კაბები პრინცესების კაბები ახალი დიზაინით, რომლებმაც ორიგინალს აჯობეს 2018, 20 აპრილი, 12:03 უოლტერ ელიას დისნეი (Walter Elias Disney) იყო — ამერიკელი ბიზნეს მაგნატი, კინორეჟისორი, ფილანტროპი და გამხმოვანებელი. როგორც მნიშვნელოვანი ფიგურა ამერიკის ანიმაციურ ინდუსტრიაში, ითვლება კულტურულ სიმბოლოდ, რომელიც ცნობილია თავისი გავლენით და წვლილით XX-ე საუკუნის შოუ-ბიზნესში. თავის ძმა როი ო. დისნეისთან ერთად იყო The Walt Disney Company-ს დამაარსებელი.
კომპანია Disney-მ მრავალი ზღაპრის გმირი გვაჩუქა, რომლებმაც, ბებიების თაობიდან მოყოლებული, დღემდე, მრავალი პატარა "გამოზარდა". ზღაპრის გმირებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულები, პრინცესები არიან. აქამდე არ იცოდით, ალბათ, რომ Disney-ს პირველი პრინცესა "ფიფქია" გახდა. დიახ, ფიფქია. ის კომპანიამ 81 წლის წინ, 1937 წელს დახატა. დღეს, დიდია პრინცესების ჩამონათვალი და ბავშვებსაც ყავთ თავიანთი კუმირი, მაგრამ, დროის ცვლილებასთან ერთად, საინტერესოა, როგორ შეიცვლებოდნენ ჩვენი პრინცესები? არაერთი მაგალითი ვიხილეთ, დღეს, ხელახლა რომ გადაეხატათ, თუ როგორები იქნებოდნენ პრინცესები, თუმცა, ყველა სიახლეზე, მათი კაბები ძველებურად, უცვლელი რჩებოდა. მოდის დიზაინერმა მიშელ ენტონმა ჩიკაგოდან, საკულტო ანიმაციური ფილმების პრინცესების კაბების განახლებული ვარიანტები შექმნა და წარმოგვიდგინა, ადაპტირებული, სტილის თანამედროვე ვერსიები. გარდა ამისა, მიშელმა შექმნა კოლექცია Mini Couture Disney Princesses, რომელიც წარმოდგენილი იქნება Haute Couture Week- ზე პარიზში. გთავაზობთ მიშელის მიერ, დისნეის პრინცესების კაბების განახლებულ ვერსიას, რომელმაც ორიგინალს აჯობა. 1. კონკია. 2. პოკაჰონტასი. 3. ფიფქია. 4. მერიდა. 5. არიელი. 6. მულანი. 7. ავრორა. 8. თიანა. 9. რაპუნცელი. 10. ელზა. 11. ანა. 12. ჯასმინი. 13. ბელი. 14. და ბოლოს, ბონუსად ლეა. იხილეთ აგრეთვე: ● რა შედეგს მივიღებდით, დისნეის პრინცესები ახლა რომ დაეხატათ? ● 8 საინტერესო ფაქტი დისნეის მულტფილმებზე, რომლებიც გაგაოგნებთ ● დისნეის გაშიშვლებული პრინცესები ● ცოტა რამ "Walt Disney"-ს შესახებ 228 12-ს მოსწონს
|