ვარსკვლავები 59 ათასიდან 4 მილიონამდე - რამდენად გაიყიდა ყველაზე ძვირფასი კოსტიუმები კინოს ისტორიაში 2021, 8 სექტემბერი, 10:26 მასშტაბური ფილმები პრაქტიკულად ნულიდან იქმნება, მათთვის სპეციალურად აპროექტებენ დეკორაციებს და ქმნიან კოსტიუმებს, რათა მაქსიმალურად შესაბამისი ატმოსფერო შექმნან. რა ბედი ეწია ზოგიერთ სამოსს მას შემდეგ, რაც თავიანთი "როლები" ითამაშეს? კლეოპატრა
ეგვიპტელი მმართველის მდიდრული მორთულობა ყველა წვრილმანამდე იყო გათვლილი. ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ კაბა 59 000 დოლარად გაიყიდა. ვარსკვლავური ომები. ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნებაასეთი მასშტაბური ფილმის პროექტში მთელი სამყაროს კოსტიუმები ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს. პრინცესა ლეიას ოქროს ბიკინი 96 000 დოლარად შეფასდა. ქარწაღებულნიგასული საუკუნის საკულტო ფილმი დიდი მსახიობებით, მოიცავს მრავალ ისტორიულ კოსტიუმს. კაბამ, რომელშიც ვივიენ ლი გამოჩნდა, თავისი მფლობელი 137 000 დოლარად იპოვნა. შაბათის საღამოს ციებ-ცხელებაფილმი თავის დროის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური ქმნილებაა, ჯონ ტრავოლტა კი ბევრად შესამჩნევი გახდა რეჟისორებისთვის. ძნელია, არ მიაქციოთ ყურადღება თეთრ კოსტიუმში გამოწყობილ მსახიობს. ფილმის გადაღების შემდეგ სამოსი 146 000 დოლარად გაიყიდა. უცხომყიდველი არა მხოლოდ პრაქტიკულ და მოდურ კოსტიუმებს ჰყავს. სიგურნი იუვერის გმირის სკაფანდრიც კი მოთხოვნადი იყო ფილმის გამოსვლის შემდეგ და იგი 205 000 დოლარად შეიძინეს. ინდიანა ჯონსი და ბედისწერის ტაძარიცნობილ საკულტო სათავგადასავლო ფილმის მთავარი გმირის (რომელსაც ჰარისონ ფორდი ასრულებს) ქუდი 300 000 დოლარად გაყიდეს. ტიტანიკიქეით უინსლეტის მდიდრული წითელი ფერის კაბა შექმნა დიზაინერმა დებორა ლინ სკოტმა. თავისი შრომისთვის კოსტიუმერმა "ოსკარი" დაიმსახურა, კაბაში კი 330 000 დოლარად გადაიხადეს. ჯენტლმენები ირჩევენ ქერებსგანთქმული ქერა ლამაზმანის, მერილინ მონროს ერთ-ერთი ყველაზე საკულტო სამოსი ვარდისფერი კაბაა. მისმა ახალმა მფლობელმა მასში 370 000 დოლარი გადაიხადა. საუზმე ტიფანისთანკიდევ ერთი საკულტო სახე, რომელსაც არ ექნებოდა ასეთი დიდი მნიშვნელობა, რომ არა ელეგანტური შავი კაბა. ამ კაბაში ოდრი ჰეპბერნის გამოჩენამ დიდი გავლენა მოახდინა მთელი მოდის ინდუსტრიაზე, ამიტომ იგი სრულიად დამსახურებულად შეფასდა 807 000 დოლარად. ოზის ჯადოქარიდოროთი ჰეილი, რომელიც ჯუდი გარლენდმა შეასრულა, მნიშვნელოვანი გმირი გახდა იმ დროის კინოინდუსტრიისთვის. თავისი კოლექციისთვის მისი სამოსის შეძენაზე ბევრი ოცნებობდა. ბედნიერმა მფლობელმა მასში 1, 6 მილიონი დოლარი გადაიხადა. ჩემი მშვენიერი ლედიდა ისევ ოდრი ჰეპბერნი ჩნდება ელეგანტურ კაბაში. კაბას იგივე ეფექტი ჰქონდა. მასში 4, 5 მილიონი დოლარის გადახდა მოუწიათ. შვიდი წლის თავზედა რა თქმა უნდა მერილინის კიდევ ერთი ლეგენდარული სახე, რომელმაც მაყურებლებზე განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა. ბევრისთვის მონროს ცნობილი თეთრი კაბა კოლექციის სასურველი რეკვიზიტი გახლდათ. იგი 4, 6 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს საინტერესოა:სერიალის "სამეფო კარის თამაშები" მსახიობებს ამ ფილმში მონაწილეობამდეც საკმაოდ კარგი კარიერა ჰქონდათ რატომ არ უყვართ ის ჰოლივუდში და სხვა საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ ცნობილი სახეები, რომლებიც თურმე ერთმანეთის ნათესავები არიან სელებრითების შვილები, რომლებსაც ვერც კი გაარჩევთ მშობლებისგან როგორები იქნებოდნენ დღეს, ადრე გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები სხვადასხვა რომანის გმირები საბჭოთა და საზღვარგარეთის კინოს მსახიობების შესრულებით რა სამკაულებით მივიდა ელიზაბეთ ტეილორი როტშილდების ბალ-მასკარადზე და რა კავშირი აქვს მას რომანოვების ძვირფასეულობასთან კლეოპატრა-სტილის ხატი და მისი გარდერობი კინოში და რეალობაში 218 5-ს მოსწონს |