15 საინტერესო ფაქტი ესპანეთში ცხოვრების შესახებ, რომლებიც დაგიმტკიცებთ, რომ ეს ქვეყანა მართლაც უნიკალურია

ესპანეთს, ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანას, აქვს თავისი კულტურული მახასიათებლები, ტრადიციები და წესები, რომლებიც ადგილობრივებისთვის ცნობილია. პაელას, კორიდების, კასტანეტებისა და ფლამენკოს სამშობლოში ჩვეულებრივია ლანჩის დროს დასვენება და მაღაზიების დახურვა, ხმამაღლა და ემოციურად ლაპარაკი, ასევე ახალი წლის ღამეს ყურძნის გადაყლაპვა. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ამ ქვეყანაში ცხოვრების შესახებ, რომლებიც მას უნიკალურს ხდის:
1. სიცხესთან ბრძოლა: ესპანელი მხატვრები მალაგას სავაჭრო უბანს ამშვენებენ ფერადი ნაქსოვი ტილოებით
2. Sagrada Familia არის ეკლესია ბარსელონაში, ეშამპლეს რაიონში, ის მშენებარეა 1882 წლიდან. მისი მშენებლობა 138 წელია მიმდინარეობს და 2026 წელს უნდა დასრულდეს.
3. ესპანეთში არის ღვინის ქარხანა შადრევნით, საიდანაც უფასო ღვინო მოედინება
4. ბარსელონაში შოკოლადის მუზეუმის ბილეთი არის შოკოლადის ფილა
5. ვერტიკალური ბაღი მადრიდში, ესპანეთი
6. ესპანეთში, მურსიაში, ტაძრის მახლობლად, არის 3D მოდელი, რათა უსინათლოები შეეხონ და გაიგონ, თუ როგორ გამოიყურება ტაძარი.

7. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ესპანეთში, კარტახენაში ააშენა სახლი კატებისთვის
8. ესპანეთში 100 წლიანი ეკლესია სკეიტპარკად გადაიქცა
9. წყალქვეშა ატლანტიკური მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ესპანეთში, ლანზაროტეში, ბიოსფერული ნაკრძალის ტერიტორიაზე.
10. "ეს არის ჩემი სტომატოლოგის კაბინეტი თაგვისთვის განკუთვნილი კარით"- ესპანურენოვან ქვეყნებში კბილის ფერია თაგვია.
11. ესპანეთის ქალაქი კორდობაში ტარდება ეზოს, აივნების და ტერასების ყოველწლიური ფესტივალი. ყოველწლიურად, მაისში, მაცხოვრებლები ხსნიან თავიანთ ეზოებს საზოგადოებისთვის, რათა აჩვენონ მათ სადღესასწაულოდ მორთული ეზო.
12. ესპანეთში, პულპიში აღმოჩენილი ბროლის გამოქვაბული
13. ესპანეთში არის რესტორანი, სახელად El Diablo, სადაც მზარეულები ამზადებენ საჭმელს მოქმედ ვულკანზე.
14. “წიგნების გასაყიდი ავტომატი მადრიდში ვნახე, მსგავსი აქამდე არაფერი მინახავს"
15. ფუტკრის მუზეუმი პოიალეს დელ ჰოიოში, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს უყურონ ფუტკრების მუშაობას უსაფრთხოდ.