კაბები ბრენდული კაბები ცნობილებსა და მოდელებზე - რომელს უხდება? 2020, 24 ნოემბერი, 14:18 ჩაცმა-დახურვის საკითხი კაცობრიობის მანძილზე მუდამ იყო აქტუალური. ქალებმა უხსოვარი დროიდან იცოდნენ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვდა და მზად იყვნენ გაერისკათ. ყოველთვის არსებობდნენ სტილისტები, დიზაინერები და მკერავები, რომლებიც ამ საკითხს სეზონის მიხედვით უზრუნველყოფდნენ დახვეწილი და თანამედროვე "შტრიხებით".
მოდის ექსპერტი-დიზაინერები ხშირად გვთავაზობენ განახლებულ ვარიანტებს, თუმცა არსებობს უნივერსალური სამოსები, რომლებიც არასდროს გადადის მოდიდან. ზოგიერთი ფერი არა მარტო სხეულის ფორმების შენიღბვას ემსახურება, არამედ გვმატებს თავდაჯერებულობას და ნებისმიერი ასაკის ქალბატონს სტილის მიხედვით შეუძლია ყველაზე ელეგანტური და მაცდური ფერის კაბა ნებისმიერ სიტუაციაში -კინოთეატრი, წვეულება, რესტორანი და ა.შ, მოირგოს. ასევე აქტუალურია მუდამ ჯინსის შარვლები და ქურთუკები, რომელიც არასდროს გადადის მოდიდან, თუმცა მისი ტენდენცია წლების მანძილზე იცვლება. ყველაფერი, რაც კარგად გამოიყურება ბრენდული ფირმების მოდელებსა თუ მოცემულია "კატალოგებში", არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ქალს შეიძლება მოუხდეს და მოერგოს, რადგან ზოგიერთ სამოსს სულაც არ შეუძლია დათვური სამსახური გაგიწიოთ, პირიქით, მათ შეუძლია გაგიფუჭოთ პროპორციები. მხოლოდ მოდის ჩვენებებზე არ ხდება ბრენდული კაბების დათვალიერება. ბევრი, დიდი მოლოდინით ივსება, სანამ ცნობილები წითელ ხალიჩაზე გაივლიან და ნახავენ, თუ "რომელმა" რომელი ბრენდის კაბა მოირგო. მოდით, ვნახოთ თუ რომელ "მათგანს" უფრო უხდება ის? 1. სელენა გომეზი "Versace" -ს კაბაში. 2. კრისტენ სტიუარტი "Chanel" -ის კაბაში. 3. ჯენიფერ ენისტონი "Versace"- ს კაბაში. 4. სკარლეტ იოჰანსონი Vivienne Westwood -ის კაბაში. 5. ქეით ბლანშეტი "Givenchy"-ს კაბაში. 6. ზოი სალდანა "Givenchy"-ს კაბაში. 7. ემა უოთსონი "Oscar de la Renta"-ს კაბაში. 8. ჰაიდი მონტეგი "Gucci"-ს კაბაში. 9. ბლეიქ ლაივლი "Oscar de la Renta" -ს კაბაში. 10. კიმ კარდაშიანი "Jean Paul Gaultier" -ის კაბაში. 11. რიჰანა "Poiret" -ის კაბაში. იხილეთ აგრეთვე: ვარსკვლავები ერთნაირ სამოსში - თქვენ რომელ მათგანზე მოგწონთ ეს კაბა? 505 10-ს მოსწონს
|