x
მეტი
  • 16.10.2024
  • სტატია:137640
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511516
ჩვენს გალაქტიკაში რამდენიმე უცხოპლანეტური ცივილიზაციის შესაძლო კვალს მიაგნეს
ჩვენს გალაქტიკაში რამდენიმე უცხოპლანეტური ცივილიზაციის შესაძლო კვალს მიაგნეს


2024 წელს აღმოაჩინეს 7 პოტენციური ვარსკვლავი, რომლის გარშემოც დიდია ალბათობა რომ იყოს ე.წ. "დაისონის სფეროები". კვლევა ჩატარდა შვედეთის უფსალას უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის დოქტორანტის, მატიას სუაზოს ხელმძღვანელობით. მკვლევართა ჯგუფმა გააანალიზა 5 მილიონი ვარსკვლავის მონაცემები, რომლებიც ჩვენი მზის სისტემის გარშემო მდებარეობს 1000 სინათლის წლის რადიუსში და გამოავლინა 7 მათგანი, რომლის გარშემოც, შესაძლოა იყოს აშენებული დაისონის სფეროები, რისი აშენებაც მხოლოდ კარდაშევის სკალის მე-2 ტიპის ცივილიზაციას შეუძლია. მათ გამოავლინეს 7 წყარო, რომელიც ასხივებს მხოლოდ ინფრწითელ გამოსხივებას, რაც შესაძლოა არის ვარსკვლავები, რომელთა გარშემოც განლაგებულია ხელოვნური სტრუქტურები, რომლებიც აგროვებს მთელი ვარსკვლავის ენერგიას თავიანთი ცივილიზაციისთვის გამოსაყენებლად და ამასობაში გარე დამკვირვებლისთვის ასეთი ვარსკვლავები ხდება უჩინარი და მხოლოდ ჩანს ისეთ დროს, როდესაც კოსმოსს ვაანალიზებთ ინფრაწითელ გამოსხივებაში, ვინაიდან ასეთი ვარსკვლავებიდან სინათლე აღარ აღწევს გარშემო და მხოლოდ აღწევს სითბო, რომელსაც ის მუდმივად გამოყოფს. არსებობს თუ არა სხვა ახსნა ამ მოვლენის? 2024 წლის 23 მაისს გამოქვეყნდა ნაშრომი სუაზოსა და მისი კოლეგების დასკვნის გასაკრიტიკებლად, სადაც აღნიშნული იყო, რომ სავარაუდოდ, აღმოჩენილი 7 ვარსკვლავიდან 3 იყო არასწორად იდენტიფიცირებული, როგორც დაისონის სფეროს კანდიდატები და ისინი შეიძლება იყოს არა დაისონის სფეროები, არამედ ე.წ. "ჰოთ დოგები ("Hot DOGs" - hot dust-obscured galaxies) ანუ ცხელი მტვრით დაფარული გალაქტიკები.


ჩვენს გალაქტიკაში რამდენიმე უცხოპლანეტური ცივილიზაციის შესაძლო კვალს მიაგნეს


ნილ დეგრას ტაისონმა აღნიშნული კვლევის შესახებ შემდეგი რამ განაცხადა:


"საბჭოთა ასტროფიზიკოსის, ნიკოლაი კარდაშევის მიერ შემოთავაზებულ სკალაზე არის 3 ტიპის ცივილიზაცია, რომელიც ერთმანეთისგან ენერგიის რაოდენობის მოხმარებით განსხვავდება. თუ გადავხედავთ ცივილიზაციათა ისტორიას, ვნახავთ, რომ რაც უფრო განვითარებულია ცივილიზაცია, მით უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს. სწორედ ამ ლოგიკაზეა დაფუძნებული კარდაშევის სკალაც. პირველი ტიპის ცივილიზაცია ენერგიას მიიღებს ყველა იმ კატასტროფული მოვლენიდან, რაც პლანეტაზე ხდება და სხვა შემთხვევაში პირიქით, აზარალებს ცივილიზაციას. ასეთი მოვლენებია ვულკანები, ტორნადოები, ქარიშხლები და რა თქმა უნდა მიწისძვრები. წარმოიდგინეთ, რომ ამის კონტროლი შეგვეძლოს. ეს იქნებოდა ჩვენი ცივილიზაციის არაჩვეულებრივი მდგომარეობა თუ შეგვეძლებოდა ქალაქების მოსამარაგებლად გამოგვეყენებინა ვულკანის ენერგია. რაც შეეხება მეორე ტიპის ცივილიზაციას, აქ უნდა დავსვათ კითხვა - კიდევ რა არის ჩვენ გარშემო, ჩვენთან ყველაზე ახლოს, რაც გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით ენერგიას? მზე, ჩვენი ვარსკვლავი. წარმოიდგინეთ რა შეგვეძლებოდა რომ მის ენერგიაზე სრული კონტროლი გვქონდეს. ეს გაცილებით დიდი ენერგიაა, ვიდრე რომელიმე პლანეტას შეუძლია ოდესმე მოგვცეს. ასეთ ცივილიზაციას ექნებოდა დრო-სივრცის გამრუდებით უშორეს მანძილებზე მოგზაურობის (Warp drives) შესაძლებლობა, ე.წ. "ჭიის ხვრელების" (Wormholes) წარმოქმნის ტექნოლოგია და ენერგია და ვინ იცის კიდევ რა... ასეთ ცივილიზაციას ექნებოდა შესაძლებლობა ემოგზაურა არა მხოლოდ გალაქტიკის მასშტაბით, არამედ გალაკტიკათშორისაც. მესამე ტიპის ცივილიზაცია კარდაშევის სკალაზე, გააკონტროლებდა მთელი თავის გალაქტიკის ყველა ვარსკვლავს. ჩვენს გალაქტიკას, ირმის ნახტომს მაგალითად, აქვს რამდენიმე ასეული მილიარდი ვარსკვლავი. ასე რომ, თუ ჩვენ ოდესმე ამ დონემდე ავალთ, ღმერთო ჩემო, ვის შეუძლია წარმოიდგინოს რას შევძლებთ მერე, შეგვეძლება შევქმნათ სამყაროები? ჩემი გონება ვერ მიდის ამდენად შორს.


ჩვენს გალაქტიკაში რამდენიმე უცხოპლანეტური ცივილიზაციის შესაძლო კვალს მიაგნეს


აქ ჩნდება კითხვა? თუ არსებობს მეორე ტიპის ცივილიზაცია, რომელიც აკონტროლებს თავისი ვარსკვლავის ენერგიას, შევძლებთ ჩვენი მოწყობილობებით და ტექნოლოგიით ამის დაფიქსირებას? შევძლებთ მათ დანახვას? ჩვენს მონაცემებში დღეს მილიარდობით ვარსკვლავზე დაკვირვების შედეგად მიღებული სპექტროსკოპული მონაცემებია დაგროვებული. არა მხოლოდ ჩვენი გალაქტიკის, არამედ სხვებისაც. ამგვარად, რის დანახვას უნდა ველოდოთ, თუ მეორე ტიპის ცივილიზაცია არსებობს? ჩვენ დავინახავდით, რომ ჩვეულებრივი ვარსკვლავი დაიწყებდა უბრალოდ გაქრობას ჩვენი თვალთახედვის (ტელესკოპების ხედვის) არედან, ვინაიდან თუ ისინი ააშენებდნენ დაისონის სფეროს და მსგავს სტრუქტურებს ვარსკვლავის გარშემო, შესაბამისად დაბლოკავდნენ ხილულ სინათლეს, რომელიც ვარსკვლავისგან გამოდის. ანუ ჩვენ შევამჩნევდით, რომ ადრე იყო რომელიმე ვარსკვლავი და ახლა აღარ ჩანს. აქ არის საინტერესო ფაქტი: სამყაროში არ არსებობს უფასო სადილი. არ შეგიძლიათ უბრალოდ აიღოთ მზის ენერგია და შემდეგ ეს ენერგია უბრალოდ გაქრეს. ეს ენერგია გადაიქცევა სითბოდ. თუ არსებობს ისეთი ცივილიზაცია, რომელმაც მოახერხა თავისი ვარსკვლავის მთლიანად ჩაკეტვა, ის დაფარავდა ვარსკვლავის მთლიან ხილულ შუქს, ვინადან ესაა მაღალი ხარისხის ენერგია, რომელსაც ის გამოიყენებდა, მაგრამ ამ ვარსკვლავის ნათება გამოჩნდებოდა სხვაგვარად (ოღონდ მხოლოდ შეიარაღებული თვალით) - დაფიქსირდებოდა წითელი ნათება ინფრაწითელი ტელესკოპებით დაკვირვებისას. სწორედ ასეთი შვიდი ობიექტი აღმოაჩინეს და ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა სამეფო ასტრონომიულ ჟურნალში (Royal Astronomical Society), რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო, რეცენზიული გამოცემაა. დიახ, ეს შეიძლება მართლაც იყოს დაისონის სფეროები, მაგრამ არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ეს აირის ცხელი ღრუბელია, რომელიც წარმოქმნის ამ ინფრაწითელ გამოსხივებას. სანამ დავასკვნით რომ რაიმე, რაც საეჭვოდ ჩანს და ვერ ვხსნით ეს უცხოპლანეტელების გაკეთებულიაო, სჯობს ჯერ სხვა ყველა შესაძლო ვარიანტი გამოვრიცხოთ და ვიყოთ სკეპტიკურები. საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ მეორე ტიპის ცივილიზაცია მართლაც არსებობს, წარმოუდგენელია იმდენად საოცარი გამოგონებები და აღმოჩენები ექნებათ, წარმოუდგენელია სამყაროს რა ახალი გაგება შეიძლება ჰქონდეთ მათ, ჩვენგან განსხვავებით, რომლებიც ნულოვანი ტიპის ცივილიზაცია ვართ." (Neil deGrasse Tyson, "Did scientists discover alien megastructure?"; StarTalk, 2024 წ.).


წყარო: NBC news; CNN; Live Science;


კრებულები

1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. მეცნიერება - ნაწილი V

6. სხვადასხვა - ნაწილი I

7. სხვადასხვა - ნაწილი II

8. ქართული მითოლოგია

9. რელიგია

10. საქართველო - ნაწილი I

11. საქართველო - ნაწილი II

12. ქართული სახელმწიფოები

13. პროტოქართველები

14. კავკასიური კულტურები

15. პარანორმალი

16. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

17. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
226
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0