სხვა ავიაკატასტროფაში დაღუპული ფეხბურთელები 2015, 27 დეკემბერი, 15:17 1-"ტორინო" -4 მაისი1949 წელი. იტალიის ფეხბურთმა დაკარგა საუკეთესო მოთამაშეები. თვითმფრინავი, რომელიც პორტუგალიიდან ბრუნდებოდა ჩამოვარდა მთის ფერდობზე სუპერგაში ტურინთან ახლოს. დაიღუპა 18 მოთამაშე, მათ შორის იტალიის ნაკრების კაპიტანი ვალენტინო მაცოლა. მათ შორის დაიღუპნენ ჟურნალისტები, ჩინოვნიკები და ინგლისელი მწვრთნელი ლესლი ლივესლაი. ამ დროისათვის "Torino" 4 ჯერ ზედიზედ გახდა იტალიის ჩემპიონი და იმ წელსაც პირველ ადგილზე იყო, 4 ქულით უსწრებდა უახლოეს კონკურენტებს. 2-6 თებერვალი, 1958 წელი. "მანჩესტერ იუნაიტედი." 1958 წელს თვითმფრინავმა, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები იმყოფებოდნენ ასაფრენ ზოლზე განიცადა კატასტროფა მიუნხენის აეროპორტში. დაიღუპა 24 ადამიანი, მათ შორის ლეგენდარული "Busby Babes"რვა მოთამაშე, სამი კლუბის თანამშრომელი და რვა ჟურნალისტი. "მანჩესტერ იუნაიტედი" ბრუნდებოდა სახლში საპასუხო მეოთხედფინალური თამაშიდან ევროპის ჩემპიონთა თასზე კლუბ "ცრვენა ზვეზდასთან"(ბელგრადი) თამაშის შემდეგ. ეს შეხვედრა ფრედ დასრულდა და ინგლისური კლუბი ნახევარფინალში გავიდა. ცოცხალი გადარჩა ლეგენდარული ჩრდილოეთ ირლანდიის მეკარე ჰარი გრეგი, რომელსაც გამოჰყავდა დაჭრილი ფეხბურთელები თვითმფრინავის ნამსხვრევებიდან. ექვსი თვის შემდეგ, მან ისევ მოირგო "მანჩესტერ იუნაიტედის"მაისური. 3-16 ივლისი, 1960 წელი. დანიის ნაკრების გუნდი კუნძულ ამაგერთან, კასტრუპის აეროპორტის სიახლოვეს ჩამოვარდა თვითმფრინავი, . გარდაიცვალა დანიის ნაკრების 8 ფეხბურთელი. 4-. 3 აპრილი, 1961 წელი. "გრინ კროსი"(ჩილე)პირველი დივიზიონის გუნდი, თვითმფრინავი ჩამოვარდა ლას ლასტიმასის მთის მასივში, გუნდი ოსორიოდან ბრუნდებოდა(ჩილე) . 24 ადამიანი დაიღუპა. 5-26 სექტემბერი, 1969 წელი. "სტრონგესტი"(ბოლივია). ყველაზე პოპულარული გუნდი ბოლივიაში, ავიაკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა 19 ფეხბურთელი. მათი თვითმფრინავი ჩამოვარდა ანდეს მთის მასივში როდესაც გუნდი ბრუნდებოდა შინ, საკუთარ ქალაქ ლა პასში. 6-31 დეკემბერი, 1970 წელი. "ეირ -ლიკვიდი"(ალჟირი), გუნდი ესპანეთში მიფრინავდა ამხანაგურ მატჩზე, დაიღუპა მთლიანი გუნდი (NO FOTO) 7-11 აგვისტო, 1979 წელი. "პახტაკორი"(ტაშკენტი) 8400 მეტრის სიმაღლეზე ერთმანეთს შეეჯახა ორი ტუ-134, დაიღუპა 17 ფეხბურთელი, ისინი მინსკში მიფრინავდნენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მორიგ მატჩზე, ფეხბურთის ფედერაციამ ტრაგედიის შემდეგ გუნდს 3 წელი შეუნარჩუნა ადგილი უმაღლეს ლიგაში. 8- 8 დეკემბერი, 1987 წელი. "ალიანსა ლიმა"(პერუ)-დაიღუპა 43 ადამიანი, - ფეხბურთელები, გუნდის ხელმძღვანელობა და გულშემატკივრები.თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა 6 მილის დაშორებით ლიმას მახლობლად. 9-.7 ივნისი, 1989 წელი, ჰოლანდიელი ფეხბურთელები. აეროპორტზე დაჯდომის დროს რეისმა პარამარიბო-ამსტერდამი კატასტროფა განიცადა, დაიღუპა სურინამული წარმოშობის 23 ჰოლანდიელი ფეხბურთელი, შემთხვევით მგზავრებს შორის არ აღმოჩნდნენ რუუდ გულიტი და ფრანკ რაიკარდი . 10-27 აპრილი, 1993 წელი. ზამბიის ეროვნული ნაკრები. 18 ფეხბურთელი დაიღუპა, გუნდი სენეგალში მიმგზავრებოდა მსოფლიოს შესარჩევი მატჩის გასამართად, თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა გაბონის მახლობლად. 464 4-ს მოსწონს 2-ს არა
|