კაბები წლის ყველაზე მოდური საქორწილო კაბები 2022, 28 ივლისი, 9:57 მოდა (ფრანგ. mode, ლათ.-გან modus — ზომა, სახე, საშუალება, წესი) — არის ტერმინი, რომელიც გამომსახველობის (ექსპრესიის) გაბატონებულ მიმდინარეობას მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მასში ასევე ჩაქსოვილია იდეა, რომ მოდა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე კულტურა ზოგადად. ტერმინები "მოდური" ან "მოდიდან გასული" გამოიყენება ვინმეზე ან რაიმეზე, რომელიც ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და სტილისა და მომხიბვლელობის სინონიმია. თუმცა, ხანდახან, მოდას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს, როგორც ყოფიერების და მატერიალიზმის სინონიმს.
ქორწილი- ეს ხომ მნიშვნელოვანი მოვლენაა თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი გოგონებისთვის. დღე, სადაც მანდილოსანი თავს დედოფლად გრძნობს საკუთარი რჩეულის გვერდით და მათი ბედი კვეთს ერთმანეთს. დღე, როდესაც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ეძლევა დედოფალს საშუალება საკურთხეველზე ასვლისა და მეტად განცდისა ამ მარადიული სიხარულის. თუმცაღა, მხოლოდ სიხარულთან არ ასოცირდება ეს დიდებული დღე, სანერვიულო და საზრუნავი გაცილებით მეტია ქორწილის თარიღის მოახლოვებასთან ერთად, იმატებს ფიქრი იმაზე თუ როგორი კაბა, ვარცხნილობა, ფეხსაცმელი, აქსესუარი, თაიგული თუ დეკორაცია შევარჩიოთ, განსაკუთრებული ყურადღება ხომ მაინც პატარძალს ექცევა. ბევრ ქვეყანაში გოგონებს ამ დაუვიწყარ ცერემონიაზე ძირითადად თეთრი კაბები აცვიათ, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული რწმენისა და ტრადიციების გამო ქალბატონებს რელიგიური შეხედულებების მიხედვით ერჩევათ კაბები. ძირითადად ასეა, პატარძლის იმიჯი ყველას გონებაში ასოცირდება თეთრთან, მაქსიმუმ კრემისფერთან ან სპილოს ძვლისფერთან, გრძელი კაბა და დიდი თავსაბურავი... დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ კრებულს, სადაც 2022 წლის ტენდენციური საქორწილო კაბები იქნება. წლის ყველაზე მოდური საქორწილო კაბები143 4-ს მოსწონს
|