x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
რატომ არ აქვთ იაპონელებს ოფლის სუნი (მეცნიერების დასკვნა) და იაპონური (თითქმის სურნელის გარეშე) კოსმეტიკა

image

ზოგადად, მსოფლიოს ყოველი ქვეყანა გარკვეულ სუნთან ასოცირდება. მაგალითად, ინდოეთი ადამიანს ამახსოვრდება სუნელების არომატით, საფრანგეთი კრუასანების სურნელით, თურქეთი-ყავით ან ჩილიმის კვამლით. იაპონიას სუნი ძალიან სპეციფიკური აქვს, შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ აქვს. ამ ქვეყანაში არ უყვართ ძლიერი არომატები და ამიტომ ხშირად არ სარგებლობენ პარფიუმით. იაპონია ასოცირდება ახლადგარეცხილი ტანსაცმლის სუნთან. საინტერესოა, როგორ ძლებს ეს ხალხი დეზოდორანტებისა და სუნამოს გარეშე?

იაპონური ტრადიციების მიხედვით, ადამიანისგან მომავალი ნებისმიერი ძლიერი სუნი გამომწვევად და უწესო საქციელად ითვლება. სწორედ ამომავალი მზის ქვეყანამ დაამკვიდრა ტერმინები "smell harass­ment", "sume-hara", რაც ნიშნავს გარშემომყოფთათვის დისკომფორტის შექმნას საკუთარი სუნის გამო. ქვეყანაში იყიდება კიდეც ელექტრომოწყობილობები, რომლებიც არომატის ინტენსივობას ზომავს.

ალბათ, სწორედ ასეთმა დელიკატურმა დამოკიდებულებამ არომატების სამყაროსთან, რომელიც ასწლეულებს ითვლის, იაპონელებს ჩამოუყალიბა ის უპირატესობა, რომ ისინი სხვა ერებზე უკეთ ერკვევიან არომატებში.

ნებისმიერ სიტუაციაში მათ არ აქვთ არანაირი სუნი, სუფთა ტანსაცმლის სურნელის გარდა. ეს საკვირველია, რადგან ამ ქვეყანაში ზაფხულში ძალიან ცხელა, დეზოდორანტებზე მოთხოვნილება კი ძალიან დაბალია. მეცნიერებმა დაადგინეს: დედა-ბუნება დაეხმარა იაპონელებს უსიამოვნო სუნისგან განთავისუფლებაში. საქმე იმაშია, რომ მათი ოფლის შემადგენლობაში ცილების დონე არის დაბალი. სწორედ ამ ცილების დაშლის შედეგად წარმოიშობა უსიამოვნო სუნი. ამასთან იაპონიის კუნძულის მაცხოვრებლებს უფრო ნაკლები საოფლე ჯირკვლები აქვთ, ვიდრე პლანეტის სხვა მაცხოვრებლებს.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. თქვენ წარმოიდგინეთ ამ ადამიანებმა სუნის არარსებობა კულტად აქციეს, რომელსაც ზედმიწევნით იცავენ.

აი, იაპონელი ქალების რამდენიმე წესი იმისთვის, რომ დეზოდორანტების გარეშეც სუფთად და სასიამოვნოდ გამოიყურებოდნენ:

1. პირის ღრუს გამოვლება

პირის ღრუს ჰიგიენას, იაპონელები ისევე სერიოზულად უდგებიან, როგორც ხელების, სახის და ტანსაცმლის ჰიგიენას. ქუჩიდან სახლში შემოსვლისას ისინი ხელების დაბანის შემდეგ აუცილებლად ივლებენ პირს სპეციალური, სუნთქვის გამაგრილებელი ხსნარით, რომელსაც "უგაი-დო" ეწოდება. პირს ივლებენ ყოველი კვების შემდეგ, სტუმრად წასვლის წინ და ტაძარში წასვლის წინაც. უსიამოვნო სუნი პირიდან აქ ისევე მიუღებელია, როგორც ოფლის სუნი ან ბინძური თეთრეული.

image

2. კბილების გახეხვა

იაპონელები ყოველთვის თან ატარებენ კბილების ჯაგრისს, მაშინაც კი, როცა კაფეში, რესტორანში ან გასართობად მიდიან. ეს ადამიანები ყოველთვის ნახულობენ დროს და ადგილს, რათა კარგად დაიმუშავონ კბილები და ღრძილები. იაპონელებს კბილების გახეხვის განსაკუთრებული ხელოვნებაც კი აქვთ-ხამიგაკი.

image

3. შხაპი და აბაზანა

იაპონელ ქალებს ბანაობის თავიანთი რიტუალი აქვთ, რომელიც ევროპელებს ზედმეტად რთულად ეჩვენებათ.

თავდაპირველად ბანაობენ შხაპის ქვეშ, იყენებენ საპონს, შამპუნს და სხვა საშუალებებს. შემდეგ იღებენ სხვადასხვა მარილებისა და არომატული ზეთების აბაზანას, ამის შემდეგ ისევ შხაპს იღებენ. კვირაში ერთხელ მიღებულია, ტრადიციულ იაპონურ აბანოში-სენტოში წასვლა.

image

4. განსაკუთრებული ტანსაცმელი

ალბათ შეამჩნევდით, იაპონელი ქალბატონების ყოველდღიური ტანსაცმელი მაქსიმალურად დახურულია. ქვეყანაში პოპულარულია გრძელი კაბები, კოსტიუმები და დახურული პერანგები. ასეთ ტანსაცმელში კანის ფორები მტვრით არ იხშობა, მაშასადამე ეფექტურად მუშაობს. და კიდევ, დახურული ტანსაცმელი ოპტიმალურ სინოტივეს ინარჩუნებს, არც აუცილებელია ჰიგიენისა და ჯანმრთელობისთვის.


image

5. გულმოდგინედ შერჩეული საკვები

საყოველთაოდ ცნობილია- ადამიანი როგორ საკვებსაც ღებულობს, ისეთ სურნელს გამოსცემს. იაპონიაში იციან, რომ ხორცი ხელს უწყობს არასასიამოვნო სუნის გამოყოფას ოფლთან ერთად, აგრეთვე პირიდან, ამიტომ ქალები ცდილობენ არ მიირთვან ხორცი ან მიირთვან მინიმალური დოზებით. ხილი და ბოსტნეული, მოლუსკები, ზღვის მცენარეები და ჩაი-აი მათი კვების რაციონი. რძის პროდუქტებზე არ არის დიდი მოთხოვნილება. გლუტენები (გლუტენი არის რთული ცილა, რომელიც შედის მარცვლეულის შემადგენლობაში. იგი ცომს აფუებს. შედის პურის, ფუნთუშის, მაკარონის, ტორტის კანფეტების, ნაყინის, კარტოფილი ფრის, კეტჩუპების და სხვ. შემადგენლობაში) და რაფინირებული ცხიმები იაპონელი ქალების რაციონში საერთოდ არ შედის.

image

6. სპეციალური კოსმეტიკა

იაპონიაში იწარმოება უამრავი კოსმეტიკური და ჰიგიენური პროდუქტები, რომლის შესახებაც ჩვენთვის არაფერია ცნობილი. ყველა ეს ფეხის დეზოდორანტები, რომლებიც დაიტანება პირდაპირ კოლგოტებზე, საშრობი სპრეი ტანინით და კანიდან ნესტის ასაორთქლებელი კრემები მუშაობენ შესანიშნავად, თუმცა მათ არ აქვთ არანაირი სურნელი.

რაც შეეხება პარფიუმს, ის იაპონელებს აქვთ, მაგრამ ეს პროდუქტი სულ სხვანაირად მუშაობს. სუნამოს უშვებენ ძალიან ნაზი, ოდნავ შესამჩნევი არომატით, რომელიც არ ტოვებს შლეიფს. არის აგრეთვე სრულიად უნიკალური პარფიუმები, რომლებიც აბების სახით გამოდის. ასეთი აბის მიღების შემდეგ არომატი გამოიყოფა კანის ფორების საშუალებით.

ნახეთ აქ

image







ეს საინტერესოა:






საიდან შემოვიდა მოდა ჩაჩაჩულ შარვლებზე და მისი მნიშვნელობა

image


როგორი წარბები იყო მოდაში ძველ საბერძნეთში, ევროპაში, ჩინეთში და სხვა

image


პომადის შემადგენლობა, მისი ისტორია და საშიშროება

image



რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ჩინელი, კორეელი და იაპონელი

image


რატომ ცოცხლობენ იაპონელები ყველაზე დიდხანს, მიუხედავად ცხოვრების დღევანდელი რიტმისა

image


ჯობია ამ ქვეყნებში მამაკაცად არ დაიბადო

image


როგორ გადააჩვიეს იაპონელი ქალები თავისუფალ სიყვარულს

image







0
226
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
226