x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138420
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ეგვიპტეში ნაპოვნი მუმიები ოქროს ენით

image


კაიროდან (ეგვიპტე) დაახლოებით 220 კმ.-ში, ესპანეთისა და ეგვიპტის ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ, აღმოჩენილ იქნა ორი უძველესი სამარხი, რომელშიც ქალისა და მამაკაცის ნეშტები განისვენებდა და მათ ოქროს ენები ჰქონდათ.

image

image


ძველი ეგვიპტის ბალზამირების სპეციალისტები, ხანდახან გვამებს ენას უნაცვლებდნენ ოქროს ფოლგის ფირფიტებით, რამდენადაც ლეგენდების მიხედვით, ოქროს ენის საშუალებით, ოსირისთან (ოსირისი-ძველეგვიპტური მითოლოგიაში მიცვალებულთა მფარველი და მსაჯული) უკეთ შესძლებოდათ დალაპარაკება მიცვალებულთა სულებს. ამის შესახებ იტყობინება ახლოაღმოსავლური გამოცემა The National News.

ყოველი მიცვალებული განისვენებდა ცალკე, თავის სამარხში, რომელიც კირქვის სარკოფაგს წარმოადგენდა. ამასთან ქალის სარკოფაგს ეტყობოდა გახსნისა და ძარცვის ნაკვალევი, მამაკაცის სამარხი კი ხელუხლებელი იყო. სამარხებში აღმოჩენილია აგრეთვე ასობით სტატუეტი, საიუველირო სამკაულები და სხვა სარიტუალო ინვენტარი.


image


ენას ჩანაცვლებული ოქროს ფირფიტები, არც ისე ხშირად გვხვდება ძველეგვიპტურ მუმიებს შორის. მას მიცვალებულის მუმიაში ათავსებდნენ დაკრძალვის დღეს, რათა სულს შესძლებოდა ოსირისთან დალაპარაკება, როცა იმქვეყნად მოხვდებოდა. ითვლებოდა, რომ ოქროს ენის საშუალებით მიცვალებულები ოსირისს, გარდაცვლილთა ქვეყნის მბრძანებლის და მსაჯულის ვალდებულებების შემსრულებელს, უკეთ დაარწმუნებდნენ იმაში, რომ გულმოწყალება გამოეჩინა მათდამი-სულებისადმი, რომლებიც ოსირისის სამსჯავროზე წარსდგნენ.

მუმია ოქროს ენით აღმოჩენილ იქნა, აგრეთვე 2021 წლის დასაწყისში, ალექსანდრიის მახლობლად, დასახლება ტაპოსირის-მაგნაში, ძველეგვიპტურ ტაძარში, კლდეში გამოკვეთილ აკლდამებში. თექვსმეტი შესწავლილი სამარხიდან, მხოლოდ ერთში აღმოჩნდა მუმია, რომელსაც ენის ნაცვლად ოქროს ფირფიტა ჰქონდა. დასახლება ტაპოსირის-მაგნა დაარსებულია ფარაონ პტოლემეი მეორე ფილადელფოს მიერ ძვ.წ. 280-270 წლებში. ის ითარგმნება როგორც "ოსირისის დიადი საფლავი". მოგვიანებით იქ აღმართეს ოსირისის ტაძარი, რომელიც, როგორც ითვლება დედოფალ კლეოპატრას უკანასკნელი ნავსაყუდელი იყო.



image




ეს საინტერესოა:



მე-18 საუკუნის დაკარგული მეცნიერების საიდუმლო, რომელიც ცხედრებს ქვად აქცევდა

image


რატომ იგნორირებენ ანთროპოლოგები 3, 5 მეტრიან ორთავიან გიგანტს პატაგონიიდან? (+ვიდეო)

image


ჯინი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში თოვლში იყო ჩაფლული, გაიყინა, მაგრამ ექიმების გასაოცრად გადარჩა

image


ექიმის სიყვარულის ისტორია, რომელმაც თავის საყვარლისგან მუმია გააკეთა და მასთან ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ნაწილი I

image


ექიმის სიყვარულის ისტორია, რომელმაც თავის საყვარლისგან მუმია გააკეთა და მასთან ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ნაწილი II


image


ქალი 29 წელი ატარებდა ტვინში 2 ცალ საკერავ ნემსს, რომელიც სავარაუდოდ იქ ჩვილობის ასაკში მოხვდა

image


საფრანგეთის მორგებში, ვიტრინებში გამოფენილი ცხედრები, მე-19 ს. რატომ იქცეოდნენ ასე?

image


ნახევარი საუკუნის წინ მუმიებთან გვერდი-გვერდ ცხოვრობდნენ, ასეირნებდნენ და მათთან ერთად "ჩაის სვავდნენ"


image


ტაილანდელმა ბერმა თვითნაკეთი გილიოტინით, მიმდევრების თვალწინ, თავი მოიკვეთა

image


GOOGLE-ის რუქებზე ახლადდაკრძალული ცხედრები დაინახეს

image


დაკიდული სასახლეები: აზიის იდუმალი ზეცი

ური სასაფლაოები

image


ველბერძნული ორაკული-ნეკრომანტიონი, სადაც წინასწარმეტყველებას გარდაცვლილი ნათესავებისგან იღებდნენ

image


საზარელი ფაქტები ჰენრი ჰოვარდზე და მისი "სიკვდილის სასტუმრო" (ფულის შოვნის მეთოდები)

image


სამგლოვიარო ბეჭედი, დამზადებული მიცვალებულის თვალისგან (მე-19 ს.)

image





0
635
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
635