x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
ანჯელინა ჯოლი "ბრედთან" ქორწინების შემდგომ ცხოვრებასა და საქორწინო ფიცზე ალაპარაკდა
სანამ სტატიის მთავარ თემაზე გადავიდოდე, მინდა შეგახსენოთ, რომ ანჯელინა ჯოლი დაიბადა 1975 წლის 4 ივნისს ლოს-ანჯელესში და იგი მსახიობ ჯონ ვოიტისა და მარჩელინ ბერტრანდის ქალიშვილია. მის კარიერულ წინსვლას ხელს ყოველთვის უწყობდა მამა- ჯონ ვოიტი. ენჯის მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია და ოსკარი.

image

მიუხედავად იმისა, რომ ჯოლის დებიუტი მის ბავშვობაში შედგა მამამისთან ერთად 1982 წელს ფილმში „ველოდები წასვლას“, ჯოლის სამსახიობო კარიერა დაიწყო მოგვიანებით, დაბალბიუჯეტიანი ფილმით „კიბორგი 2“ (1993). მან პირველი მთავარი როლი განასახიერა ფილმში „ჰაკერები“ (1995), ასევე მან ითამაშა კრიტიკოსთა მიერ კარგად მიღებულ და აღიარებულ ბიოგრაფიულ ფილმებში: „ჯორჯ ვალასი“ (1997) და „ჯია“ (1998) და მიიღო ოსკარი, როგორც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელმა ქალმა, ფილმისათვის „გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს“ (1999). ჯოლიმ მიაღწია საქვეყნო აღიარებას ფილმით „ლარა კროფტი" და "სამარხების მძარცველი“ (2001), სადაც მან ვიდეო-თამაშის გმირი ლარა კროფტი განასახიერა. ამის შემდეგ ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მსახიობი ჰოლივუდში. მან თავისი ყველაზე დიდი კომერციული მოგება ნახა მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ჟანრის ფილმით „მისტერ და მისის სმიტი“ (2005).

imageimage

სწორედ "მისტერ და მისის სმიტები"-დან დაუხალოვდა იგი მსახიობ ბრედ პიტს, სადაც მთავარ როლს სწორედ მასთან ერთად თამაშობდა და ამბობენ, რომ მსახიობმა პირველი ცოლი- ჯენიფერ ენისტონი სწორედ რომ ჯოლის გამო მიატოვა. ცხადია მას მერე დღემდე წყვილი ერთად ცხოვრობს უკვე 10 წელია და მათ ჰყავთ 6 შვილი, აქედან 3 ნაშვილები- ეთიოპიელი ზაჰარა, ვიეტნამელი- პაქსი, სირიელი- მუსა და 3 საკუთარი შვილია- შაილო, ტყუპები- ნოქსი და ვივიენი.


imageimageimageimage


გასულ ზაფხულს მათი მოულოდნელი ქორწილის სურათებმა კი მთელი მედია საიტები მოიცვა. როგორც უკვე ვიცით, ცერემონია ძალიან მოკრძალებული იყო. მას ესწრებოდნენ ჯოლისა და პიტის ექვსი შვილი, ქმრის დები და ძმები და პატარძლის ძმა. როგორც იტყობინებიან ჯოლის მამა სტუმრების რიცხვში არ ერია. ცერემონიის მთავარი მონაწილენი ბავშვები იყვნენ. აღმოჩნდა, რომ ისინი არა მხოლოდ პატარძლის კაბის შექმნაში, არამედ საქორწინო რიტუალის ჩატარებაშიც მონაწილეობდნენ. როგორც ცხადია ჯოლის საქორწილო კაბა სწორედ, რომ მათი ნახატებით იყო მორთული, საქორწინო ფიციც მათ დაწერეს. „ეს უჩვეულო სიტუაცია იყო, თითქოს რვავე დავქორწინდით“- განაცხადა ანჯელინამ.


imageimageimageimageimageimage




ენჯი დედასთან- მარჩელინთან და მამასთან- ჯონთან ერთად.

imageimageimageimageimage



ანჯელინა ჯოლი ბრედთან ქორწინების შემდგომ ცხოვრებასა და საქორწინო ფიცზე СМИ-ს ჟურნალისტთან ალაპარაკდა. " მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ცხრაწლიანი ერთობლი ცხოვრება საერთო და აყვანილ შვილებთან სრული ჰარმონია და ბედნიერება იყო, ენით ვერ ავღწერ ქორწინების შემდგომ პერიოდს, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. ჩვენი საქორწილო ფიცი როგორც უკვე ვთქვით ადრინდელ ინტერვიუში, ბავშვებმა დაგვიწერეს, ისინი ყველაზე მეტად განიცდიან იმ პერიოდს, როდესაც მე და ბრედი ვკამათობთ, წყვილების კამათი კი მოგეხსენებათ ბუნებრივია, სწორედ ამიტომ ჩართეს საქორწინი ფიცში მათ შემდეგი, რომ კამათის შემდეგ აუცილებლად მოვუხდიდით ერთმანეთს ბოდიშს და დავივიწყებდით წყენას. ჩვენ დავდეთ ფიცი და ვასრულებთ. ტრადიციისამებრ კი თაფლობის თვეში არ გავმგზავრებულვართ, ჩვენ წავედით მალტაში, სადაც ჩემი მთავარი როლი უნდა შემესრულებინა უახლოეს ფილმში და ეს იქნებ ჩემი კინო-კარიერის ისტორიაში უკანასნკელი, დარჩენილ ცხოვრებას კი მხოლოდ ოჯახსა და შვილებს დავუთმობ"- ამბობს ჯოლი.

imageimageimage

3
223
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
223
  
2015, 11 მარტი, 17:35
მადლობა შორე :*
2015, 11 მარტი, 16:27
მიყვარს ეს ქალიიიი...სტატია გაზიარებულია ინტერმედიაზე
2015, 7 მარტი, 14:56
დედას გავს ჯოლი
0 1 3