ჯერ კანარის კუნძულებისკენ დაეშვა, ხოლო შემდეგ, პასატების ზოლზე აღმოჩნდა და ზურგის ქარით, ოკეანე გადალახა.

ვიდრე კოლუმბი თავის ცნობილ მოგზაურობაში წავიდოდა, ის პოტენციურ სპონსორებს, რომლებსაც მისი მოგზაურობა უნდა დაეფინანსებინათ, რაღაც რუკებს აჩვენებდა. ამის შესახებ, კოლუმბის შვილი წერს, თავის მოგონებებში. თუმცა, განსაკუთრებული რუკის ან დოკუმენტების არსებობობის შესახებ, ინფორმაცია არ არსებობს.imageმაგრამ, არსებობს ობიექტური მტკიცებულება, რომ კოლუმბს მართლაც ჰქონდა რუკა (ზევით სურათზე რომ არის, ის არა), რომლიც რადიკალურად განსხვავდებოდა შუა საუკუნეში არსებული რუკებისგან. იმ პერიოდში, ფართოდ გავრცელებულ რუკებზე, ინდოეთი, ოკეანის გადაღმა, იგივე განედზე მდებარეობდა, რომელზეც ესპანეთი. მაგრამ, კოლუმბმა, პორტიდან გამოსვლისთანავე, კურსი სამხრეთით, კანარის კუნძულებისკენ აიღო. შემთხვევით მოხდა ეს? imageგარდა ამისა, კარიბის ზღვის კუნძულებამდე რომ მივიდა, მან კურსი ისევ სამხრეთისკენ აიღო და არა ჩრდილოეთისკენ, სადაც ოფიციალური რუკების მიხედვით, ინდოეთი უნდა უოფილიყო.

ქ. კოლუმბის მოგზაურობის ისტორიაში კიდევ ერთი ფაქტი იქცევს ყურადღებას. კანარის კუნძულებზე ჩასვლის შემდეგ, კოლუმბმა გემის კაპიტნებს (ექსპედიციაში სამი გემი მონაწილეობდა) დაბეჭდილი პაკეტები გადასცა, იმ შემთხვევისთვის, თუ შტორმში მოხვდებოდნენ და ერთმანეთს დაკარგავდნენ. პაკეტში ინსტრუქცია იყო, რომელშიც ეწერა, რომ თუ გემი დაიკარგებოდა, ან ჩამორჩებოდა, უკან არ დაბრუნებულიყ. მას პასატების მიმართულებით 700 ლიგა (საზღვაო ერთეული, 1 ლიგა – 4, 82 კმ) დღე და ღამე უნდა გაეცურა. ხოლო შემდეგ, რიფები დაიწყებოდა და ღამე ცურვა აღარ შეიძლებოდა.imageპასატების არსებობის შესახებ, ძველთაგანვე იყო ცნობილი. მაგრამ, რა უნდა სცოდნოდა კოლუმბს რიფების შესახებ? მის მიერ დასახელებულ მანძილზე, როგორც გაირკვა, ბერმუდის კუნძულები მდებარეობს. ანუ გამოდის, რომ კოლუმბმა ამ კუნძულების არსებობის შესახებაც იცოდა.

გარდა ამისა, მკვლევარების ყურადღება კიდევ ერთმა ფაქტმა მიიქცია. ცნობილია, რომ კოლუმბის გემებზე კინაღამ ბუნტი მოხდა. როდესაც გემები პასატების ზონაში შევიდნენ და ზურგის ქარმა ამერიკისკენ «გააქროლა», მეზღვაურებმა შენიშნეს, რომ ქარი გამუდმებით დასავლეთისკენ ქროდა. მათ შეეშინდათ, რადგან მიხვდნენ, რომ ასეთ სიტუაციაში, უკან დაბრუნების შანსი აღარ ჰქონდათ. მაგრამ, მას შემდე, რაც კოლუმბმა რაღაც დოკუმენტები აჩვენა, ყველა დამშვიდდა. კოლუმბს საიდუმლო რუკა კიდევ ერთხელ დაეხმარა და პასატების მეშვეობით ამერიკაში ჩასული, ევროპაში, გოლფსტრიმის თბილი დინებით დაბრუნდა. შესაძლებელია, რომ ადამიანს ასე «უმართლებდეს»?

imageკოლუმბის I ექსპედიციის მარშრუტი (პატარა ისრებით ქარის მიმართულება აღნიშნული, დიდით – დინება)

imageამ და კიდევ სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალების განხილვის შემდეგ, თანამედროვე მკვლევარების ერთი ნაწილი, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ კოლუმბს რაღაც დოკუმენტები უნდა ჰქონოდა, რომელიც ბევრად უფრო მეტ გეოგრაფიულ ინფორმაციას შეიცავდა, ვიდრე შუა საუკუნეებში ცნობილი რუკები.
მაგრამ, როგორ მოხვდა ეს რუკა კოლუმბის ხელში? ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს – საიდუმლო რუკის არსებობის თეორიის მხარდამჭერები თვლიან, რომ ინფორმაცია დიდმა მეზღვაურმა ანტიკურ წყაროებში მოიძია. პლატონი პირდაპირ წერდა, ატლანტიდის დასავლეთით ხმელეთის არსებობის შესახებ. დღეს, როდესაც ჩვენთვის ამ ხმელეთის შესახებ ყველაფერი ცნობილია, ყურადღება მთლიანად ატლანტიდაზე გადაგვაქვს, მაგრამ კოლუმბის დროა, ამერიკის შესახებ არაფერი იცოდნენ და სავარაუდოდ, კოლუმბი სწორედ ამ კვალს გაჰყვა. მას არ აინტერესებდა ატლანტიდა, რომელიც აღარ იყო. კოლუმბს «ახალი სამყაროსკენ» მიმავალი გზის გაკვალვა უნდოდა და სურვილი აისრულა.image
imageP. S. ცნობილი მეზღვაური, გეოგრაფი და კარტოგრაფი ფირი რეისი (1470-1553 წწ.), რომლის რუკები იმდენად ზუსტია, რომ თანამედროვე მეცნიერების გაოცებას იწვევს, წერდა, რომ რუკის შედგენის დროს, ის ალ. მაკედონელის დროინდელი წყაროებით სარგებლობდა... imageფირი რეისის რუკის ფრაგმენტი (1513 წ.)

imageimage
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:imageწყალქვეშა ნავები და მფრინავი ობიექტები ძველ მსოფლიოში

ჩვენი წარსულის წარმოუდგენელი საიდუმლო

უკვე ცნობილია, თუ ვინ ააშენა პირამიდები, ატლანტიდის არსებობის ზუსტი პერიოდი და დაღუპვის მიზეზი

0
1942
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1942
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0