x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნამცხვარი "ვენეციური ღამე"
“ვენეციური ღამე"

ინგრედიენტები:


ქოქოსის ფენისთვის:


კვერცხის ცილა – 6
შაქარი – 6 ს. კ.
ქოქოსის ფანტელი – 100 გრ.
ფქვილი – 4-5 ს. კ.


მარილი – 1 მწიკვი


შოკოლადის ფენისთვის:


კვერცხი – 4 ცალი
შაქარი – 4 ს. კ.
ფქვილი – 4 ს. კ.
კაკაო – 2 ს. კ.
გამაფხვიერებელი – 1/2 ჩ. კ.


კრემისთვის:


კვერცხის გული – 6 ცალი
შაქარი – 150 გრ.
რძე – 5 ს. კ.
კარაქი – 200 გრ.
ვანილინი – 1 გრ.


შოკოლადის მინანქრისთვის:


შავი შოკოლადის ფილა – 100 გრ.
რძე – 2-3 ს. კ.
კარაქი – 50 გრ.


+ 20х30 სმ. ზომის საცხობი ფორმა


მომზადება:


1. ქოქოსის ფენის მოსამზადებლად: გააცალკევეთ 6 კვერცხის ცილა და გული (გული გადადეთ კრემისთვის) > ათქვიფეთ ცილა მარილთან ერთად იქამდე, ვიდრე ცილის ბორცვებს არ მიიღებთ > თანდათანობით დაამატეთ შაქარი. უნდა მიიღოთ მყარი, მაგარი მასა > დაამატეთ ქოქოსის ფანტელი და ფქვილი > მიღებული მასა მოათავსეთ ფორმაში, რომელშიც ცხიმწასმული საცხობი ფირფიტა იქნება ჩაფენილი (ეს იმ შემთხვევაში, თუ საცხობი ფორმა ღრმა არის).

2. შოკოლადის ფენის მოსამზადებლად: გააცალკევეთ 4 კვერცხის გული და ცილა > ათქვიფეთ ცილა კარგად, ისე რომ თასის გადმობრუნების შემთხვევაში, მასა არ გაინძრეს > თანდათანობით შეათქვიფეთ შაქარი და კვერცხის გული – თითო-თითო > შეურიეთ ფქვილს გამაფხვიერებელი და ჩააცერით თასში მოთავსებულ მასას > ბოლოს, ჩააცერით კაკაო > ათქვიფეთ მასა დაბალ სიჩქარეზე > მოათავსეთ საცხობ ფორმაში, ქოქოსის ფენის თავზე და ფრთხილად გაანაწილეთ. შეეცადეთ, რომ ფენები ერთმანეთს არ შეერიოს.

3. გამოაცხეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში, დაახლოებით, 25-30 წუთის მანძილზე. ღუმელიდან გამოღების წინ, ხის ჩხირით შეამოწმეთ და თუ საჭიროდ ჩათვლით, ცხობა გააგრძელეთ.

4. კრემის მოსამზადებლად: ათქვიფეთ შენახული კვერცხის გულები და შაქარი > დაუმატეთ შაქარი > დადგით წყლის აბაზანაზე და იქამდე ხარშეთ, ვიდრე არ შესქელდება > გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე და დროდადრო ურიეთ, თავზე აპკი რომ არ გაიკეთოს > ათქვიფეთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი და ნელ-ნელა შეათქვიფეთ მოხარშული მასა.

5. კრემი გაანაწილეთ ბისკვიტის თავზე და 1 საათით შედგით მაცივარში.

6. მინანქრისთვის: შოკოლადის ფილა დაამტვრიეთ > დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე შედგით > მინანქარი გააციეთ და კრემს გადაასხით > შეგიძლიათ ზემოდან გააფორმოთ > ნამცხვარი კიდევ 1 საათით შედგით მაცივარში.

0
481
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
481
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0