x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
შემთხვევით არაფერი ხდება...

სამყაროს ძალიან ბევრი ხერხი აქვს, რომ ადამიანები ერთმანეთს შეახვედროს. სასურველი საცხოვრებელი ადგოლის, სამუშაოს ან სულაც, ცხოვრების თანამგზავრის მოსაძებნად, ადამიანები ერთი ადგილიდან მეორეზე მიდიან. და ამავე დროს, მსოფლიო სცენის კულისებში, მუშაობს ორგანიზაცია, რომელიც ჩვენთვის ქმნის საჭირო კავშირებს. ეს – დამთხვევების მართვის კოსმოსური ცენტრია.


image


შემთხვევითი მოვლენები არ არსებობს. დამთხვევა – არის საოცარი მოვლენა, რომლის შემოქმედი ღმერთი არის. ღმერთის გეგმებში, შემთხვევითობა არანაირ როლს არ თამაშობს. ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება — ჩვენი ზრახვების და გეგმების შედეგია.


როდესაც საკუთარი სურვილის შესრულებისკე მივისწრაფვით, უნდა ვიცოდეთ, რომ სამყაროსთვის, ჩვენი ყველა ჩანაფიქრი ცნობილია და ის ორგანიზებას უკეთებს ჩვენს ცხოვრებაში მოსახდენ მოვლენებს. ღმერთს აქვს ჩვენი მისამართები და ჩვენი ყოველი გადაწყვეტილება დიდ ცნობარში ფიქსირდება. გავაკეთოთ ყველაფერი საკუთარი ძალებით, რისი გაკეთების შესაძლებლობაც გვავქვს, ხოლო დეტალები, კოსმოსურ ცენტრს მივანდოთ. როდესაც ადამიანი აკეთებს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს ჩანაფიქრის განსახორციელებლად, მას სურვილი უსრულდება.


ყველა, ვინც ცხოვრების გზაზე გვხვდება ჩვენს მიერ დაწერილი სცენარის მოქმედი პირი არის. ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გევალებათ – სცენარის მუდმივად დახვეწა, რომ «კინო» კარგი გამოვიდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ «ფილმის» რეჟისრობაზე პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრება.

3
687
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
687
  
2016, 5 ივნისი, 13:24
არც ჩვენი ნებით ვიბადებით და არც ჩვენი ნებით ვკვდებით, ამაშია საქმე... ვის სჭირდება ადამიანის სიცოცხლე და სიკვდილი, რატომ სჭირდება? იქნებ ჩვენ ის ჭიანჭველები ვართ, რომელთაც გვერდით ტანკმა ჩაუარა, ვერც დაინახეს და ვერც მიხვდნენ მის მნიშვნელობას) ესაა კითხვები, რომელზეც პასუხები მინდა))))
2016, 5 ივნისი, 8:26
მაგაში არ გეთანხმები. მარიონეტები რომ ვიყოთ, რა აზრი ექნებოდა ჩვენს დაბადებას? მე იმ აზრს ვიზიარებ, რომ ადამიანი სულის ტრანსფორმაციისთვის იბადება დედამიწაზე. ეს არის შანსი სულისთვის, რომ უკეთესი გახდეს...
ყველაფერი ზემოდან რომ კონტროლდებოდეს, ამდენი ბოროტება, ომი და ავადმყოფობა არ იქნებოდა დედამიწაზე.
2016, 4 ივნისი, 20:31
იმდენად რთული საკითხი წამოჭერი, ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში, რომ ასე კომენტარებით ცოდვაა ამაზე მსჯელობა) ერთს ვიტყვი, რაც დრო გადის, უფრო ვრწმუნდები, რომ მარიონეტები ვართ...
0 1 3