x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138463
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512084
მეცნიერებმა აღადგინეს 70 000 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანის წინაპრის გარეგნობა

image


ახალგაზრდა ნეანდარტალელის (რომელსაც კრაინი დაარქვეს) თავის ქალის ნაწილი, აღმოჩენილ იქნა ჩრდილოეთის ზღვის ფსკერზე, ნიდერლანდების სანაპიროსთან. მხატვარ-პალეოანთროპოლოგებმა აღადგინეს ისტორიამდელი ადამიანის რეალისტური სახე.


image


კრაინი პირველი უძველესი ჰომინინია, რომელიც პლეისტოცენის (2, 6 მილიონიდან 11 700-მდე წლის წინ) ეპოქაში ცხოვრობდა. ის აღმოაჩინეს წყლის ქვეშ და პირველი დარეგისტრირებული ნეანდარტალელია ნიდერლანდებში. ნეანდარტალელის გარეგნობის რეკონსტრუქცია გაკეთდა ნიდერლანდების სიძველეთა სახელმწიფო მუზეუმში.


image


ნეანდარტალელი კრაინი ცხოვრობდა დოგერლენდში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპას შორის მდებარე უზარმაზარ ხმელეთზე, რომელიც ახლა ჩრდილოეთის ზღვის ფსკერზეა. პალეოანთროპოლოგების აზრით, ნეანდარტალელი ხორცისმჭამელი იყო, თუმცა მის რაციონში არ შედიოდა ზღვის პროდუქტები. მის წარბთან არსებული დაზიანება მიუთითებს იმაზე, რომ სიმსივნე ჰქონდა, ცნობილი როგორც ეპიდერმოიდული კისტა. ასეთ კისტას ახასიათებს თავის ტკივილები, კრუნჩხვები, მხედველობის პრობლემები. ამ დიაგნოზის მიუხედავად, ნიდერლანდელმა მეცნიერებმა ნეანდარტალელი საკმაოდ ბედნიერად გამოსახეს. მათ მისი სახის რეკონსტრუქცია გააკეთეს არა მხოლოდ ნაპოვნი, ხსენებული თავის ქალის საფუძველზე, არამედ ნეანდარტალელების სხვა თავის ქალების საფუძველზეც. მხედველობაში მიიღეს სხვა გამოკვლევების შედეგებიც, სადაც მოცემული იყო უძველესი ადამიანის წინაპრების თვალის, თმის და კანის ფერი.

კრაინი ცხოვრობდა ტერიტორიაზე, სადაც ბინადრობდნენ მამონტები, ლომები, ბეწვიანი მარტორქები და სხვა ცხოველები. მაგრამ აქ ძალიან ციოდა, ეს კი ნიშნავს, რომ კრაინს ალბათ რთული ცხოვრება ჰქონდა, ამბობენ მეცნიერები.






იხილეთ ასევე:




საინტერესო ფაქტები ლიფტების შესახებ: ძველი ეგვიპტიდან დღემდე

image

საოცარია, მაგრამ ფაქტი-ეს ადამიანის კუდია!

image

როგორ ააძრეს ინდიელებმა სკალპი ინგლისელს და რა მოხდა შემდეგ

image

ქალი 29 წელი ატარებდა ტვინში 2 ცალ საკერავ ნემსს, რომელიც სავარაუდოდ იქ ჩვილობის ასაკში მოხვდა

image

საფრანგეთის მორგებში, ვიტრინებში გამოფენილი ცხედრები, მე-19 ს. რატომ იქცეოდნენ ასე?

image

ნახევარი საუკუნის წინ მუმიებთან გვერდი-გვერდ ცხოვრობდნენ, ასეირნებდნენ და მათთან ერთად "ჩაის სვავდნენ"


image

ტაილანდელმა ბერმა თვითნაკეთი გილიოტინით, მიმდევრების თვალწინ, თავი მოიკვეთა

image

GOOGLE-ის რუქებზე ახლადდაკრძალული ცხედრები დაინახეს

image

უძველესი რეპტილიების-დინოზავრების ნაშთები შესაძლოა მთვარეზეც იყოს

image

ჯეიკი-ადამიანი ალიგატორი. მითია თუ სინამდვილე?

image

მოსაზრება, თუ რა ფრთიანი არსებაა ნაპოვნი მექსიკაში (გამოქვეყნებულია მისი რენდგენის სურათიც)

image




0
320
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
320