x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
39 წლის მილიონერი ირწმუნება, რომ თითქმის არ ბერდება, საკუთარი ღეროვანი უჯრედების ორგანიზმში შეყვანის წყალობით

image

უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში არი რასტეგარმა სამჯერ მოინახულა კლინიკა ტიხუანაში (მექსიკა), სადაც მას ღეროვანი უჯრედების ინფუზია ჩაუტარდა. მოცემული პროცედურა აშშ-ში სადაოდ ითვლება, ამიტომ მოუხდა მას მექსიკაში წასვლა.

image

39 წლის არი რასტეგარი ამერიკელი მილიონერია, რომელიც 100 ყველაზე გავლენიანი მაგნატების (უძრავი ქონების სფეროში) სიაშია. რასტეგარი დაბერების პროცესის შეჩერებით არის შეპყრობილი და რეგულარულად გადის პროცედურებს, რომელიც გულისხმობს, სხეულში საკუთარი ღეროვანი უჯრედების შეყვანას სპეციალური წესით დამუშავებული სისხლის გადასხმით. ამის წყალობით, და კიდევ ძილის განსაკუთრებული რეჟიმის დაცვით, იგი თვლის, რომ დიდებულ ფორმაშია და რომ მისი სხეული ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის თვალსაზრისით, "5 წლის ბავშვის დონეზეა". "მიყვარს ხუმრობა იმაზე, რომ ჩემი პატარა გოგონას გამოკლებით, მე ყველაზე პატარა რასტეგარი ვარ ოჯახში", ამბობს იგი. რასტეგარი აგრეთვე მედიტირებს კამერაში თითქმის სუფთა ჯანგბადით და ამბობს, რომ ეს მას აძლევს "კონკრეტულ უპირატესობებს". რაც შეეხება ძილს, მისი თქმით, დღე-ღამეში სულ ოთხი საათი სძინავს (როგორც მარგარეტ ტეტჩერს), თუმცა სრულფასოვნად.

ბოლო 18 თვის განმავლობაში რასტეგარმა სამჯერ მიაკითხა კლინიკას ტიხუანაში (მექსიკა), სადაც მას ღეროვანი უჯრედების ინფუზია ჩაუტარდა. მოცემული პროცედურა აშშ-ში საკამათოდ და დაუდასტურებლად ითვლება, ამიტომ გაემგზავრა იგი მექსიკაში. ერთი პროცედურა 7 000 დოლარი ღირს.

ღეროვანი უჯრედები, ეს ორგანიზმის განსაკუთრებული "ახალგაზრდა" უჯრედებია, რომლებსაც ჯერ არ მოუხდენიათ თავისი თავის რეალიზება და მომავალში, როცა ისინი დაყოფას დაიწყებენ, მათგან შეიძლება ორგანიზმის ნებისმიერი ნაწილის მიღება.

image

ყველაზე მეტი ასეთი უჯრედები ემბრიონებშია, მაგრამ ისინი არის მოზრდილ ადამიანებშიც, თუმცა მცირე რაოდენობით. პროცედურა მოიცავს შემდეგს: ორგანიზმიდან იღებენ მცირე რაოდენობის სისხლს და "ცენტრიფუგაში""ატრიალებენ სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების გასაცალკევებლად და პლაზმის ტრომბოციტებით გასამდიდრებლად. შემდეგ ეს კონცენტრირებული ნივთიერება, რომელიც ორგანიზმების გამაჯანსაღებელ ტრომბოციტებს შეიცავს, შეჰყავთ ისევ ორგანიზმში. ანალოგიური მეთოდი გამოიყენება ისეთი ტრამვების სამკურნალოდ, როგორიცაა ხრტილის დაზიანება და კიბოს ზოგიერთი ფორმა.

image

"მათ 15-დან 100 მილიონამდე ღეროვანი უჯრედები შეჰყავთ უშუალოდ ვენაში საერთო ჯანმრთელობისა და განწყობის გასაუმჯობესებლად"-ამბობს რასტეგარი. იგი თავის საკუთარ ღეროვან უჯრედებს იღებს და არა სხვისას. "ეს საკმაოდ მოკლე დროში ხდება, მიიღეთ ის, რაც თქვენ გსურთ და 15 წუთში თავისუფალი ხართ". იგი თვლის, რომ ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის უპირატესობა იმაშია, რომ აუმჯობესებს ძილის ხარისხს, გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციებს და ხსნის გონებას. ამ "ბიოჰაკერს" ორგანიზმში სულ 9% ცხიმი აქვს, მაგრამ არ თვლის თავს ნარცისად, რომელსაც უკვდავებს სურს. იგი ამბობს: "მე მაინც მივირთმევ პიცას უქმე დღეებში ბავშვებთან ერთად, და კიდევ მიყვარს კარგი ჩიზბურგერი. თუმცა დროის 90% ჯანმრთელად ვცხოვრობ".

ბიზნესმენი-არი რასტეგარი, რომელიც სამი შვილის მამაა, თითქმის ყოველდღე ვარჯიშობს სპორტდარბაზში პირად ტრენერთან და რეგულარულად ატარებს სათვალეს ნარინჯისფერი ლინზებით, მობილური ტელეფონის ცისფერი განათებისგან თავის დასაცავად.


image






იხილეთ ასევე:






საფრანგეთის მორგებში, ვიტრინებში გამოფენილი ცხედრები, მე-19 ს. რატომ იქცეოდნენ ასე?

image


უბრალო ხერხები, რომელიც მერილინ მონროს, სოფი ლორენს და სხვ. ეხმარებოდა სრულყოფილების მიღწევაში

image


საოცარი ფაქტები ჩვენი ორგანიზმის შესახებ, რომელიც არ ვიცოდით

image


ცნიერები მთვარეზე დედამიწის მილიონობით ორგანიზმების დნმ-ის სარეზერვო საცავის მშენებლობას გეგმავენ

image


აშკარად გამოხატული ნიშნები იმისა, რომ დეპრესია გაქვთ

image


მეცნიერები მთვარეზე დედამიწის მილიონობით ორგანიზმების დნმ-ის სარეზერვო საცავის მშენებლობას გეგმავენ

image


მან გადაწყვიტა არასოდეს გაეღიმა, რათა მუდამ ახალგაზრდა დარჩენილიყო

image


პომადის შემადგენლობა, მისი ისტორია და საშიშროება

image









0
280
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
280