სხვა თვითმფრინავის საიდუმლო ოთახი, რომლის შესახებ აქამდე არ იცოდით 2016, 16 მარტი, 9:00 თვითმფრინავი- ყველამ კარგად ვიცით, რომ სხვადასხვა ქვეყნებში სწრაფად გადაადგილების საჰაერო ტრანსპორტია. ძალოვანი დანადგარის და უძრავი ფრთის დახმარებით ქმნის აეროდინამიურ ამწევ ძალას. მისი მოძვლებული სახელია აეროპლანი. განასხვავებენ სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავებს; ხრახნიანს და რეაქტიულს; ბგერამდელს, ზებგერითსა და ჰიპერბგერითს; სახმელეთო და სახომალდო ბაზირების, ჰიდროთვითმფრინავებს და თვითმფრინავ-ამფიბიებს.
თანამედროვე თვითმფრინავები საწყისს იღებენ ძმები რაიტების გამოგონებიდან, რომლებიც ავიაციის საერთშორისო ფედერაციის მიერ აღიარებულნი არიან სტანდარტების დამდგენებად და რეკორდების დამმყარებელნად ავიაციაში. 1905 წელს მათ მიერ შექმნილმა Wright Flyer III-მა შეძლო სრულად კონტროლირებადი, სტაბილური ფრენა დროის მნიშვნელოვანი ხანგრძლივობით. 1906 წელს უკვე აეროპლანის წარმოება ლეგალური გახადეს აშშ-ის პატენტით- ნომერი 821, 393. ალბათ ბევრ თქვენგანს გქონიათ თვითმფრინავით მგზავრობის ბედნიერება და გიფრენიათ ღრუბლებს მაღლა, შეხებიხართ მზის სხივს და სამყარო სულ სხვა რაკურსით შეგიმეცნიათ, ხოლო უმეტესობისთვის კი მისით მგზავრობა ერთ-ერთი ოცნებაა ალბათ. გიფრენიათ თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი სტატიისთვის, დღეს უბრალოდ მინდა გესაუბროდ თვითმფრინავის იმ საიდუმლო ოთახზე, რომლის შესახებ შესაძლოა აქამდე არ იცოდით. ![]() ფოტოზე ასახული სამგზავრო თვითმფრინავის "გამჭვირვალობა" ნათელს ხდის, რომ არსებობს საიდუმლო ოთახი მეორე სართულზე, სადაც მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ საიდუმლო კარიდან გასვლის შემდეგ სპეციალური ხვეული კიბით. ![]() ![]() გზად კი შეხვდებით დიაგრამას, სადაც აღნიშნულია ზედა ფიუზელაჟის ადგილმდებარეობა, ასევე მოწევის აკრძალვა და თითო საწოლზე თითო კაცის (ქალი) განლაგების განმარტება. ![]() ![]() ზედა სართულზე მოწყობილი საიდუმლო ოთახი წარმოადგენს ეკიპაჟის გამცილებლებისა და "პილოტების" დასვენების ადგილს. მგზავრებისთვის იქ ასვლა აკრძალულია. ![]() ![]() ![]() ოთახი არის ძალიან დიდი და მოიცავს დერეფნულ სისტემას, რომლის ორივე- მარჯვენა და მარცხენა მხარეს განლაგებულია საწოლები. საწოლების სიგრძე 183, ხოლო სიგანე კი 61 სმ-ია. საწოლის თავზე კი დამაგრებულია სანათი ნათურები, ვინაიდან და რადგანაც ზედა სართულის საიდუმლო ოთახს ფანჯრები არ გააჩნია. ![]() ![]() ![]() ![]() აი, ასეთ პირობებში უწევთ მრავალსაათიანი თუ რამოდენიმე დღიანი მგზავრობა თვითმფრინავის პერსონალს- გამცილებელ გოგონებსა და "პილოტებს". მოცემულია Boenig 777 და Boenig 787-ის ფოტოკრებული, რომელიც წარმოგვიდგინეს ფოტოგრაფებმა Chris McGinnis-მა და Martin Deutsch-მა. 4136 23-ს მოსწონს |
რიკოთზე გადასვლისას ბევრი იძახის თავი ამტკივდა, ტური ამტკივდაო და მე მსგავსი რამ არასდროს მიგვრძვნია. :)