ისტორია დავით აღმაშენებელი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მთავარსარდლების სამეულში შევიდა 2016, 22 იანვარი, 19:41 ინტენრეტგამოცემა thetoptens-მა რომელიც საუკეთესო ათეულების შედგენითაა დაკავებული თითქმის ყველა სფეროში ახლახან გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მთვარსარდლების რეიტინგი(Top Ten Military Generals of All Time) და რაც ყველაზე სასიამოვნოა, ჩვენი დიდმა მეფემ, დავით IV აღმაშენებელმა რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა.მთლიანად გამოცემამ მსოფლიოს ყველა დროის 20 საუკეთესო მთვარსარდალი დაასახელა, სია ასე გამოიყურება: 20)ჰორაციო ნელსონი -ინგლისის ფლოტის ადმირალი. მონაწილეობდა ამერიკის რევოლუციურ ომებში, ასევე იბრძობა საფრანგეთის რესპუბლისა და ნაპოლეონის იმპერიის წინააღმდეგ. 19)ერიხ ფონ მანშტაინი-გერმანელი სამხედრო მოღვაწე, „ვერმახტის“ გენერალ-ფელდმარშალი და არმიათა ჯგუფის მთავარსარდალი მეორე მსოფლიო ომის დროს. 17)სუნ ძი- ჩინელი მხედართმთავარი და სამხედრო თეორეტიკოსი. დაიბადა ცის სამეფოში. სამხედრო ხელოვნების ტრაქტატის — „სამხედრო ხელოვნების“ ავტორი. 17)ფრიდრიხ II დიდი- 1740 წლიდან იყო "მეფე პრუსიაში", 1772-1786 წლებში პრუსიის მეფე ჰოენცოლერნების დინასტიიდან. ფრიდრიხ ვილჰელმ I-ის ძე, გამოჩენილი მხედართმთავარი. 16-სალადინი- ეგვიპტის სულთანი 1171 წლიდან, აიუბიდების დინასტიის დამაარსებელი; წარმოშობით ქურთი. 15)-ჯორჯ სმიტ პატონი-ამერიკელი გენერალი მეორე მსოფლიო ომის დროს. 14-გიორგი ჟუკოვი- რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის მარშალი, ოთხგზის საბჭოთა კავშირის გმირი, სსრკ-ს თავდაცვის მინისტრი. 13)ჯორჯ ვაშინგტონი-ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი, კონტინენტალური არმიის მთავარსარდლი. 12)ერვინ რომელი- გერმანელი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი, გერმანიის არმიის მთავარსარდალი ჩრ. აფრიკაში მეორე მსოფლიო ომის დროს. 11)რობერტ ლი-ამერიკელი სამხედრო მოღვაწე, აშშ-ის არმიის ოფიცერი, ამერიკის კონფედერაციული შტატების არმიის წამყვანი გენერალი ამერიკის სამოქალაქო ომში. 10)ნგუენ ჰუე-ტაიშონის დინასტიის მეორე იმპერატორი, ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე მხედართმთავარი ვიეტნამის ისტორიაში. 9)ხალიდ იბნ ალ-ვალიდი- მუსლიმი არაბი მეომარი და გენერალი VII საუკუნეში ისლამური დამპყრობლური ომების დროს. 8)ვო ნგუენ ზიაპი-ვიეტნამელი გენერალი და პოლიტიკოსი, ინდოჩინეთის და ვიეტნამის ომების მონაწილე. 7)ჩინგისხანი(ჩინგიზ-ყაენი)-მონღოლი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი . მან მოახერხა დაქუცმაცებული მონღოლი ტომების გაერთიანება მსოფლიოს დასაპყრობად. 6)იულიუს კეისარი-ძველი რომის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, მხედართმთავარი, რეფორმატორი, მწერალი და ორატორი. 5)ჰანიბალი-კართაგენის მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე. 4)ნაპოლეონ ბონაპარტი-საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, საფრანგეთის რევოლუციის გენერალი და საფრანგეთის მმართველი. 3)დავით IV აღმაშენებელი- საქართველოს მეფე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე და ძლევამოსილი მხედართმთავარი. 2)ჩან ხინგ დაო-ვიეტნამელი მხედართმთავარი, რომელმაც წარმატებით შეაჩერა მონღოლთა მესამე შემოსევა 1287—1288 წლებში.თეორიული ბრძოლების ავტორი სამხედრო საქმეში. 1)ალექსანდრე მაკედონელი-ასევე ალექსანდრე III — მაკედონიის მეფე (ძვ. წ. 336-323), ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, სიკვიდილამდე დაიპყრო იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო. 4126 14-ს მოსწონს 1-ს არა |
სტალინი უდაოდ გენიოსი იყო, მაგრამ სამწუხაროდ ქართველებისათვის თბილისის მეტროს იქით არ წასულა მისი სიკეთე.
ბოლობოლო ქართველობაზე თქვა უარი-"ია კოგდა ტო ბილ გრუზინომ", ეს მისი სიტყვებია და მისი შვილის მემუარებშია ნახსენები.
მე აქ აუცილებლად ჩავსვამდი გენერალ მაზნიაშვილს, გენერალს რომელსაც არცერთი ბრძოლა არ წაუგია.
დავით აღმაშენებელი მესამეა; გილოცავთ! თუმცა ერთს ვიტყოდი, რომ ამ სიაში სხვა თუ არა, სუვოროვი მაინც უნდა იყოს შეყვანილი, რომელმაც ნაპოლეონს ერთი ორჯერ , რომ იტყვიან - "კუდით ქვა ასროლინა!"
ვიცი ბატონი ონიანის "სექტის" წევრი რომ არა ხართ. :)