x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ოთახის მცენარეები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

სახლის ყვავილები, სასიამოვნო არომატის და დადებითი ემოციების გარდა, შეიძლება ნეგატიური ენერგიის წყაროც იყოს. და თუ ეს სიმართლეა, როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვენთვის შესაფერისი ყვავილები? როგორ უნდა გავიგოთ, რომელი არის ჩვენთვის სასარგებლო და რომელი არა?

ამის გარკვევა არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. რადგან, ზოდიაქოს ყველა ნიშანს «თავისი» სახლის მცენარე აქვს.

მაშ, ასე, სახლის მცენარეები, ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ასე ნაწილდებიან:



ვერძი


image
ვერძებს პლანეტა მარსი მართავთ, რომელიც მოქმედებისა და ძალის სიმბოლო არის. ამიტომ, მცენარეც ვერძების ენერგეტიკის შესაფერისი უნდა იყოს – კაშკაშა, ფერადი, დიდი ყვავილებით. მაგალითად, სამეფო ბეგონია, ვეფხვისებური შროშანი, წითელი ვარდები ან აზალია. დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ვერძებისთვის ვარდისფერ გერანია. მათ ჯამრთელობაზე დადებითად მოქმედებს კაკტუსი. ის ვერძებს ენერგეტიკულად აძლიერებს და იმუნიტეტს უმაღლებს.



კურო

image

კურო მიწის სტიქიას ეკუთვნის და ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან საიმედო, მაგრამ ეჭვიანი ადამიანები არიან. მათთვის შესაფერისი, პატარა ზომის მცენარეები არის, რომლებიც, რთულ პირობებში, სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევიან. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებისთვის, საუკეთესო ვარიანტია: ია, ფურისულა და შროშანი.




მარჩბივი


image
ჰაერის სტიქიის ამ ნიშანს, კონტაქტების, მოგზაურობის და ფიქრის პლანეტა – მერკური მართავს. ტყუპები − კომუნიკაციის მოყვარული, მხიარული ადამიანები არიან და ისინი გამუდმებით მოძრაობენ და შეიძლება ითქვას, რომ ყოველ დილით, ახალ ცხოვრებას იწყებენ. მათ ორიგინალური, ეგზოტიკური მცენარეები შეეფერებათ: სხვადასხვა სახის პალმები და ლიანები.



კირჩხიბი


image
კირჩხიბები სენტიმენტალურები და მგრძნობიარეები არიან, მათთვის პირველ ადგილზე ოჯახი და ახლობლებთან ურთიერთობა არის. წყლის ამ სტიქიის წარმომადგენლებისთვის, საუკეთესო ის მცენარე არის, რომელიც მათ სახლს უფრო მყუდროს გახდის. კირჩხიბების ენერგეტიკას კარგად აბალანსებს ფიკუსი. ხოლო მათი ჰარმონიულობისთვის, სასარგებლოა მცენარეები კაშკაშა ყვავილებით და ძლიერი ყლორტებით: ალოე — ასწლოვანა, ფუქსია, პეპერომია ან კალანხოე.


ლომი


image
ლომებს, ყველაზე მეტად, მზის სხივებზე გათბობა უყვართ. ხოლო მათ მცენარეებს, პირიქით, დიდი რაოდენობით მზის სინათლე, ყურადღება და მოვლა არ ესაჭიროებათ. ცეცხლის სტიქიის ამ წარმომადგენლებისთვის, ყველაზე მისაღები კალა, იაპონური კამელია ან ჩინური ვარდი არის.


ქალწული


image
პრაქტიკული ქალწულებისთვის, საკითხის ესთეტიკურზე მეტად, უფრო მნიშვნელოვანი პრაქტიკული მხარე არის. მათთვის საუკეთესო მცენარე, ის არის, რომელიც ნაყოფს მოისხავს და ამიტომ, ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის, საუკეთესო ვარიანტი ლიმონის ან მანდარინის ხე არის. გარდა ამისა, მათთვის ლიანები და ლიანის მსგავსი ყვავილოვანი მცენარეები მისაღებია.


სასწორი


image
სასწორების გლობალური ამოცანა – მათ ირგვლივ არსებული გარემოს ჰარმონირება არის. ჰაერის ნიშნის ამ წარმომადგენლებს, არ შეუძლიათ, უწესრიგობის გვერდით, გულგრილად ჩავლა და ცუდი სუნის იგნორირება. ისინი ყოველთვის ცდილობენ შეუხედავი ნივთისგან, რაღაც, განსაკუთრებულის შექმნას. ამ ესტეტებისთვის მხოლოდ დახვეწილი ყვავილები არის შესაფერისი. ენერგეტიკულად სასწორს შეესაბამება მცენარეები, რომლებსაც ფერადი ფოთლები, უცნაური ყვავილბი ან ნაყოფი აქვს: გიბისკუსი, კროტონი, იაპონური ფაცია, ორქიდეა ან ჰორტენზია.



მორიელი


image
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები, ძალიან ძლიერები არიან ენერგეტიკული თვალსაზრისით. მცენარეებს შორის, მორიელებს ყველაზე მეტად აზალია შეესაბამება, რომელიც თავისი პატრონის ენერგეტიკას «გრძნობს» და შეუძლია მას მოერგოს: თუ მორიელი აპათიურია, აზალია მას ძალებით მოამარაგებს, ხოლო თუ აღელვებულია – ნეგატიური ენერგიის ნაწიილს თავის თავზე აიღებს. მორიელს არ შეუძლია თანაარსებობა ციკლამენთან – ენერგეტიკულად ძალიან ძლიერ ყვავილთან, და ასევე – ნაზ ყვავილებთან, რომლებიც სწრაფად იღუპებიან ძლიერი ენერგო-ვიბრაციების ატმოსფეროში.

imageimageმშვილდოსანი


image
ეს ნიშნები მუდამ მოძრაობაში არიან. მათ სულ სადღაც ეჩქარებათ. ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე, განვითარებას და ახალი რაღაცეების შესწავლას ცდილობენ. ამიტომ, მცენარეც ისეთივე აქვთ, როგორიც თავად არიან: გრძელი ღეროებით, ხშირი ფოთლებით და ყვავილებით. მშვილდოსნები ვერ ეწყობიან მშვიდ და გაწონასწორებულ ფიკუსებს და რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისინი საერთოდ იშვიათად, თუ რომელიმე მცენარეს ეწყობიან: არც აზალია, არც ია, არც ლიანა და კაკტუსიც კი არა – ვერცერთი ყვავილი ვერ გახდება ზოდიაქოს ამ ნიშნის მეზობელი. თუმცა, როზმარინს – მცენარეს სუსტი არომატით, შანსი აქვს.


თხის რქა


image
ყველაზე მთავარი, მიწის სტიქიის ამ წარმომადგენლებისთვის – სტაბილურობა არის. ასეთივეა მათთვის შესაფერისი მცენარეები, მტკიცე და სწორი ღეროთი: ფიკუსი, იუკა, დაფნა… შეიძლება აზალია – სახლის მცენარეებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ყვავილი.


მერწყული


image


მერწყულები მხოლოდ საკუთარი იდეებით ცხოვრობენ: ისინი ყოველთვის ისე იქცევიან, როგორც საჭიროდ თვლიან, მაშინაც კი, როდესაც ხედავენ, რომ თავიაანთი ქმედებებით, სხვებისგან განსხვავდებიან. ჰაერის ამ ნიშნებისთვის, მცენარეებიც ისეთივე განსაკუთრებულა, როგორსბიც თავადვე არიან: აბუტილონი, მარანტა ან რეო.


თევზები


image
ზოდიაქოს ნიშნის ამ წარმომადგენლებს ძალიან უყვართ ყვავილები! პირველი, რასაც ისინი აფასებენ – არომატია, შემდეგ უკვე გარეგნობა და სასარგებლო თვისებები მოდის. მელამქოლიური თევზებისთვის, ყველაზე სასარგებლოა მცენარე ის არის, რომელიც მათ შინაგან ჰარმონიას აღადგენს. მათ შორის: ტოლმია, სუმბული, ალოკაზია და ორქიდეა. ცუდი არ არის აზალია – მცენარე, რომელიც ისეთივე მგრძნობიერია, როგორებიც თევზები არიან.

0
2428
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2428
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0