x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«შიფონის პრაღა», უფრო ფუმფულა და ნაზი, ვიდრე «პრაღა»
«შიფონის პრაღა»



მასალა ცომისთვის:


შაქარი - 230 გრ. (180 + 45 )

ფქვილი - 200 გრ.


გამაფხვიერებელი - 1–2 ჩ. კ.

წყალი - 170 მლ.

კაკაოს ფხვნილი - 60 გრ.

ხსნადი ყავა - 3 ჩ. კ.

კვერცხის ცილა - 8 ცალი

კვერცხის გული - 5 ცალი

სოდა - 1/4 ჩ. კ.

მარილი - 1/4 ჩ. კ.

ზეთი - 125 მლ.


მასალა კრემისთვის:


კარაქი - 200 გრ.

კვერცხის გული - 3 ცალი

შესქელებული რძე - 4–6 ს. კ.

წყალი - 1/4 ჭიქა

შოკოლადის ფილა - 60 გრ.

კონიაკი - 1 ს. კ.


მასალა მინანქრისთვის:


შაქარი - 3 ს. კ.

კაკაოს ფხვნილი - 2 ს. კ.

ერბო - 2 ჩ. კ.

წყალი - 6 ს. კ.


ჯემი (სქელი) - 50 გრ.


მომზადება:


1. ბისკვიტის მოსამზადებლად: კაკაო და ყავა გახსენით წყალში.

2. გაყავით კვერცხი ცილებად და გულებად.

3. 5 კვერცხის გული ათქვიფეთ 180 გრ. შაქართან.

4. ნელ-ნელა დაუმატეთ ზეთი > დაუმატეთ ყავიანი და კაკაოანი წყალი > კარგად ათქვიფეთ > დაუმატეთ გამაფხვიერებელი, ფქვილი და სოდა.

5. ცილას დაუმატეთ მარილი და კარგად ათქვიფეთ, ისე რომ თასის გადმობრუნების შემთხვევაში, მასა კედლებს არ მოშორდეს > ნელ-ნელა შეათქვიფეთ 45 გრ. შაქარი.

6. შეაერთეთ ორი მასა და ხის კოვზით ამოურიეთ (ურიეთ ქვემოდან ზემოთ და არა წრიულად).

7. საცხობ ფორმას ძირზე წაუსვით კარაქი > ჩაასხით ცომი და გამოაცხეთ 160 °С წინასწარ გახურებულ ღუმელში. პირველი 30 წთ-ს მანძილზე, არ გააღოთ ღუმელი, თორემ ბისკვიტი ჩავარდება. ცხვება, დაახლოებით, 50 წთ.

8. გამომცხვარი ბისკვიტი ცოტა შეაგრილეთ > ამოიღეთ ფორმიდან და ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ 5–6 საათი.

9. კრემის მოსამზადებლად: კვერცხის გულს დაუმატეთ წყალი და შესქელებული რძე > კარგად ათქვიფეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე > როდესაც კრემი გასქელდება, მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ დამტვრეული შოკოლადი > კარგად აურიეთ და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, რომ გაცივდეს.

10. ათქვიფეთ კარაქი და ნელ-ნელა შეათქვიფეთ მოხარშული კრემი.
11. სურვილის შემთხვევაში, დაუმატეთ კონიაკი.

12. ბისკვიტი გაყავით 3 თანაბარ ფენად > ორ ფენას წაუსვით კრემი და ააწყეთ ტორტი > ზედა ფენას გადაუსვით ჯემი.

13. მინანქრის მოსამზადებლად: შეურიეთ ერთმანეთს მინანქრისთვის განკუთვნილი ინგრედიენტები და დადგით დაბალ ცეცხლზე. 2-3 წუთში მინანქარი მზად იქნება > ცხელივე გადაასხით ტორტს და შედგით მაცივარში 30 წთ.

14. და ბოლოს, გემრიელად მიირთვით!

0
380
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
380
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0