x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138453
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512078
რატომ იტყუებიან ადამიანები? (იგავი)

პრინცესა სიმართლე
ერთხელ, ხმა გავრცელდა, რომ თავად პრინცესა სიმართლე მისთხოვდებოდა იმ მამაც რაინდს, ვინც ყველა წინააღმდეგობას და დაბრკოლებას გადალახავდა მისკე მიმავალ გზაზე. და აი, მსოფლიოს ყველა კუთხიდან, მისი სასახლისკე დაიძრნენ გულადებს შორის ყველაზე გულადები, თამამები და გაბედულები. ისინი გმირულად იბრძოდნენ, ბრძოლებში იღუპებოდნენ, ზოგი უკან ბრუნდებოდა, იმიტომ რომ სიმართლისკე სავალი გზა ძალიან გრძელი და რთული იყო. მისი ბოლომდე გავლა, მხოლოდ რჩეულებს შეეძლოთ. ერთმა ახალგაზრდამ, ყველაზე სასოწაარკვეთილმა და გამძლემ, შეძლო ყველაფრის გადატანა და სასახლემდე მისვლა. ის პრინცესას ოთახთან მიიყვანეს და როდესაც კარები გააღო, ახალგაზრდა და ლამაზი გოგონას ნაცვლად, ოთახში, ავადმყოფი, წელში მოხრილი, გაუბედურებული მოხუცი დახვდა. ნანახით შეძრწუნებულმა გმირმა, ჰკითხა პრინცესას:
— შენი თავი ადამიანებს როგორ ვაჩვენო?
ხოლო, სიმართლემ უპასუხა მის მპოვნელს:

— შენც, მოიტყუე!

0
347
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0