სხვა მიწისმთხრელი და ალმასი 2015, 17 სექტემბერი, 18:10 უიმედობა - ყველაზე დიდი ცოდვაა — ამბობდა რაბი ნახმანი, — ბედნიერება ყოველთვის მას დასდევს, ვინც მხიარულია. აი მოისმინეთ ერთი კაცის ამბავი, რომელიც დიდ გაჭირვებაში ცხოვრობდა და ლუკმა პურს უმძიმესი შრომით, მიწის თხრით შოულობდა, მაგრამ გულს არასოდეს იტეხდა. ერთხელ, მან მიწაში ალმასი იპოვა და ძალიან გაუხარდა, იფიქრა ჩემი წვალება დამთავრდაო და იუველირთან გაიქცა, რომ ქვა შეეფასებინა. ამ უკანასკნელმა ალმასი კარგად დაათვალიერა და უთხრა, რომ მას იმდენი ფული არ ჰქონდა და მხოლოდ ლონდონელ იუველირს შეეძლო მისი შესყიდვა. მიწისმთხრელს არ ჰქონდა ლონდონში წასასვლელი ფული. მაგრამ მას, იქ ჩასვლის იმედი არ დაუკარგავს. დიდ ხანს არ უფიქრია. გაყიდა თავისი ქოხი და ყველა ნივთი, რაც კი ჰქონდა. იყიდა კარგი კოსტუმი, სამგზავრო ჩანთა და ცოტა ფული ბილეთისთვის გადაინახა. მივიდა პორტში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ გემის ბილეთი ლონდონამდე, ბევრად უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე მას წარმოედგინა. მაგრამ მაშინაც არ დაიხია უკან ჩვენმა გმირმა. ის მივიდა გემის კაპიტანთან, აჩვენა ალმასი და უთხრა, რომ მგზავრობის ფული არა ჰქონდა, მაგრამ როგორც კი ლონდონში ჩავიდოდა, გაყიდიდა ქვას და გადაიხდიდა მგზავრობის ღირებულებას. კაპიტანმა ის გემზე აიყვანა, საუკეთესო კაიუტაში მოათავსა და მომსახურე პერსონალს უთხრა, რომ მისთვის ყურადღება არ მოეკლოთ. მიწისმთხრელი იჯდა თავის კაიუტაში, კარგს სვამდა, კარგს ჭამდა და თავისი ალმასის ყურებით ტკბებოდა. დრო და დრო მასთან კაპიტანი მოდიოდა, ხან თვითონ გადიოდა გემბანზე და ისინი მხიარულად საუბრობდნენ. ერთხელ, საღამო ჟამს, მას საჭმელი მიუტანეს. ის თან ვახშმობდა და თან თავისი ალმასის ყურებით ტკბებოდა. ბოლოს, ალმასი მაგიდაზე დადო და ფიქრი დაიწყო, იმის შესახებ, თუ როგორ გაყიდიდა და რას იყიდიდა აღებული ფულით. და ასე, ოცნებაში წასულს ჩაეძინა. კაიუტაში დამლაგებელი შევიდა, იქავრობა მიალაგა-მოალაგა და მაგიდაზე გადაფარებული სუფრა აიღო და ზღვაში გადაბერტყა. მაგიდაზე დაყრილ ნამცეცებთან ერთად, ალმასიც წყალში აღმოჩნდა. მიწისმთხრელმა გაიღვიძა და მიხვდა, რომ ხაფანგში იყო, მას არც ფული ჰქონდა და აღარც ალმასი, მიდიოდა მისთვის უცხო ქალაქში, ასე ცარიელ-ტარიელი და მგზავრობის ფულის გადახდაც არ შეეძლო. იფიქრა - კაპიტანი ნამდვილად მომკლავს და მართალიც იქნებაო. და გადაწყვიტა ალმასის დაკარგვის ამბავი არ შეემჩნია. ძველებურად ისეთივე მხიარული იყო და კაპიტანი ვერაფერს მიხვდა. 563 7-ს მოსწონს 1-ს არა |
აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ გამუდმებით ყურებამდე პირგადახსნილმა უნდა ვიაროთ. მხიარულებაში, ამ შემთხვევაში, კარგი განწყობა იგულისხმება.