x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ანჯელინა ჯოლი კინოდან მიდის

მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ, ცოტა ხნის წინ, თავისი მოღვაწეობის სფეროს გაფართოება დაიწყო. ის მხოლოდ მსახიობი კი არა, რეჟისორი და სცენარისტიც არის. ეხლა კი, როგორც ჩანს, მან პოლიტიკოსობა გადაწყვიტა.


image

image

"Us Weekly" გამომცემლობის ცნობით, ანჯელინა ჯოლის სურვილი აქვს საკუთარი ძალები პოლიტიკაში მოსინჯოს. მან უკვე აიყვანა პოლიტიკური კონსულტანტი – ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი არ. ჰელვიკი. გამომცემლობის აზრით, ცნობილი მსახიობი პოლიტიკოსის კარიერას სწორედ დიდ ბრიტანეთში დაიწყებს.

image

image

image

ასევე ცნობილი გახდა, რომ ის მზად არის სრული სამუშაო დღე მხოლოდ პოლიტიკას დაუთმოს. ამიტომ, ჟურნალის ვერსიით, ეს გავლენას იქონიებს მის მოღვაწეობაზე კინოს სფეროში. უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე, მსახიობი მშვენივრად უთავსებდა კინოკარიერას და ბავშვების აღზრდას, სოციალურ საქმიანობას.

image

image

image

აპრილის ბოლოს, ანჯელინა ჯოლი ნიგდერლანდების სამეფოს ეწვია, სადაც მონაწილეობა მიიღო ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს სხდომაში და სიტყვით გამოვიდა ომის დანაშაულების მსხვერპლთა დასაცავად. მან განიხილა ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარების ვარიანტები. მსახიობი ასევე შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მონს და მასთან ერთად განიხილა ადამიანების მდგომარეობა სირიაში.

image

image

image

როგორც ცნობილია, ანჯელინა ჯოლი, უკვე 10 წელზე მეტია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩი არის და ის აქტიურად ინტერესდება მესამე სამყაროს ქვეყნებში ადამიანების ცხოვრებით, ის ასევე ცდილობს საზოგადოების ყურადღების მიქცევას ლტოლვილების პრობლემებზე და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე, რომლებსაც მორალური და ფინანსური დახმარება ესაჭიროებათ.

image

imageimage

0
825
14-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
825
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0