x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
როგორ მოვიქცეთ ჭამის შემდეგ? 3 აუცილებელი პირობა
ყველა ჩვენთაგანს გვაქვს დამახასიათებელი რაღაც ჩვევები, თუმცა არ შეიძლება თავს მივცეთ უფლება მავნე ჩვევებმა ავნოს ჩვენს ჯანმრთელობას, ამიტომ არ ცოდნის შემთხვევაში ხშირად ვაკეთებთ ისეთ რაღაცას, რითიც გაუცნობიერებლად საფრთხის წინაშე ვაყენებთ საკუთარ სიცოცხლეს. მაგალითად, ყველამ კარგად ვიცით, რომ ზოგიერთი პროდუქტი მავნეა ჯანმრთელობისთვის, თუმცა ჭამის შემდეგ ბევრი მავნე ჩვევა შესაძლოა ამ საკვებზე უარესი- უარყოფითი ზემოქმედების აღმოჩნდეს კუჭის მომნელებელი სისიტემისთვის, რომელიც ასე ძალიან მგრძნობიარეა. ამიტომ, სამედიცინო კვლევების შედეგად დადგინდა ჭამის შემდეგ რა ჩვევები წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის სახიფათოს და რა სასარგებლოს, რომელთაგან საზიანოზე გუშინდელ სტატიაში გესაუბრეთ, დღევანდელ სტატიაში კი მინდა გაგანდოთ ის კეთილი ჩვევები, რომლებიც ჭამის შემდეგ თქვენს ჯანმრთელობას არ მიაყენებენ ზიანს.


image


ლინკი წინა სტატიის მათთვის, ვინც ვერ ნახეთ:


http://intermedia.ge/სტატია/70511-ჭამის-შემდეგ-აღარასოდეს-მოიქცეთ-ასე/125/




როგორ მოვიქცეთ ჭამის შემდეგ?



1). ჭამის შემდეგ, სწორი მონელებისთვის ორგანიზმს სჭირდება დიდი რაოდენობით ენერგია და სითბო. სასტიკად აკრძალულია ცივი სასმელების, წყლის და ნაყინის მირთმევა დესერტად და ის ვითომ ფაქტიც, რომ ცივი წყალი კლავს წყურვილის გრძნობას, მცდარი მოსაზრებაა, ვინაიდან ყველა სითხე, რაც ორგანიზმში ხვდება, უნდა იქნას ორგანიზმის მიერ გათავისებული და მისი მიღების შემდეგ წყურვილის გრძნობის გაქრობას დაჭირდება იმდენი დრო, რამდენიც მიღებული სითხის 36, 6- სხეულის ტემპერატურამდე გათბობას. ამრიგად, ნუ დალევთ ცივ სითხეებს ჭამის წინ და შემდგომ, დააყოლეთ რამოდენიმე ყლუპი თბილი წყალი, რომელიც მაღალი ღირებულებებით ხასიათდება და ხელს შეუწყობს სწორ მონელებას.

image




2). კუჭ-ნაწლავის სწორი მონელებისა და სისხლის ნაკადის სწორი მიწოდებისთვის, ჭამის შემდეგ საჭიროა საუბრებში ჩაერთოთ ოჯახის წევრებთან (რა თქმა უნდა დისკუსიასა და ჩხუბის გარეშე), რაც ასევე თავიდან აგარიდებთ ფსიქიურ და ფიზიკურ დაძაბულობებს და ოჯახური მყუდრო საუბრები მიჩნეულია ერთ-ერთ ანტიდეპრესანტად და მონელების საუკეთესო საშუალებად.

image




3). და ბოლო, თუმცა ერთ-ერთი უპირველესი, თუ რა უნდა გავაკეთოთ უმალ ჭამის შემდეგ- აუცილებლად გავიხადოთ მჭიდრო ტანსაცმელი და შევიხსნათ ქამრები მუცლის არეში, რათა თავიდან ავიცილოდ გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებები. (გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა და გვხვდება მოსახლეობის დაახლოებით 40%-ში. ეს არის სიმპტომების ერთობლიობა, რომელსაც თან ახლავს ანთებითი ხასიათის ცვლილებები საყლაპავი მილის დისტალური ნაწილის ლორწოვანზე. ამ ცვლილებების ძირითადი მიზეზია 12-გოჯა ნაწლავისა და კუჭის შიგთავსის რეგურგიტაცია საყლაპავი მილის სანათურში).

image



P.S. ასე, რომ დაეძალეთ სასარგებლო ჩვევებს და გაიმარტივეთ და გაიხანგრძლივეთ ცხოვრება. ჯანმრთელობას გისურვებთ.

0
3207
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
3207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0