x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138410
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
იგავი ჩინელ ბრძენზე
ბრძენი ჩინელი
ერთმა მოხუცმა და ბრძენმა ადამიანმა უთხრა მეგობარს:

- დაათვალიერე ეს ოთახი და შეეცადე დაიმახსოვრო ყავისფერი ფერის ნივთები.

ოთახში ბევრი ყავისფერი ნივთი იყო და მეგობარმა სწრაფად გაართვა თავი ამ დავალებას.

მაგრამ, ბრძენმა ჩინელმა მას შემდეგი სახის შეკითხვა დაუსვა:


- ახლა კი, თვალები დახუჭე და ჩამომითვალე ლურჯი ფერის ნივთები.

მეგობარი დაიბნა და აღშფოთდა:

- მე ლურჯი ფერის ნივთები არ შემიმჩნევია. მე შენი დავალებით, მხოლოდ ყავისფერ ნივთებს ვიმახსოვრებდი!

ამაზე კი ბრძენმა უპასუხა:

- გაახილე თვალები და ირგვლივ მიმოიხედე. ოთახში ძალიან ბევრი ლურჯი ფერის

ნივთია.

და ეს სრული სიმართლე იყო. ბრძენმა კი გააგრძელა:

- შენ თუ ეძებ ოთახში მხოლოდ ყავისფერ ნივთებს, ხოლო ცხოვრებაში მხოლოდ

ცუდს, შენ მხოლოდ მათ დაინახავ და შენს ცხოვრებაში მხოლოდ ისინი მიიღებენ

მონაწილეობას.

დაიმახსოვრე: თუ ცუდს ეძებ, აუცილებლად იპოვი მას და ვერასოდეს შეამჩნევ

კარგს...


1
796
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
796
  
2015, 22 ივნისი, 17:08
ყველამ უნდა წაიკითხოს ეს იგავი და პირველ რიგში კარგის დანახვა ისწავლონ, თორემ ცუდის შემჩნევა ყველასთვის იოლია
0 1 1