ფსიქოლოგია ზიანი, რომელიც ცუდ ხასიათზე ყოფნას მოაქვს 2018, 20 დეკემბერი, 18:06 მეცნიერებმა მორიგი კვლევა ჩაატარეს, რომელიც «ცუდ» (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ქოლესტერინი) და «კარგ» (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ქოლესტერინი) ქოლესტერინს ეძღვნებოდა. ექსპერიმენტის ბოლოს აღმოჩნდა, რომ «ცუდი» ქოლესტერინის დონის ზრდა, ხშირ შემთხვევაში, სტრესის, დეპრესიის და დათრგუნული გუნება-განწყობის შედეგია. ხოლო ოპტიმიზმი და კარგი განწყობა, პირიქით – «ცუდი» ქოლესტერინის დონეს ამცირებს და «კარგი» ქოლესტერინის დონეს ზრდის. მეცნიერებმა სხვადასხვა ასაკის (40-დან – 70 წლამდე) და სოციალური ფენის 1000 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. ექსპერიმენტის მონაწილეები ერთდროულად გადიოდნენ ფსიქოლოგიურ ტესტირებას და სამედიცინო კვლევას. გაირკვა, რომ ადამიანებს ოპტიმისტური განწყობით, მხოლოდ «ცუდი» ქოლესტერინის დაბალი დონე კი არ ჰქონდათ, – კარგ ფიზიკურ ფორმაშიც იმყოფებოდნენ. ხოლო პესიმისტები, პირიქით – კვლევის დადებითი შედეგებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდნენ. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:* სასარგებლო რჩევები ფსიქოლოგებისგან * მოჩვენებითი დაავადებები და რეალური დიაგნოზი
138 2-ს მოსწონს
|