x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139083
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
ქალი 29 წელი ატარებდა ტვინში 2 ცალ საკერავ ნემსს, რომელიც სავარაუდოდ იქ ჩვილობის ასაკში მოხვდა

image

როცა ის ჩვილი იყო და შესაბამისად, თავის ქალაც რბილი ჰქონდა, ვიღაცამ თავში ორი მსხვილი საკერავი ნემსი გაუყარა, ბავშვი რომ დაემახინჯებინა ან მოეკლა. ვინ გააკეთა ეს, უცნობია.

image

29 წლის ჩინელი ქალბატონი ჩჟუ, ცოტა ხნის წინ, თავის ავტომანქანით ავარიაში მოჰყვა და კომპიუტერული ტომოგრაფია დასჭირდა, თავის ტრამვა რომ გამოერიცხათ. ტრამვა არ აღმოჩნდა, სამაგიეროდ ისეთი რამ აღმოაჩინეს, რამაც ქალბატონი შოკში ჩააგდო: რენდგენის სურათებზე მის ტვინში ღრმად ჩამჯდარი, ორი მსხვილი, თუჯის ნემსი გამოჩნდა, ამასთან ნემსები დიდი ხნის განმავლობაშია იქ, რადგან თავზე დაზარალებულს გარედან უკვე არავითარი კვალი აღარ ეტყობოდა. ორივე ნემსი სიგრძით 5 სმ.-ია, დიამეტრი-5 მმ. ჩჟუ ვერაფერს იხსენებს, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ნემსების მის ტვინში მოხვედრა, მთელი ცხოვრების მანძილზე მას არასოდეს ჰქონია თავის ტრამვა, ყოველ შემთხვევაში მას ამის შესახებ არაფერი ახსოვს.

image

image

ექიმები დარწმუნებულები არიან, რომ ნემსები იქ შემთხვევით არ მოხვედრილა, ისინი შეგნებულად მოათავსეს იქ, ამასთან გაკეთებულია მაშინ, როცა თავის ქალა საკმაოდ რბილი იყო, ანუ როცა დაზარალებული ჯერ კიდევ ჩვილი იყო. არის ვარაუდი, რომ ასეთი სახით მის მშობლებს ან ნათესავებს, მალულად სურდათ ბავშვის მოშორება, იმიტომ რომ ის გოგონა იყო, ჩინეთში კი "ერთი ოჯახი-ერთი ბავშვი" პოლიტიკის გამო პრიორიტეტად ბიჭები ითვლება.

ასეა თუ ისე, ნემსებმა ვერანაირი ზიანი ვერ მიაყენა ჩჟუს, მეტიც, მას არასოდეს ჰქონია თავის ტკივილებიც კი. ექიმებმა შეისწავლეს ნემსების ადგილმდებარეობა და დაადასტურეს, რომ ისინი სიცოცხლისთვის სახიფათო ტვინის უბნებს არ ეხება და შეიძლება მათი ამოღება.

ჩჟუმ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ამბავი ასე არ დაეტოვებინა და შეატყობინა პოლიციას. მას აქვს ვარაუდი, თუ ვის შეეძლო ამის გაკეთება, მაგრამ ჯერჯერობით არ აჟღერებს.






გაეცანით:







39 წლის მილიონერი ირწმუნება, რომ თითქმის არ ბერდება, საკუთარი ღეროვანი უჯრედების ორგანიზმში შეყვანის წყალობით


image


საოცარი ფაქტები ჩვენი ორგანიზმის შესახებ, რომელიც არ ვიცოდით

image


მეცნიერები მთვარეზე დედამიწის მილიონობით ორგანიზმების დნმ-ის სარეზერვო საცავის მშენებლობას გეგმავენ

image


მან გადაწყვიტა არასოდეს გაეღიმა, რათა მუდამ ახალგაზრდა დარჩენილიყო

image


ექიმის სიყვარულის ისტორია, რომელმაც თავის საყვარლისგან მუმია გააკეთა და მასთან ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ნაწილი I

image


ექიმის სიყვარულის ისტორია, რომელმაც თავის საყვარლისგან მუმია გააკეთა და მასთან ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ნაწილი II


image


შესაძლოა, ამ ვილაზე ჩაუტარდათ გაქცეულ ნაცისტებს სახის პლასტიკური ოპერაციები

image








0
333
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0