x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138459
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512078
გასაოცარი ისტორია

გასაოცარი ისტორია

ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იყო, ცოლი შემხვდა ისეთი, რომ ჩემი ყველას შურდა. სამი შვილი მეყოლა ერთმანეთის მიყოლებით და მათ შემყურეს, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ჩემი ბიზნესი ისეთი ტემპით მიდიოდა, რომ ცხოვრება შეიძლებოდა, არც საგადასახადოს და არც “შავი სამყაროს" ყურადღებას არ ვიქცევდი. ერთი სიტყვით, სრულიად ბედნიერი ვიყავი და ისე შევეჩვიე ამ მდგომარეობას, რომ მეგონა, ყოველთვის იქნებოდა.

ქორწინებიდან მეოცე წელს, ჩემს ბედნიერებას ბზარი გაუჩნდა. ყველაფერი უფროსი ვაჟის გამო დაიწყო...

ჩემი მშობლები მკაცრად მზრდიდნენ და როდესაც გავიზარდე მითხრეს, “აქეთ-იქით არ იყურო, შეარჩიე კარგი გოგონა, ცოლად მოიყვანე და მტკიცე ოჯახი შექმენიო". მე ასეც მოვიქეცი და დღემდე არ მინანია, მშობლებს რომ დავუჯერე. ჩემ შვილებსაც ისე ვზრდიდი, როგორც მე გამზარდეს. მაგრამ, დრო შეიცვალა, თუ გოგონები გახდნენ სხვანაირები, არ ვიცი. მოკლედ, ბევრი ეცადა, მაგრამ ჩემმა შვილმა, თავისი შესაფერისი გოგონა ვერ იპოვა. არა და, კარგი განათლება მიიღო, გარეგნობითაც ღმერთმა არ დაჩაგრა, კარგი სამუშაო აქვს და ფულიც, მაგრამ წესიერი ვერავინ ნახა. დარდობს ბიჭი და ჩვენც მის გამო ვნერვიულობთ. მოწყენილიბამ დაისადგურა ჩვენ სახლში.

დრო გადიოდა და მდგომარეობა უფრო რთულდებოდა: ავად გახდა ჩემი სიდედრი, საავადმყოფოში დავაწვინეთ და ერთ კვირაში გარდაიცვალა.

ცოლის სიკვდილის შემდეგ, სიმამრი მარტო დარჩა და ამიტომ ჩვენთან გადმოვიყვანეთ საცხოვრებლად. ცოლი კმაყოფილი იყო, ბავშვები კი ბედნიერები. ყველაფერი კარგად იქნებოდა, ერთი მაგრამ, რომ არ ყოფილიყო.

ჩემს სიდედრს შავი ძაღლი ჰყავდა და ისიც ჩვენთან წამოვიყვანეთ. სახლში ყველაფერი დაღრღნა, ბავშვები დაკბინა, მე გამუდმებით მიღრენდა, ირგვლივ ყველაფერს აბინძურებდა. რამდენჯერ კინოლოგები გამოვიძარეთ, რომ ჩვენთვის ესწავლებინათ მასთან მოქცევის წესები, მაგრამ არაფერი გამოვიდა. გვითხრეს, რომ მხოლოდ ერთი გამოსავალი იყო, უნდა დაგვეძინებინა...

მაგრამ... სიმამრმა თქვა, რომ როდესაც ძაღლი მოკვდება, მისი წასვლის დროც მაშინ მოვიდოდა. და ყველაფერი ისე დავტოვეთ, როგორც იყო. ბავშვები ზაფხულში გრძელსახელოებიანი პერანგებით დადიან, რომ ნაკბენები დაემალათ ჩემთვის. ეცოდებათ მოხუცი, მარტო ცხოვრებისათვის ვერ იმეტებენ. შემოდგომაზე ძაღლი სულ გადაირია, გამხეცდა, საკუთარი ტყავის ღრღნა დაიწყო და გამუდმებით ყმუოდა. ამასთან გაირკვა, რომ ძაღლს ბეწვი არ სცვიოდა და ტრიმინგის (ძველი ბეწყის მოცილება) გაკეთება იყო საჭირო. მაგრამ, აგრესიულ “მონსტრთან" საქმის დაჭერა არავის უნდოდა. და ბოლოს, მომცეს ტელეფონის ნომერი, დავრეკე და ოსტატი ამ საქმის მოგვარებაში დახმარებას დამპირდა. მივიყვანე სალონში ძაღლი. იქ ახალგაზრდა სუსტი აღნაგობის, გოგონა დაგვხვდა. მის დანახვაზე ძაღლი სულ გადაირია, ყეფდა, გაქცევას ცდილობდა. მე კი ხვეწნა დავიწყე, ვუთხარი რომ ნებისმიერ ფულს გადავიხდიდი და თუნდაც ნარკოზით გაეკეთებინა ეს პროცედურა. გულში კი ვფიქრობდი, რომ ამ ნარკოზის დროს ჩაძაღლებულიყო, რადგან მეტის ატანა აღარ შემეძლო. ძაღლი დაიტოვა და სამი საათის შემდეგ დამიბარა. დათქმულ დროს მივედი და რას ხედავს ჩემი თვალები: ძაღლი მაგიდაზე იდგა გაუნძრევლად, გასუფთავებული, გალამაზებული, ხოლო გოგონა პროცედურას ასრულებდა და ბეწვს თათიდან აცილებდა. მეგონა ეს სხვა ძაღლი იყო. მაგრამ, როდესაც დამინახა, შემომიღრინა და მაშინ მივხვდი, რომ ის ჩემი იყო.

როგორც კი დამინახა, იმ გალეულმა მითხრა:

- კარგია, რომ დროზე მოხვედით. მე თქვენ გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა დააჭრათ ფრჩხილები და გაუწმინდოთ კბილები.
ამის გაგონებაზე, ვეღარ მოვითმინე! მოვუყევი მას მთელი ისტორია ძაღლის შესახებ. ის დაფიქრდა და მითხრა:

- თქვენ მის მდგომარეობაში უნდა შეხვიდეთ. თქვენთვის ცნობილია, რომ მას პატრონი მოუკვდა, მისთვის კი არა. მისი გაგებით, თქვენ ის მოიპარეთ, როდესაც პატრონი სახლში არ იყო და ძალით აჩერებთ თქვენს სახლში. ამიტომ ის, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სახლიდან გააგდოთ. დაელაპარაკეთ ძაღლს კაცურად, აუხსენით, დაამშვიდეთ...
ჩავსვი ძაღლი მანქანაში და პირდაპირ სიმამრის სახლში წავედი. გავაღ კარები და ცარიელ სახლში ძაღლი შევიყვანე. ყველაფერი დავათვალიერებინე და ყველაფერი ავუხსენი. წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ძაღლი აღარ მიღრენდა და ყურადღებით მისმენდა. შემდეგ, სასაფლაოზე წავიყვანე და სიდედრის საფლავი ვაჩვენე. ამ დროს, სიდედრის ყოფილი მეზობელი მოვიდა, ერთმანეთი მოვიკითხეთ, საუბარი დავიწყეთ... და უეცრად, თითქოს ძაღლი ყველაფერს მიხვდა. ცხვირი ზემოთ აწია და ყმუილი დაიწყო. შემდეგ დაწვა საფლავის ქვის გვერდით და დიდი ხნის მანძილზე, ასე გაუნძრევლად იწვა. არ ავაყენე... როდესაც თვითონ ადგა, მაშინ წავედით მანქანისკენ. სახლში მიყვანილი ძაღლი, ჩემმა ოჯახის წევრებმა ვეღარ იცნეს. მე მათ ყველაფერი ვუამბე. დასრულებული არ მქონდა მოყოლა, რომ უფროსმა შვილმა ქურთუკს დაავლო ხელი და იმ გოგონას მისამართი მთხოვა, ცოტა ხნის წინ, ძაღლი რომ გაალამაზა.

- რისთვის გინდა - შევეკითხე.

- მე მას ცოლად მოვიყვან - იყო პასუხი.

- შეიშალე, შენ ის არც კი გინახავს, იქნებ შენი შესაფერისი არ არი? - ვუპასუხე მე.

- მამა, თუ მან ძაღლს გაუგო, ნუთუ ჩემს გაგებასაც ვერ შეძლებს? - მიპასუხა მან.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, სამი თვის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. უკვე სამი შვილიშვილი მყავს. ხოლო ძაღლი, მშვიდი, დამჯერი და წარმოუდგენლად ჭკვიანი, მათ ძიძობას უწევს. ახლა უკვე ისინი უწმინდავენ მას კბილებს საღამოობით.

გასაოცარი ისტორია


2
445
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
445
  
2015, 16 აგვისტო, 17:40
მადლობა ასეთი შეფასებისთვის
2015, 16 აგვისტო, 17:01
მაგარი ისტორიაა )))
0 1 2