x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510071
ჯონ სტეინბეკი: ქართველი ხალხის თვითმყოფადობას ვერაფერი გაანადგურებს!

შეიძლება იყოს 5 people გამოსახულება ნობელის პრემიის ლაურეატმა, ლეგენდარულმა ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტეინბეკმა 1947 წელს საბჭოთა კავშირში იმოგზაურა და, თავის მოგონებებში, საქართველო ასე აღწერა :


“ყველგან, სადაც კი მოვხვდებოდით: რუსეთში, მოსკოვში­, უკრაინაში, სტალინგრადში, გამუდმებით გვესმოდა მაგიური სიტყვა " საქართველო "...
­ კავკასიის ამ ქვეყანას, რომელიც შავი ზღვის პირას მდებარეობს, ისინი ისე მოიხსენიებდნენ, როგორც მეორე სამოთხეს. უკვე ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, რომ რუსების უმრავლესობა­ იმედოვნებს, თუკი პატი­ოსნად და ზნეობრივად იცხოვრებს, სიკვდილის შემდეგ სამოთხეში კი არ ამოყოფს­ თავს, არამედ საქართველ­ოში".­..
საქართველოს საკუთარი თვალით ხილვის შემდეგ კი, სტეინბეკმა ასეთი აღტაცებით დაწერა:
“საკვირველი ხალხია ეს ქართველები. საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ მათ წახდენას, ყველას მათი გატეხა სურდა, მაგრამ მათ ძლიერ სულისკვეთებას კვალიც ვერ დააჩნიეს.
საქართველოში ყოფნისას ვნახეთ, რომ ეს საოცარი ქართველები ყველაფრით გვჯობდნენ: ჭამაც ჩვენზე მეტი შეეძლოთ, სმაც, ცეკვაც, სიმღერაც...
ისინი იტალიელებივით მხიარულები და ბურგუნდიელებივით ძლიერები იყვნენ. ყველაფერი გამოსდიოდათ, რასაც ხელს მოჰკიდებდნენ...
მათ სულს ვერაფერი დასცემს, ამ ხალხის თვითმყოფადობას ვერაფერი გაანადგურებს!"
0
10
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0