x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
იდუმალი სიურპრიზები, რომლის ნახვა არქიტექტურის ძველ ძეგლებზე შეიძლება
image


ზოგჯერ, ძველი ეკლესიის და ტაძრის დათვალიერებისას, მის ფასადზე უცნაური ფიგურების, ან ქანდაკების ნახვა შეიძლება, რომელიც საერთოდ არ ჯდება, მოცემული შენობების არქიტექტურულ სტილში. მაგ., შიშველი მასხარა, თუ ხარის თავი, გოტიკურ ტაძარზე, დაბნეულობას იწვევს გამვლელებს შორის.

ქვემოთ, რამდენიმე მსგავს ფაქტს წარმოგიდგენთ:


image

სანტა-მარია-დელ-ფიორეს საკათედრო ტაძარი (ფლორენცია, იტალია)


ამ დიდებულ ფლორენციულ ტაძარს უამრავი დეტალი აქვს, რომელიც ერთი შეხედვით, არც კი ჩანს. ასე, მაგალითად, შენობის მარცხენა მხარეს, კედელს ქვის ხარის თავი ამშვენებს. ზუსტად არავინ იცის, როგორ აღმოჩნდა ის ამ ადგილას. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, ერთი საინტერესო ლეგენდა არსებობს. გადმოცემით, XV ს–ში, ტაძრის მშენებლობის დროს, ერთ–ერთ ქვის მთლელს მდიდარი ვაჭრის მეუღლე შეუყვარდა. როდესაც ქმარმა ღალატის შესახებ შეიტყო, საეკლესიო სასამართლოში იჩივლა და ეკლესიამ შეყვარებულებს ურთიერთობა აუკრძალა. საპასუხოდ, ხელოსანმა სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტა. მან ქვიდან ხარის თავი გამოკვეთა და ეს აგრესიული სიმბოლო ტაძრის კედელზე ისე დაამონტაჟა, რომ მისი რქები, პირდაპირ იმ ვაჭრის მაღაზიისკენ იყო მიმართული, იმის გასახსენებლად, თუ ვის უყვარდა მისი ცოლი ნამდვილად.


image



წმინდა იაკობის ეკლესია (ბრნო, ჩეხეთი)


image


წმინდა იაკობის ეკლესია, ერთი და იგივე ადგილზე, რამდენჯერმე ააშენეს. პირველი იყო რომაული ეკლესია. მისი დანგრევის შემდეგ, XIII საუკუნეში გოტიკური ეკლესია ააშენეს, რომელიც დროთა განმავლობაში, ბაროკოს სტილში გადააკეთეს. ტაძრის გარდაქმნის პროცესში, მისი ფასადი არაერთხელ შეიცვალა. მას რაღაც აკლდებოდა, რაღაც ემატებოდა...

მაგრამ, ყველაზე მეტად, დღეს ყურადღებას, სამხრეთის მხრიდან ერთი სკულპტურული ელემენტი იწვევს, რომელიც აქ აბსოლუტურად უადგილო ჩანს. ეს ორთავიანი მამაკაცია, რომელიც შიშველ სხეულს ყველას თამამად უჩვენებს.


image


ლეგენდის თანახმად, ამ ეკლესიის გვერდით, სხვა ტაძარი იყო და მათ შორის, მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობდა შპილის სიმაღლესთან დაკავშირებით. ამ დაპირისპირებაში, წმინდა იაკობის ეკლესიამ გაიმარჯვა და «კონკურენტი» რომ დაეცინათ, ტაძარს გარედან, ზუსტად იმ მახრეს, რომელიც მეორე ეკლესიას უყურებდა, ასეთი ქანდაკება მიაკრეს.

მაგრამ ეს, ამ ადგილის ყველაზე დიდი საიდუმლო არ არის. 2001 წ. ეკლესიის მიწისქვეშეთში მუშაობის დროს, საშინელი საძვალე აღმოაჩინეს, რომელშიც 200 წელზე მეტი ხნის მანძილზე, ადამიანს ფეხი არ დაუდგამს. როგორც აღმოჩნდა, ეს ძვლების საცავი იყო, რომელშიც 50 000–მდე ადამიანის ნეშტი ინახებოდა. საქმე იმაში იყო, რომ ომებში და ეპიდემიების დროს, იმდენი ადამიანი იღუპებოდა, რომ მათი დასამარხი ადგილი აღარ იყო. ამიტომ, ძველი საფლავებიდან ძვლებს იღებდნენ და მასში ახალ მიცვალებულებს ასვენებდნენ. ხოლო, ჩონჩხი ეკლესიის სარდაფში მიჰქონდათ და შეძლებისდაგვარად, ლამაზად აწყობდნენ...


image


ახალი საკათედრო ტაძარი (სალამანკა, ესპანეთი)


image


გვიან გოტიკურ და ბაროკოს სტილში, სალამანკაში ახალი საკათედრო ტაძარი, XVI–XVIII სს–ში ძველი ეკლესიის ადგილზე ააშენეს. ამ ტაძრის დათვალიერებისას, დაკვირვებულ თვალს, კედლის სკულპტურებს შორის, შეუძლია მეტად უჩვეულო ფიგურა აღმოაჩინოს, რომელიც იმ პერიოდისთვის, როდესაც ტაძარი შენდებოდა, ნამდვილად რომ უცხო უნდა ყოფილიყო... – ეს ასტრონავტის ფიგურაა, თანამედროვე და სრული ეკიპირებით.


image


image

არხის სხვა სიახლეები:


* გაითვალისწინეთ ეს რჩევები და თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება

* ცინიკური გარიგება "ეშმაკთან" – რატომ დახუჭა თვალი სტალინმა თვალი ევროპაში დაწყებულ ომზე

* უფრო მეტი, ვიდრე კომპანია – სასარგებლო რჩევა Toyota–ს დამაარსებლისგან

* 12 ფაქტი, რომელიც ყველას გვაერთიანებს, სქესის და ეროვნების მიუხედავად

* ადამიანები, მოვლენები, ფაქტები – ისტორიული ფოტოები, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ

* ჰიტლერის არაკომპეტენტურობა, თუ ტალახი და ყინვა? – რატომ დამარცხდა გერმანია?

* ენჯი ბრაუნის "ცისფერი თვალები"



0
1501
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1501
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0