x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნამცხვარი არაქისით
ნამცხვარი არაქისით



ინგრედიენტები:


ფქვილი – 370 გრ.

შაქრის პუდრა – 100 გრ.


კვერცხი – 1 ცალი

კარაქი – 220 გრ.

გამაფხვიერებელი – 1 ჩ. კ.

მარილი – 1 მწიკვი

არაქისი – 100 გრ.

ვანილინი – 1, 5 გრ.

კვერცხის გული – 1 ცალი


მომზადება:


1. ათქვიფეთ კარაქი და შაქრის პუდრა > დაამატეთ კვერცხი, 0, 8 გრ. ვანილინი და მარილი > კარგად ათქვიფეთ.
ნამცხვარი არაქისით2. შეურიეთ ერთმანეთს ახლადგაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი > დაამატეთ დანარჩენ მასას და სწრაფად მოზილეთ ცომი (1-2 წუთში) > ცომისგან გააკეთეთ გუნდა, გაახვიეთ სამზარეულოს აპკში და მაცივარში შეინახეთ 30 წთ-ით.
ნამცხვარი არაქისით3. არაქისი მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 7 – 10 წუთით > არაქისს კანი მოაცილეთ და დანით დაანაწევრეთ.
ნამცხვარი არაქისით4. გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და გააბრტყელეთ 6-7 სმ. სისქეზე > დაჭერით ნებისმიერი ფორმის საჭრელით ან თუნდაც დანით.

ნამცხვარი არაქისით5. დანის მეშვეობით, ფრთხილად გადაიტანეთ ნამცხვრები ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე.
ნამცხვარი არაქისით6. ერთმანეთს შეურიეთ კვერცხის გული, 1/2 ს. კ. წყალი და 0, 7 გრ. ვანილინი > გადაუსვით ნამცხვარს და ზემოდან მოაყარეთ არაქისი.
ნამცხვარი არაქისით7. გამზადებული საცხობი ფირფიტა შედგით 200-220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-13 წუთით.
ნამცხვარი არაქისით

0
105
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0