x
მეტი
  • 28.01.2025
  • სტატია:139665
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512872
PSP 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვას უერთდება

სააფთიაქო ქსელი PSP განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ქსელის წარმომადგენლები ურთდებიან 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვას და ითხოვენ სამართლიანობას.


პსს-ს განცხადება




"ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას!
– ______________________
PSP ჯგუფი ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას, ორი მოთხოვნით: ჩატარდეს ახალი, გამჭვირვალე, უმაღლესი სტანდარტის საპარლამენტო არჩევნები და განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ერთი სიტყვით - ვითხოვთ სამართლიანობას!
რაკი PSP ჯგუფი წარმოადგენს სამედიცინო კომპანიას, ჩვენ არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ გვაქვს, რამდენიმე საათით სრულად შევაჩეროთ მუშაობა. ამიტომ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას 5 წუთით, თუმცა ეს პროტესტიც იქნება იმგვარი, რომ ამ 5 წუთის განმავლობაშიც ერთმა მორიგე ფარმაცევტმა უზრუნველყოს გადაუდებელი შემთხვევების მომსახურება.
ალბათ, ახსნას არავისთვის საჭიროებს, რომ გადაუდებელი ოპერაცია ვერ გადაიდება, რეანიმაცია მუშაობას ვერ შეაჩერებს, აფთიაქში მოსულ მაღალწნევიანს უკან ვერ გავაბრუნებთ, ცოტა ხანში მობრძანდიო. ამ ფონზე, ჩვენი პროტესტი წარიმართება ასე: აფთიაქში იქნება მორიგე, გადაუდებელი შემთხვევებისთვის, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები შეუერთდებიან პროტესტს 5 წუთის განმავლობაში" - წერია განცხადებაში.






შეგახსენებთ რომ 2025 წლის 15 იანვარს, 15:00 საათზე იგეგმება საყოველთაო გაფიცვა "იფიცება საქართველო".




ტვ პირველის ეთერში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ გაფიცვას უერთდება "საქართველოს ბანკიც". თუმცა ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.








0
28
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
28