x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138411
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
უდიდესი სიბრძნე (იგავი)
image


ერთხელ, ღამე, პროვინციაში, სადაც მონასტერი იყო, დიდი თოვლი მოვიდა. დილით მოსწავლეები, რომლებსაც წელამდე თოვლში მოუხდათ გავლა, მედიტაციის დარბაზში შეიკრიბნენ.

მასწავლებელმა შეკრიბა მოსწავლეები და იკითხა:

- აბა, რას იტყვით, რა უნდა გავაკეთოთ ამ სიტუაციაში?


პირველმა მოსწავლემ თქვა:

- უნდა ვილოცოთ, რომ თოვლმა დნობა დაიწყოს.

მეორემ კი თქვა:

- ყველა ჩვენ-ჩვენს კელიებში უნდა ვიყოთ, ხოლო თოვლი თავის გზაზე წავიდეს.

მესამემ თქვა:

- მისთვის, ვინც ჭეშმარიტება შეიცნო, სულ ერთი უნდა იყოს - არის თოვლი, თუ არ არის ის.

მაშინ მასწავლებელმა თქვა:

- ახლა კი მომისმინეთ, მე რას გეტყვით.

მოსწავლეები უდიდესი სიბრძნის მოსასმენად მოემზადნენ.

მასწავლებელმა მათ თვალი მოავლო და თქვა:

- აიღეთ ნიჩფები და წინ!

მორალი: ნურასოდეს დაივიწყებთ იმის შესახებ, რაც მართლა მუშაობს - ეს არის მოქმედება!


3
996
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
996
  
2015, 26 ივნისი, 19:33
მომეწონა
2015, 26 ივნისი, 19:05
მადლობა
2015, 26 ივნისი, 14:55
აუ, ძალიან კარგი იყო... გავაზიარე კიდეც.
0 1 3