სხვა "უცხოპლანეტელებმა დედამიწის კოლონიზაცია არაერთგზის მოახდინეს" ... 2022, 13 დეკემბერი, 12:36 კანადის საიდუმლო პროექტის UFO Magnet–ის ხელმძღვანელი უილბერტ სმიტი, გასული საუკუნის 40–იანი წლების ბოლოს და 50–იან წლებში, კანადის ტრანსპორტის სამინისტროში, უფროს რადიოინჟინრად მუშაობდა. სწორედ მისი წყალობით მოხდა, იმ პერიოდში, რადიოკავშირის დამყარება კანადას და აშშ–ს შორის. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ კანადის ხელისუფლებამ, ამო–ზე დაკვირვების პროგრამის განხორციელება, სწორედ მისი ძალისხმევით დაიწყო. სმიტს ეს საკითხი ყოველთვის აინტერესებდა და ამიტომ, როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, ამერიკელ კოლეგებს, ამო–ს არსებობასთან დაკავშირებით, კითხვები დაუსვა. ამერიკელებმა კი უპასუხეს, რომ მათმა ხელისუფლებამ, ამ საკითხს გრიფი "საიდუმლო" დაადო და ის უფრო მეტად დაცული იყო, ვიდრე ინფორმაცია ატომური ბომბის შესახებ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ამერიკელებთან თანამშრომლობა გამორიცხული იყო და მას მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი უნდა ჰქონოდა. 1950 წელს კანადის ხელისუფლებამ ამო–ს შესწავლის პროგრამა — Project Magnet (პროექტი «მაგნიტი») აამოქმედა, რომლის ხელმძღვანელო ბატონი სმიტი იყო. პროგრამას 4 წელი ხელისუფლება აფინანსებდა, ხოლო შემდეგ, არაოფიციალური დაფინანსება მიიღო. მან შირლის ყურეში ობსერვატორია დააარსა, უცხოპლანეტელებზე დაკვირვების შედეგების შესასწავლად. ის პირადად იყო დაინტერესებული გეომაგნეტიზმით, რამაც მას იმ დასკვნის გაკეთების საშუალება მისცა, რომ მფრინავი თეფშები პარალელური სამყაროებიდან მოფრინავდნენ და მაგნიტური ძალებით მოძრაობდნენ. «ვთვლი, რომ ადამიანები სხვა ადგილებიდან, ჩვენთან კავშირის დასამყარებლად, სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ. ხოლო, მათი ტექნოლოგიები ბევრად უფრო კარგია, ვიდრე ჩვენი და ამიტომ, მათ გადაადგილებისთვის და ჩვენთან კავშირისთვის, შეიძლება გამოიყენონ მეთოდები, რომლებიც ჩვენთვის სრულიად გაუგებარია» — ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა სმიტმა და იქვე დასძინა: «ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც გავაცნობიერე, ის არის, რომ ჩვენ, ამ უზარმაზარ სამყაროში, მარტონი არა ვართ და რომ ადამიანთა რასა წარმოუდგენლად ძველია. უფრო მეტიც, მისი გამოჩენა ფიზიკურ ფორმაში — მისი მრავალი გამოვლინებიდან, მხოლოდ ერთ–ერთია, პროგრესის გზაზე. ეს პლანეტა ბევრჯერ იქნა კოლონიზებული სხვადასხვა პლანეტიდან მოსული ცივილიზაციების მიერ და ჩვენი იმ ადამიანების "ძმები" და "დები" ვართ, რომლებიც ადრე იყვნენ. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ისინი ჩვენით ინტერესდებიან». 1961 წელს უილბერტ სმიტი სიტყვით გამოვიდა ამო–ს ვანკუვერის კლუბში, სადაც ამტკიცებდა, რომ ის უცხოპლანეტელებს ეკონტაქტებოდა და მათ «ზეციურ ბეჭებს» ეძახდა. გარდა ამისა, მან თქვა, რაც მას უცხოპლანეტელებმა აუხსნეს, რომ სინათლის სიჩქარე მუდმივი არ არის და რომ დრო სამყაროში, სხვაგვარად მუშაობს. იქ არ არსებობს ისეთი ქრონოლოგიური ვადები, როგორიც დედამიწაზე ადამიანებს შეუძლიათ წარმოიდგინოს. 1950 წლის 21 ნოემბერს ბატონმა სმითმა წერილი დაწერა, რომელიც გასაიდუმლოებული იყო, გრიფით — «Ზე საიდუმლო», მაგრამ მოგვიანებით, ოტავას უნივერსიტეტის არქივში იპოვეს. მემორანდუმის თანახმად, კანადის იმ დროინდელ ხელისუფლებას, მეტად სერიოზული დამოკიდებულება ჰქონდა ამო–ს თემისადმი და ის საიდუმლო ტექნოლოგიაზე მუშაობდა, რაშიც ოკეანის გამოსხივებას, ატმოსფერულ რადიოაქტივობას და გეომაგნეტიზმს იყენებდნენ. გარდა ამისა, მეცნიერი წერდა, რომ მისი კვლევები გეომაგნეტიზმს და ენერგიას უკავშირდებოდა, რომლებსაც მფრინავი თეფშები იყენებენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კაცობრიობის წარმოშობის საკითხი, პლანეტა დედამიწაზე, დღემდე ღიად რჩება და შესაბამისად, არაერთი თეორია არსებობს: მაგ., ამერიკელი ეკოლოგი ელის სილვერი თავის წიგნში – «ადამიანები დედამიწიდან არ არიან: მტკიცებულებების მეცნიერული შეფასება», ამტკიცებს, რომ ყველა ფაქტის მიხედვით, ადამიანი მიწიერი ევოლუციის პროდუქტი არ არის და რომ, კაცობრიობის წარმოშობა, სამყაროს სხვა კუთხეში მოხდა. ხოლო, მოგვიანებით, სიცოცხლის ეს ფორმა დედამიწაზე გადმოვიდა. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* ევროპის ქვეყნები სასაცილო ნახატებში: რუსეთი – ღორის უკანალი, უკრაინა – სახედარი...* უტყუარი მტკიცებულება, რომ ძველ ეგვიპტელებს და ინდიელებს შორის მჭიდრო ურთიერთობები არსებობდა* ფოტოობიექტივშია მსოფლიო – კვირის ამბები* ობიექტი 16 – უცხოპლანეტელების ბაზაზ ოკეანის ფსკერზე* ისტორიის კიდევ ერთი საიდუმლო გაიხსნა – ნაპოვნია ჩინგიზ-ყაენის საფლავი* ყველაზე უჩვეულო და შემზარავი ისტორიული მოვლენები წარსულიდან – ამას სახელმძღვანელოებში ვერ წაიკითხავთ* "გზავნილი მარსიდან" – უცნაური იეროგლიფებით ამოტვიფრული კოსმოსური ქვა* კოლუმბის საიდუმლო636 1-ს მოსწონს
|