x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ქვიშაზე და ქვაზე დაწერილი სიტყვები (იგავი)

ქვიშაზე და ქვაზე დაწერილი სიტყვები

ორი მეგობარი უდაბნოში მიდიოდა. ერთხელ რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ და კამათი დაიწყეს. კამათი ჩხუბში გადაიზარდა და ერთმა მეგობარმა მეორეს სილა გაარტყა სახეში. მიუხედავად იმისა რო ძალიან ეტკინა, მეგობარს მან არაფერი უთხრა და ქვიშაზე დაწერი: «დღეს ჩემმა საუკეთესო მეგობარმა სახეში გამარტყა». მათ გზა გააგრძელეს და ოაზისი იპოვეს, რომელშიც ტმა იყი. ბანაობა გადაწყვიტეს და ის ვინც სილა მიიღო, კინაღამ დაიხრჩო. ის მეგობარმა გადაარჩინა. როდესაც აზრზე მოვიდა, მან ქვაზე დაწერა: «დღეს ჩემმა საუკეთესო მეგობარმა გადამარჩინა». მან ვინც სილა გაარტყა და შემდეგ გადაარჩინა, ჰკითხა მეგობარს:

— როდესაც გაწყენინე, შენ ქვიშაზე დაწერე, ხოლო ახლა – ქვაზე. რატომ?

მეგობარმა მას უპასუხა:

— როდესაც ვინმე გვაწყენინებს, ჩვენ ქვიშაზე უნდა დავწეროთ, რომ ქარმა შეძლოს მისი წაშლა. მაგრამ თუ ვინმე სიკეთეს გვიკეთებს, ქვაზე უნდა ამოვტვიფროთ, რომ რაც უნდა ძლიერი ქარი იყოს, მისი წაშლა ვერ შეძლოს.

ისწავლე წყენის ქვიშაზე წერა და სიხარულის ქვაზე ამოჭრა.

1
341
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
341
  
2015, 18 ნოემბერი, 21:43
შემეცოდა ეგ ტიპი ურტყეს წყალში ლამის დაიხრჩო ეჰ საწყალი :D
0 1 1