ინგრედიენტები:
ძროხის ხორცი – 0, 5 კგ
მწვანე ლობიო მოხარშული ან კონსერვირებული – 1/2 ჭიქა
კარტოფილი – 2 ცალი
ხახვი – 1 თავი
მწვანე ხახვი – 1 კონა
კვერცხი – 2 ცალი
ოხრახუში – 1 კონა
ზეთი – შესაწვავად
საფანელი – ამოსავლებად
მარილი და პილპილი – გემოვნებით
მომზადება:
1. ხორცი გარეცხეთ > დაჭერით > გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში.
2. ლობიო მოხარშეთ > ჭიქაში მჭიდროდ ჩაპრესეთ (1/2 ჭიქა) > გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში > დაამატეთ ფარშს.
3. მოხარშეთ კარტოფილი > ჩანგლით დაჭყლიტეთ > დაუმატეთ ფარშს.
4. წვრილად დაჭერით ხახვი (ორივე სახის), მწვანილი > დაუმატეთ ფარშს.
5. მასას დაამატეთ კვერცხი > კარგად შეურიეთ ყველა ინგრედიენტი > დაუმატეთ მარილი და პილპილი.
6. მიღებული მასა გაყავით გუნდებად > მიეცით კოტლეტის ფორმა > ამოავლეთ საფანელში > შეწვით ზეთში.