x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138418
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
კიანუ რივზი და სხვა ცნობილები, რომლებსაც ცოლად უბრალო ქალბატონები ჰყავთ

image


ყველა ცნობილი ადამიანი არ ირჩევს გულისსწორად მსახიობებს და სუპერმოდელებს. ჩვენი სტატიის გმირების რჩეულები ჩვეულებრივი ქალბატონები არიან, დიდი და კეთილი გულით.


კიანუ რივზი


ამ მუდმივი მარტოხელას არჩევანმა დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია. ქსელების ბევრმა მომხმარებელმა, ალექსანდრა გრანტი კიანუსთვის შეუფერებელ და ძალიან უბრალოდ ჩათვალა. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც შეამჩნია, რომ მეორე ნახევრის გამოჩენის შემდეგ, პირქუში მსახიობის სახიდან ახლა ღიმილი აღარ ქრება.


image


მხატვარი ათი წელი მეგობრობდა კიანუსთან და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მის ცხოვრებაში. ნოემბრის დასაწყისში კი მსახიობმა ალექსანდრა წითელ ხალიჩაზე გამოიყვანა და ერთი წამითაც არ გაუშვია მისთვის ხელი. საქმის ასეთ შემობრუნებას კიანუს მეგობრებიც კი არ ელოდნენ.

როდის გაიცნეს ერთმანეთი უცნობია, მაგრამ 2008 წელს მათი მეგობრობა იმდენად განმტკიცდა, რომ ალექსანდრა იმათ რიგში აღმოჩნდა, ვისაც რივზმა თავისი ლექსები გააცნო. მათ საერთო ბიზნესი აქვთ საგამომცემლო საქმეში და ეს აიძულებდა დიდი დრო გაეტარებინათ ერთად. გაზაფხულზე კი ბოლოს მიხვდნენ, რომ მეგობრების და პარტნიორების სტატუსი სასიყვარულო სტატუსში გადაიზარდა.


ნიკოლას ქეიჯი


ნიკოლას ქეიჯმა ელის კიმი 2004 წლის თებერვალში გაიცნო. მსახიობი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანში ისვენებდა, სადაც ქალიშვილი მიმტანად მუშაობდა. წყვილის რომანი ელვისებურად განვითარდა: უკვე ორი თვის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ ჩრდ. კალიფორნიის რანჩოზე. ელისთან ქორწინება ქეიჯისთვის მესამე ქორწინებაა.


image

ოჯახში სრული იდილია სუფევდა. მაგრამ 2011 წელს წყვილის ფოტოები ტაბლოიდების პირველ გვერდებზე აღმოჩნდა. მაშინ ნიკოლას ქეიჯი პოლიციის მიერ იქნა დაკავებული, საზოგადოებაში კიმთან ხმაურიანი ჩხუბის გამო, მაგრამ მალე გაანთავისუფლეს გირაოთი.

2016 წელს ქეიჯმა განქორწინებაზე შეიტანა განცხადება: მან მეუღლე ღალატში დაადანაშაულა. მეტოქის არსებობა მას ბიზნესის პარტნიორმა შეატყობინა. ნიკოლასი არ გაჩუმდა და მაშინვე გამოიძახა კიმი სერიოზული საუბრისთვის. ქალიშვილი გამოტყდა ინტრიგებში, რის შემდეგაც წყვილი დაშორდა.


მეთ დეიმონი


მეთ დეიმონის და ლუჩიანა ბაროზოს წყვილი სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ მტკიცე წყვილად ჰოლივუდში. თავისი პრინცის პოვნაში ქალიშვილს სამსახური დაეხმარა. მეთს უგონოდ შეუყვარდა მომხიბვლელი ბარმენი, რომელიც მაიამის ერთ-ერთ დაწესებულებაში ნახა. მსახიობი იქ უბრალოდ გადაღებებს შორის შესვენების დროს იყო წასახემსებლად შესული. იმ მომენტისთვის ბაროზო უნივერსიტეტში სწავლობდა დიზაინერის სპეციალობაზე და პარალელურად ბარმენად მუშაობდა, პატარა ქალიშვილი რომ ერჩინა. ლუჩიანამ უთხრა მეთს, რომ ძალიან მოსწონდა ფილმები მისი მონაწილეობით, რითიც ჰოლივუდის ლამაზმანი მამაკაცის გული დაიპყრო.


image


მალე დეიმონმა დიდი ვილა შეიძინა მაიამიში და ორივე იქ დასახლდა. მეთი და ლუჩიანა 2005 წლის 9 დეკემბერს დაქორწინდნენ, მაგრამ დიდი ქორწილი მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ გადაიხადეს. ახლა მეუღლეები ბაროზოს ქალიშვილს (პირველი ქორწინებიდან) და საერთო ოთხ შვილს ზრდიან.


ჯონ ტრავოლტა


თუ წინა ქალბატონები შემთხვევის წყალობით შეხვდნენ თავიანთ პრინცებს, ეს ქალბატონი 16 წელი მიდიოდა ამისკენ. კელიმ ჯონი პირველად "ბრიოლინის" პოსტებზე ნახა და უგონოდ შეუყვარდა. ფილმის ნახვის შემდეგ ქალიშვილმა გამოაცხადა, რომ აუცილებლად გახდებოდა ამ მსახიობის ცოლი.



image


პირველად კელი პრესლიმ ტრავოლტა 1987 წელს, ფილმ "ექსპერტის" კინოსინჯებზე გაიცნო. მსახიობმა მას მაშინვე მიაქცია ყურადღება, მაგრამ გადაღებების შემდეგ ისინი აღარ შეხვედრიან ერთმანეთს. ბედმა კვლავ 1990 წელს შეახვედრა, როცა ერთ ოტელში აღმოჩნდნენ, სხვადასხვა ფილმების გადაღებების დროს.

ახალგაზრდებს ნახევარი წელი დასჭირდათ გრძნობებში რომ გარკვეულიყვნენ. ჯონმა აღარ დააყოვნა და ხელი სთხოვა რჩეულს. წყვილი პარიზის სეიენტოლოგთა ეკლესიაში დაქორწინდა 1991 წლის 5 სექტემბერს, თუმცა აშშ ხელისუფლებამ მათი ქორწინება არაკანონიერად ჩათვალა. ბედნიერი ოჯახური თანაცხოვრება ტრავოლტამ და პრესლიმ კანონმდებლობის ფარგლებში ჩატარებული განმეორებითი საქორწინო ცერემონიის შემდეგ დაიწყეს.


ტობი მაგუაირი


ტობი მაგუაირის და ჯენიფერ მეიერის შემთხვევაში, მსახიობს ბედნიერი ბილეთი შეხვდა: ჯენიფერი, სტუდია Universal-ის პრეზიდენტის, რონალდ მეიერის ქალიშვილია. მათ ერთმანეთი გადაღებების დროს გაიცნეს, ამიტომ ბევრმა ჩათვალა, რომ მათი რომანი სამსახურეობრივია. მედია მაშინ წერდა, რომ ტობი ჯენიფერთან კარიერისა და როლების გამოა, ჯენი კი უბრალოდ ერთობა სიმპათიურ ბიჭთან.


image


2006 წლის აპრილში მაგუაირმა შეყვარებულს ხელი სთხოვა, ნოემბერში კი მეუღლეებს პირველი შვილი შეეძინათ. ტობისა და ჯენის საქორწინო ცერემონია 2007 წლის 3 სექტემბერს გაიმართა ჰავაიზე, ვიწრო წრეში. ორი წლის სემდეგ ოჯახს ახალი წევრი შეემატა, ვაჟიშვილი ოტის ტობიასი.

თითქოს მეუღლეები შეყვარებულები და ბედნიერები იყვნენ, მაგრამ 2016 წელს ტობი მაგუაირმა და ჯენიფერ მეიერმა ყოველკვირეული People-ის მეშვეობით გამოაცხადეს, რომ შორდებიან. მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ.


ალეკ ბოლდუინი


ჰოლივუდის ვარსკვლავთან გაცნობამდე, ჰილარია ტომასი იოგის ჩვეულებრივი კონსტრუქტორი იყო. იგი ალეკზე 26 წლით უმცროსია, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ასაკში სხვაობა დიდ სიყვარულს ხელს არ უშლის.


image


2012 წელს, ნიშნობიდან სამი თვის შემდეგ, ტომასი და ბოლდუინი ნიუ-იორკში დაქორწინდნენ. მსახიობმა და ახალგაზრდა პატარძალმა ბეჭდები წმინდა პატრიკის ტაძარში გაცვალეს და მომენტალურად გააზიარეს ახალი ამბავი სოც. ქსელებში.

ჰილარიას კარგი დამოკიდებულება აქვს ალეკის შვილებთან პირველი ქორწინებიდან. მისი თქმით, ბოლდუინის ქალიშვილი, აილენდი, წინააღმდეგი რომ ყოფილიყო მათი კავშირის, ქორწილი არ შედგებოდა.






დაინტერესდით:







ნაკლებად ცნობილი ფაქტები ცნობილი ფილმების შესახებ

image


ჰოლივუდური ღიმილები ბრეკეტებამდე და შემდეგ

image


რატომ არ უყვართ ის ჰოლივუდში და სხვა საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

image


ამ მსახიობებმა თავიანთი როლები შეიძულეს რთული გრიმის გამო, რომელიც სატანჯველად ექცათ (ვიდეოც)

image

რა იმალება სინამდვილეში საყვარელი ფილმების საკულტო სცენების მიღმა

image


როგორ იღებენ სინამდვილეში ჰოლივუდის ფილმებ

image


პრინცესა დაიანას იშვიათი ფოტოები და მასთან დაკავშირებული უჩვეულო ისტორიები

image


დრო ვარსკვლავების სახეებსა და გარეგნობაზეც აისახა

image


სტომატოლოგების ახალი "ფიშკა"-შოუბიზნესის ვარსკვლავების კბილების სამკაულები

image








0
807
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
807
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0