რჩევები სუსტი, საშუალო და ძლიერი – როგორ ავარჩიოთ სუნამო? 2022, 8 სექტემბერი, 14:18 სუნამოს პირველი მფლობელები (იგულისხმება სპეციალურად სუნამოსთვის შექმნილ, ეთერზეთებზე დამზადებული სუნამო) ნაპოლეონი და მეფე ჯორჯ II იყვნენ. ხოლო, პირველი სუნამოების კომპოზიცია 7 კომპონენტს შეიცავდა და მისი რეცეპტი გასაიდუმლოებული იყო. საიდუმლოს გაცემა კი – სიკვდილით ისჯებოდა. ასევე, ცნობილია, რომ როდესაც საფრანგეთის საიმპერატორო კარის პარფიუმერმა ედმონდ დიუბელმა თავის ახალგაზრდა მეუღლეს იმპერატორისთვის განკუთვნილი სუნამოთი სარგებლობის უფლება მისცა, მას თავი მოჰკვეთეს. დღეს, რა თქმა უნდა ასეთი რაღაცეები არ ხდება და სუნამო ყველასთვის ხელმისაწვდომია. თუმცა, მის არჩევასაც ცოდნა უნდა: სუნამო, ტუალეტის წყალი, პარფიუმი… განსხვავება ამ სურნელოვან პარფიუმერიის ნაწარმებს შორის, მათ შემადგენლობაში არსებული ძირითადი კომპონენტის – ზეთის კონცენტრაციით განისაზღვრება. სუნამოს, ტუალეტის წყლის და პარფიუმის შექმნის დროს, სურნელოვანი ნივთიერების (ზეთი) განზავება სპირტში და წყალში ხდება. რაც უფრო დიდია ზეთის კონცენტრაცია, მით უფრო ხანგრძლივია და გამყოლია მისი სურნელი: ოდეკოლონი — ეს, ძირითადად, მამაკაცებისთვის განკუთვნილი არომატია, რომელშიც ზეთის შემცველობა 3— 7 % არის. არომატის ხანგრძლივობა – 2 საათი. ტუალეტის წყალი — ჩვეულებრივი სპირტი, ზეთის 5 — 15% კონცენტრაციით. არომატის ხანგრძლივობა – 3 საათი. სუნამო — ზეთების შემცველობა 15 — 20%. არომატის ხანგრძლივობა – 8 საათი. პარფიუმი (ლათ. per fumum – «კვამლის მიღმა») — ყველაზე ძვირადღირებულია, ზემოთ ჩამოთვლილ სურნელოვან ნაწარმებს შორის. ძირითადად, სუნამოს ჰგავს, მაგრამ სურნელოვანი ნივთიერების კონცენტრაცია მასში 20 — 30%–ია. არომატის ხანგრძლივობა – 24 საათი. გარდა ამისა, სუნამოს არჩევის დროს, არანაკლებ მნიშვნელოვანია ნამდვილი და ყალბი სუნამოს ერთმანეთისგან გარჩევა. დაფიქრდით, რამდენად ხშირად აწყდებით ისეთ სუნამოებს, რომელიც ვიზუალურად ერთი ერთში ჰგავს ორიგინალს?.. ამასთან ორჯერ ან სამჯერ უფრო იაფი ღირს, ვიდრე ის რომელიც საფირმო მაღაზიაში ნახეთ. ფიქრობთ თუ რატომ უნდა გადაიხადოთ ზედმეტი, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ეჭვები გაქვთ მის ხარისხთან დაკავშირებით. მწარმოებელი ქვეყანა მითითებულია, made in France, სურნელიც საკმაოდ კარგი აქვს... მაშინ როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ სიტუაციაში? გაგრძელება >>> * ვინ იწინასწარმეტყველა II მსოფლიო ომი დაწყება, მის დაწყებამდე 10 წლით ადრე და ვისთვის იყო ეს ომი «დალოცვილი»* 10 საინტერესო ფაქტი ციხეების შესახებ* ბოლო ათასწლეულის 10 უდიდესი ცვლილება* 12 მოკლე ფაქტი ფრანგული კომედიების შესახებ* 2 სასიყვარულო ისტორია, რომელმაც მსოფლიოს ისტორიის მსვლელობა შეცვალა* ვიკინგების 5 გამოგონება, რომელსაც დღესაც ვიყენებთ* რატომ არ სცემდა პატივს მუსოლინი ჰიტლერს?* როგორ ავარჩიოთ ნამდვილი თაფლი, გავუხანგრძლივოთ პურს ვარგისიანობის ვადა და სხვა ხრიკები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს381 4-ს მოსწონს
|