x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138420
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მარიხუანას კვამლში 110 ტოქსინია, რომელიც დნმ-ის მუტაციას და ონკოლოგიას იწვევს
image

საშიში კვამლი

კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეადარეს ჩვეულებრივი სიგარეტის და მარიხუანის კვამლის ქიმიური შემადგენლობა: მარიხუანის კვამლში აღმოჩნდა 2500 ტოქსიკური ნივთიერება, რომელთაგან მხოლოდ 536-ის იდენტიფიცირება მოხერხდა და აქედან 110 არის ტოქსინები, რომლებიც იწვევენ დნმ-ს მუტაციას და ონკოლოგიური დაავადებების რისკს ზრდიან. სტატიაში Scientific Reports აღნიშნულია, რომ სიგარეტის კვამლში მოხერხდა 173 ტოქსიკური ნივთიერების დადგენა, ე.ი. მეტის, ვიდრე მარიხუანის კვამლშია. მაგრამ მარიხუანის კვამლში ტოქსინების ნაწილაკები ზომაში 29 %-ით უფრო დიდია.

image

ასე, რომ, თუ მასის მიხედვით შევადარებთ, მარიხუანის მოწევის დროს სასუნთქ გზებში 3, 4-ჯერ მეტი კვამლის ნაწილაკები ხვდება, ვიდრე სიგარეტის მოწევის დროს. შესაძლოა, სწორედ ამიტომ ბერდებიან ადრე მარიხუანის მოყვარულები.

სიბერე და "ბალახი"

დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეადარეს, თუ როგორ იცვლება ჩვეულებრივი თამბაქოს მწეველების, "ბალახის" მწეველების, ორივეს მწეველების და არამწეველთა ბიოლოგიური ასაკი. დაკვირვება ხუთი წელი მიმდინარეობდა. შედეგად დაადგინეს, რომ მარიხუანა აჩქარებს დაბერების პროცესს. მაგალითად: მარიხუანის მწევლის, რომლის ასაკი პასპორტის მიხედვით 30 წელი იყო, ბიოლოგიური ასაკი 33 წელს უდრიდა.

image

ავტორები სტატიაში BMJ open განსაკუთრებულად აღნიშნავენ, რომ გამოკვლევისთვის მათ შეარჩიეს ადამიანები, რომელთაც არ ჰქონდათ გულსისხლძარღვთა დაავადებები, ბოროტად არ იყენებდნენ ალკოჰოლს და არ მოიხმარდნენ სხვა "ნივთიერებებს" (ჰეროინს, ამფეტამინს და სხვ.). დადგინდა, რომ მარიხუანის მწეველების დაბერების ტემპები მით უფრო სწრაფად მიმდინარეობს, რაც უფრო დიდი ხნის მანძილზე მოიხმარენ მას. ითვლება, რომ მარიხუანა ბევრ პრობლემებს უქმნის ფილტვებს, ტვინს, რეპროდუქციულ სისტემას, აგრეთვე იზრდება კიბოს ზოგიერთი სახეობით დაავადების რისკი. შესაძლოა, ეს სისტემური დაბერების ეფექტის გამო ხდება, რომელსაც ნარკოტიკი ახდენს ორგანიზმზე.

image








იხილეთ ასევე:





39 წლის მილიონერი ირწმუნება, რომ თითქმის არ ბერდება, საკუთარი ღეროვანი უჯრედების ორგანიზმში შეყვანის წყალობით


image


მან გადაწყვიტა არასოდეს გაეღიმა, რათა მუდამ ახალგაზრდა დარჩენილიყო

image


აშკარად გამოხატული ნიშნები იმისა, რომ დეპრესია გაქვთ

image


საოცარი ფაქტები ჩვენი ორგანიზმის შესახებ, რომელიც არ ვიცოდით

image


უბრალო ხერხები, რომელიც მერილინ მონროს, სოფი ლორენს და სხვ. ეხმარებოდა სრულყოფილების მიღწევაში

image


საიდან შემოვიდა მოდა ჩაჩაჩულ შარვლებზე და მისი მნიშვნელობა

image


შოკისმომგვრელი სხეულის მოდიფიკაციები-ადამიანის ანატომიის შეგნებული შეცვლა

image


9 მითი ალკოჰოლის შესახებ

image


ზოგიერთი ფაქტი სიგარეტზე და აქტიურ და პასიურ მწეველებზე

image


როგორ უმკლავდებიან ნაბახუსევს ცნობილი ადამიანები

image








0
279
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0