პროფილაქტიკა გინესის რეკორდსმენი, საერთო ჯამში 1075 წლის ოჯახი მხოლოდ ერთი რამეს გაურბოდა მთელი ცხოვრება 2024, 22 ნოემბერი, 18:11 ![]() დონელის ოჯახმა ჩრდილოეთ ირლანდიიდან ისტორია დაწერა და გახდა ყველაზე დღეგრძელი ოჯახი მსოფლიოში. 2017 წელს გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა 13 და-ძმა, რომელთა საერთო ასაკი 1075 წელია.(საშუალო 82 წელი) მთავარი ფაქტორი, რომელიც აერთიანებს ამ დიდი ოჯახის წევრებს, არის ალკოჰოლისგან სრული თავშეკავება. ერთ-ერთი ძმის, ლეო დონელის თქმით, მათ ოჯახში არც ერთი მსმელი არ არის, რამაც, რა თქმა უნდა, დიდი როლი ითამაშა. ![]() დონელის დღეგრძელობა განპირობებულია არა მხოლოდ ალკოჰოლზე უარის თქმა, არამედ აქტიური ცხოვრების წესით. ბავშვობიდან ყველა საოჯახო მეურნეობით იყო დაკავებული, მოჰყავდათ ვაშლი და აქტიურად თამაშობდნენ გელურ ფეხბურთს. ![]() გამოცემა აღნიშნავს, რომ დონელები არა მხოლოდ დღეგრძელობის სიმბოლოდ იქცნენ, არამედ იმის მაგალითიც, თუ როგორ შეუძლია ჯანსაღი ცხოვრების წესს გავლენა იქონიოს ცხოვრების ხარისხზე. უფროსმა დამ მორინმა, რომელიც ინტერვიუს ჩაწერის დროს 93 წლის იყო, აღნიშნა: „ჩვენ ისევ ისეთივე ჯანმრთელები ვართ, როგორც 50 ან 60 წლის ასაკში ვიყავით. ჩვენ არ შევცვლილვართ, თითქოსდა ახალგაზრდობის ქვეყანაში ვცხოვრობთ“. ![]() 93 2-ს მოსწონს
|