x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
არამიწიერი სილამაზე - გლიცინიას ,,ჩანჩქერი" იაპონიაში

გლიცინია (ბერძ. γλυκός — ტკბილი), ან ვისტერია (ლათ. Wistéria - მცენარის გვარს, პროფ. კასპარ ვისტარის საპატივცემულოდ დაარქვეს) გავრცელებულია აშშ-სა და აზიის აღმ. რეგიონებში. არის სუბტროპიკული, ფოთოლმცვენი მცენარე, პარკოსანთა ოჯახიდან. აქვს დიდი მტევნისებური, სურნელოვანი, იისფერი ყვავილები. ფართოდ გამოიყენება ლანდშაფტურ დიზაინში.

 გლიცინიას ჩანჩქერი იაპონიაში

ყველაზე დიდი გლიცინია იაპონიაში, ასიკაგას ყვავილების პარკშია. მცენარე XIX საუკუნის 70-იან წლებში არის დარგული და დაახლოებით, 150 წლის არის. მისი ყვავილები 1990 კვ.მ. ფართობს ფარავს. მართალია, ეს გლიცინია ხეს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში, რამდენიმე ძირი ლიანა არის გადახლართული. იმის გამო, რომ დროთა განმავლობაში, ლიანის ღერო ძალიან დამძიმდა, მისი ყვავილოვანი ნაწილი, მთლიანად რკინის საყრდენი კონსტრუქციით არის გამაგრებული, რაც პარკის სტუმრებს, მის ქვეშ სიარულის და ვარდისფერ-იისფერი “ცით" ტკბობის საშუალებას აძლევს.

გლიცინიას ჩანჩქერი იაპონიაში







0
477
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
477
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0