x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ვარჯიში "ღიპის დასაგდებად", რომელიც შეგიძლიათ სკამზე ჯდომით შეასრულოთ
მათ ფონზე, ვინც ქარხნებსა და საამქროებში მუშაობენ, სადაც დღის გარკვეულ მანძილზე ფეხზე დგომა უწევთ და ამავდროულად, ფიზიკური შრომა, ფიქრობთ, რომ ოფისებში, მჯდომარე მდგომარეობაში მომუშავე პერსონალს უფრო გაუმართლა, თუმცა ასე არ არის. არსებობს გარკვეული ხარვეზები ოფისში, მჯდომარე პოზიციაში მუშაობის შემთხვევაში და ის ზიანს აყენებს თქვენს ჯანმრთელობას.



image


მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც უმეტესად მჯდომარე მდგომარეობაში იმყოფებიან, ემართებათ სიმსივნე, დიაბეტი, კარდიოვასკულარული დაავადებები და სიმსუქნე.


საბედნიეროდ, არსებობს მინი ვარჯიშები, რომლებიც არც სპორტულ დარბაზებში სიარულს და არც საჭირო აპარატურას მოითხოვს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ ისინი მჯდომარე მდგომარეობაში შეასრულოთ.





1 ვარჯიში - ორივე მუხლის აზიდვა.

image


მსგავსი ვარჯიში ერთდროულად ეხმარება მუცლის ყველა კუნთს მუშაობაში.


როგორ შევასრულოთ - ორივე ფეხი შეატყუპეთ და ხელები ჩასჭიდეთ სკამს (სავარძელს), არ მოიხაროთ წელში და მოხარეთ მუხლები მკერდამდე, თან დაჭიმეთ მუცლის კუნთები. შემდეგ კი ნელა დაუშვით ფეხები ძირს ისე, რომ იატაკს არ შეახოთ. (იგივე გაიმეორეთ 10-20-ჯერ)







2 ვარჯიში - თითების ფეხებზე შეხება.

image


მსგავსი ვარჯიში ეხმარება მუცლისა და ბარძაყების არეში ცხიმის დაწვას.


როგორ შევასრულოთ - დაჯექით და ორივე ფეხი სკამის ფეხების სიგანეზე დააწყვეთ, ხელები კი მხრების სიგანეზე გაშალეთ. შებრუნდით სხეულით მარჯვნივ და მარჯვენა ხელით შეეხეთ მარცხენა ფეხის თითს. შემდეგ შებრუნდით მარცხნივ და მარცხენა ხელით შეეხეთ მარჯვენა ფეხის თითს. (იგივე გაიმეორეთ 20-30-ჯერ)







3 ვარჯიში - სხეულის სრული აზიდვა.

image


მსგავსი ვარჯიში ცხიმის სწრაფად დაწვას ეხმარება, ასევე მხრები, მუცლის კუნთები და ზურგი სრულ ტონუსში მოჰყავს.


შენიშვნა: მანამ, სანამ ამ ვარჯიშს დაიწყებთ, სწორად შეარჩიეთ სკამი, ის უნდა იყოს მყარი და არ იყოს გორგოლაჭებზე.


როგორ შევასრულოთ - დაჯექით და მყარად ჩასჭიდეთ სკამს ხელები, შემდეგ კი აზიდეთ სხეული ისე, რომ ფეხები და საჯდომი ჰაერში გქონდეთ. დაჭიმეთ მუცლის კუნთები და მუხლები მიიტანეთ მკერდამდე. ეცადეთ, რომ ამ პოზიციაში გაჩერდეთ 15-20 წამი, შემდეგ კი ნელა დაეშვით. (იგივე გაიმეორეთ 4-ჯერ)





image




4
23740
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
23740
  
2018, 29 ნოემბერი, 0:37
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
2018, 28 ნოემბერი, 21:36
მაგ ფაქტმა მეც დამაეჭვა, პუფში რომ ჩავჯდები, იქიდან ძლივს ვდგები ხოლმე :))))
2018, 28 ნოემბერი, 10:49
მაკა სრული სხეულის აზიდვას მეხუმრები შენ :)
0 1 4