x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბისკვიტის ტორტი კვერცხის გარეშე
ბისკვიტის ტორტი კვერცხის გარეშე


სალა ცომისთვის:


რძე - 280 მლ.
ფქვილი - 260 გრ.
შაქარი - 300 გრ.
კაკაოს ფხვნილი - 5 ს. კ.
გამაფხვიერებელი - 4 ს. კ.
ნიგოზი - მოსართავად


მასალა კრემისთვის:



ხაჭო - 100 გრ.
არაჟანი - 200 გრ
შესქელებული რძე - 4 ს. კ.
შაქარი - 2 ს. კ.

მასალა მინანქრისთვის:


კაკაოს ფხვნილი - 2 ს. კ.
შაქარი - 4 ს. კ.
ნაღები - 3 ს. კ.
კარაქი - 50 გრ.

არაჟანი - 3 ს. კ.


მომზადება:


1. ცომის მოსამზადებლად, თასში შეურიეთ: ფქვილი, შაქარი, გამაფხვიერებელი და კაკაო > დაასხით თბილი რძე და ერთმანეთს კარგად შეურიეთ.

2. მოათავსეთ ცომი ცხიმწასმულ (ცხიმი მხოლოდ ძირზე წაუსვით, რომ ცომს აწევისას, კედლებზე მოკიდების საშუალება ჰქონდეს) ფორმაში > გამოაცხეთ 180°С გახურებულ ღუმელში, დაახლოებით, 40-60 წთ. მანძილზე > ამოიღეთ ფორმიდან, გააციეთ და გაყავით 3 ფენად.

3. შეურიეთ კრემის მასალა ერთმანეთს კარგად > ქვედა და შუა ფენას წაუსვით კრემი და ასე გააჩერეთ გარკვეული დროის მანძილზე, რომ ფენებს კრემი გაუჯდეს > ზემოდან დააფარეთ მესამე ფენა.
4. მინანქრის მოსამზადებლად, ერთმანეთს შეურიეთ კაკაო, შაქარი, არაჟანი და ნაღები > დადგით დაბალ ცეცხლზე და იქამდე ურიეთ, ვიდრე ერთფეროვან მასას არ მიიღებთ > დაამატეთ კარაქი, თუ მინანქარი სქელი გამოვა, დაამატეთ ცოტა ნაღები.

5. გაანაწილეთ ცოტა მინანქარი ტორტის თავზე > გააჩერეთ 5-7 წუთი და დარჩენილი მინანქარიც გაანაწილეთ.

6. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ზემოდან მოხლილი და დაჭრილი ნიგოზი მოაყაროთ.

0
385
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
385
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0