x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510071
რას ამბობდა ტოლსტოი ილია ჭავჭავაძის მეუღლეზე?
შეიძლება იყოს 1 person გამოსახულებაილია ჭავჭავაძე რომ მოკლეს, მასთან ერთად უმოწყალოდ სცემეს მისი მეუღლე- ოლღა გურამიშვილი, რომელიც სასიკვდილოდ განწირულ მეუღლეს გადაეფარა :
"-კაცს ნუ მომიკლავთ, მე მომკალით თქვე ურჯულოებო! -ის ქვეყანას სჭირდება!"
ოთხი თვის შემდეგ გამოვიდა საავადმყოფოდან ოლღა. მას არც გაუხედავს საგურამოსკენ და თბილისის ბინისკენ, ისე ჩააბარა "წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას", თვითონ კი მთაწმინდის უბანში "ილიასთან ახლოს" პატარა ბინაში შეიყუჟა...
...ოლღას ღირსებით აღფრთოვანებული ლ.ტოლსტოი წერდა: "მაშინ, როდესაც მთელს რუსეთში გამეფებულია ზნეობრივი სიბნელე, ყოველ ნაბიჯზე გაისმის მოჰკალ, ჩამოახრჩე და სასოწარკვეთილების მორევში ვიხრჩობით, საქართველოს საუკეთესო შვილის ქვრივი, რომელსაც უსაყვარლესი მეუღლე ბარბაროსულად მოუკლეს, მთავრობას თხოვს, სიკვდილით ნუ დასჯით მკვლელებსო... აქამდე ვიცოდი, მზე აღმოსავლეთიდან რომ ამოდის, ახლა უნდა ვთქვათ, რომ ზნეობრივმა მზემ საქართველოდან ამოაშუქა..."
... ოლღა ყოველდღე დადიოდა ილიას საფლავზე... მთაწმინდაზე ბინა იქირავა და იქ დასახლდა, ქმართან ახლოს რომ ყოფილიყო. საფლავზე ხშირად ხედავდნენ შავით მოსილ მოხუც ქალს, რომელიც ხალხს ევედრებოდა:
''სანთელი დაუნთეთ ილიას, ვითომც ტაძარი აგიგიათო." არავინ იცოდა, რომ ეს ოლღა იყო. მას მაშინაც ვერ ცნობდნენ, ლუკმა-პურისთვის ბაზრობაზე დიდი მწერლის წიგნებს რომ ყიდდა. როცა საფლავზე სიარული აღარ შეეძლო, აივნის მოაჯირთან სანთლით ხელში დგებოდა, მთაწმინდას გაჰყურებდა და ჩურჩულებდა: "მოვდივარ, ილია, მოვდივარ..."
0
17
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0