x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
25 რამ, რაც ყველამ, ყოველდღე უნდა გააკეთოს

image
1. დილის საათებში უნდა დალიოთ 1 ლიტრამდე წყალი. სასურველია, ახალგამოწურულ ლიმონის წვენთან ერთად.

2. სპორტს და ინტენსიურ ვარჯიშებს დაუთმეთ დღეში 10-20 წუთი.
3. დღის მანძილზე სვით: კიტრის, კომბოსტოს, ნიახურის, სტაფილოს წვენები და კოჭას ნაყენი.
4. საუზმეზე ხშირად მოამზადეთ მწვანე კოქტეილი (მაგ., ვაშლით, ბანანით, ისპანახით და მდნარი წყლით).

image
5. ჩაანაცვლეთ ყავა მცენარეული ან მწვანე ჩაით.
6. მიირთვით უფრო მეტად უმი საკვები და გამორიცხეთ კვების რაციონიდან კონსერვანტების შემცველი პროდუქტები.

7. უბრალო (შეიძლება ითქვას, საბავშო) ვარჯიშები სახტუნაოთი, ხელს შეუშლის ლიმფის სტაგნაციას, შეამცირებს შეშუპებას, იმასაც კი, რომელსაც ვერ ამჩნევთ, ვიზუალურად შეამცირებს სხეულის მოცულობას და გარეგნობას უფრო «ახალგაზრდულ» იერს მიანიჭებს.

8. მედიტაციას დაუთმეთ თუნდაც 5 წუთი.

image
9. თუნდაც ერთი საათით, გამორთეთ ყველა სახის მოწყობილობა (კომპიუტერი, მობილური ტელეფონი...).

10. რაც შეიძლება ხშირად ისეირნეთ პარკში ან მდინარის პირას.
11. შეამცირეთ მოხმარებული შაქრისა და ცხიმის რაოდენობა: ნაკლებად მიირთვით ნაყინი, რძიანი შოკოლადი და სხვა «გემრიელობები».

12. ხშირად ისეირნეთ ფეხშიშველმა ბალახზე, ქვიშაზე ან მიწაზე.

image
13. მიირთვით ხილი და კენკრა.
14. რეგულარულად გამოივლეთ ზეთი პირის ღრუში, 15 წუთის მანძილზე. ეს მისი ჯანსაღად შენარჩუნების და კბილების გათეთრების საუკეთესო საშუალება არის. ამ პროცედურისთვის, განსაკუთრებით სასარგებლოა ქოქოსის ზეთი.
15. მიიღეთ 1-2 გრამი აქტივირებული ნახშირი – ეს დაეხმარება თქვენს ორგანიზმს, ტოქსიკური ნივთიერების მოცილებაში.

16. ყურადღება მიაქციეთ ხერხემალს.

image17. გამოიყენეთ მხოლოს ნატურალური კოსმეტიკა.
18. ყოველდღე იფიქრეთ 5 რამეზე, რის გამოც, ამ ცხოვრების კმაყოფილი ხართ.
19. ხშირად გაიღიმეთ, გააცინეთ სხვა და თავადაც იცინეთ.

20. დახარჯეთ 30 წუთი, რომ რამე ახალი ისწავლოთ. ეს უამრავ ახალ შესაძლებლობას გაგიხსნით.

image
21. იკითხეთ წიგნები, რომლებიც თქვენში აღფრთოვანებას იწვევს.
22. უსმინეთ კლასიკურ მუსიკას. კვლევებმა აჩვენა, რომ ეს აუმჯობესებს აზროვნების პროცესს.
23. იცეკვეთ საყვარელ სიმღერაზე.

image
24. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ, დღის მანძილზე, წაუძინოთ კიდეც. მაგრამ, არა უმეტეს 30 წუთისა.
25. იძინეთ ღამე 7-8 საათი.

1
844
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
844
  
2016, 23 ივნისი, 14:34
როდისღა ვიმუშავოთ?:-))
0 1 1