სხვა მსოფლიო საოცრება- ხელოვნური საშვილოსნო შექმნეს. 2014, 16 თებერვალი, 22:15 როგორც მოგეხსენებათ მეცნიერება ადამიანის საქმიანობის სფეროა, რომლის მიზანია გარემომცველი სამყაროს შესახებ ობიექტური ცოდნის მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია. მეცნიერული ცოდნის დაგროვება ხდება ბუნების, საზოგადოების ან სხვა ობიექტის სამეცნიერო მეთოდის საშუალებით შესწავლის შედეგად. ამავე დროს მეცნიერება საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ–ერთ ფორმას წარმოადგენს. ისიც ცხადია, რომ მეცნიერები ღვთის არსებობას არ აღიარებენ, თუმცა მოვლენას, რომელსაც ჩანასახის ზრდა-განვითარება ჰქვია ქალის ორგანიზმში (ორსულობა), მათ ახსნა ვერ მოუძებნეს და მხოლოდ ამის საფუძველზე, მეცნიერების გარკვეულმა ნაწილმა აღიარა ღმერთი. ამხელა წინსართის შემდეგ კი მინდა გამცნოთ ერთი ფაქტის შესახებ, რომელიც უემოციოდ არ დაგტოვებთ.
რევოლუციური გარღვევა მოახდინა იაპონელმა პროფესორმა, ვინმე- "Yoshinori Kuwabara"-მ, რომელმაც ხელოვნური საშვილოსნო შექმნა ყველა ბუნებრივი კრიტერიუმის შესაბამისად და მასში გაანაყოფიერა თხა. 18-ე საუკუნის დასაწყისიდან ცდილობდნენ შეექმნათ ხელოვნური საშვილოსნო, თუმცა ამას ბოდვაში უთვლიდნენ, ეხლა კი ამ ფაქტმა ყველა აღაფრთოვანა. ამის იქით კი უკვე შესაძლებელი გახდება ადამიანის ხელოვნურად წარმოქმნაც, რაც ტექნოლოგია და ერთგვარი ბიზნესი გახდება ალბათ. გთავაზობთ Yoshinori Kuwabara-ს შრომით მიღწევებს, ანუ ხელოვნურ საშვილოსნოში განაყოფიერებულ თხის ფოტოებს: სამომავლოდ ეს კი ადამიანები მის მიერ გამოყვანილი: P.S. ეს ფაქტი ჩემთვის მიუღებელი და სრული აბსურდია. ღვთის წინააღმდეგ წასვლა სარგებელს არასოდეს მოუტანს მათ. 672 16-ს მოსწონს |
ეს ღვთის გმობაა,მის კანონზომიერებაში უაზრო ხელისფათური