x
მეტი
  • 29.12.2024
  • სტატია:139099
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512627
საფრანგეთის მორგებში, ვიტრინებში გამოფენილი ცხედრები, მე-19 ს. რატომ იქცეოდნენ ასე?
image


მინის ვიტრინის მიღმა, რომელიც დიდებულ დორიულ კოლონებს შორის არის მოქცეული, სამი ცხედარია დასვენებული. ისინი შიშვლები არიან, თუ არ ჩავთვლით თეძოებზე ტყავის სახვევებს. სამი მილიდან წყალი მოედინება, რომელიც სამივე ცხედრის სახეებზეა მიმართული. სამივეს სიკვდილის დაუნდობელი კვალი ატყვია: ერთი დამხრჩვალია და წყლისგან არის გაბერილი, მეორე საწარმოში უბედური შემთხვევის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, მესამე კი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად არის გარდაცვლილი. ვიტრინასთან ცნობისმოყვარე ადამიანების ბრბო არის შეკრებილი. ეს პარიზის მორგია, 1858 წელი.

image

თეორიულად ასეთი "გამოფენების" მიზანი საზოგადოების დახმარებით გარდაცვლილების ამოცნობა იყო. მაგრამ საუკუნეების მიჯნაზე მორგმა საზარელი სახალხო სანახაობის რეპუტაცია შეიძინა, რომელიც ყოველდღიურად უამრავ ცნობისმოყვარეს იზიდავდა. მორგი ტურისტულ გზამკვლევებშიც კი შედიოდა, როგორც ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა-Le Musée de la Mort. ხალხი, რომელიც მორგში იკრიბებოდა, წვრილ მოვაჭრეებს და ქუჩის მსახიობებს იზიდავდა და ერთგვარად "სადღესასწაულო" ატმოსფეროს ქმნიდა.

პარიზის მორგი თავისი დროის პროდუქტი იყო. ინდუსტრიალიზაციასთან ერთად, სულ უფრო მეტი ხალხი მიდიოდა სოფლებიდან ქალაქში საცხოვრებლად, ქარხნებში სამუშაოდ. ამასთან ერთად იზრდებოდა უბედური შემთხვევების-მექანიზმების აფეთქების, მატარებლების ავარიების, ქვანახშირის კვამლისგან გაგუდვის შედეგად გარდაცვლილი მუშების რიცხვი. სწორედ ისინი ხდებოდნენ მორგის ვიტრინაში ამოსაცნობი მიცვალებულები.

ამ დაწესებულების უზარმაზარ ვიტრინებში ყველას დასანახად გამოფენილი ცხედრები უსიამოვნო ასოციაციებს იწვევდა, იგი უნივერმაღის ვიტრინებს მოგაგონებდათ. ფრანგი დრამატურგი, ლეონ გოზლანი წერდა: თქვენ მიცვალებულების სანახავად მიდიხართ, ისე, როგორც მოდის ჩვენებებზე." და მართლაც, მიცვალებულების ტანსაცმელი მათ თავთან ისე ეკიდა, როგორც მაღაზიის ვიტრინაში. მწერალი ემილ ზოლა აღნიშნავდა: "მორგი ეს სანახაობაა, რომელზე დასწრებაც ყველას შეუძლია უფასოდ, მდიდარსაც და ღარიბსაც. კარი ღიაა, შესვლა ყველა მსურველს შეუძლია."

image

image

როცა გვამებს იღებდნენ, ვიტრინებზე ფარდებს აფარებდნენ, შემდეგ ისევ გასწევდნენ და ახალი ცხედრების დემონსტრირებას ახდენდნენ. მწერალი და ფოტოგრაფი, მაქსიმ დიუ კამპი წერდა, რომ "ბავშვები, რომლებიც იქ მიდიან, როგორც თეატრალურ წარმოდგენაზე, გამოფენილ ცხედრებს არტისტებს უწოდებენ. თუ საგამოფენო დარბეზი ცარიელი დახვდათ, ამბობენ, რომ თეატრი დროებით დაკეტილია."

მორგი იმ პოპულარული პრესის ვიზუალურ თანმხლებს წარმოადგენდა, რომელიც ქალაქში უკანასკნელი დანაშაულობების შესახებ იუწყებოდა. შეიძლება გაზეთში წაგეკითხათ ცნობა მკვლელობის შესახებ, შემდეგ კი მორგში წასულიყავით, რათა მსხვერპლის გვამი გენახათ. ისტორიები მკვლელობებზე და სკანდალებზე უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. იმ პერიოდშივე ცნობილი იყო გრევენის ცვილის ფიგურების მუზეუმი და ცნობილი იყო იმით, რომ უკანასკნელი მკვლელობების სცენებს ქმნიდა. მუზეუმის მიზანი იყო "ცოცხალი გაზეთის შექმნა". თუ გრევენის ცვილის ფიგურების მუზეუმი "ცოცხალი გაზეთის" იმიტაცია იყო, მორგი რეალური "მკვდარი გაზეთი" იყო.

image

რას გრძნობდნენ ადამიანები, რომლებიც შუშის ვიტრინებთან იკრიბებოდნენ, უსახელო მიცვალებულების საყურებლად? მათი ცნობისმოყვარეობა ამაზრზენად გვეჩვენება, თუმცა მაშინდელი გაზეთები სხვანაირად წარმოგვიდგენენ ამ საზოგადოებას. მათი თქმით, ვინც მორგში იკრიბებოდა, შემთხვევითი ხალხი არ იყო, ისინი შეწუხებული ადამიანები იყვნენ, რომლებიც თანაგრძნობით და დახმარების სურვილით იყვნენ გამსჭვალული.






იხილეთ ასევე:




ნახევარი საუკუნის წინ მუმიებთან გვერდი-გვერდ ცხოვრობდნენ, ასეირნებდნენ და მათთან ერთად "ჩაის სვავდნენ"


image


ტაილანდელმა ბერმა თვითნაკეთი გილიოტინით, მიმდევრების თვალწინ, თავი მოიკვეთა

image


სამგლოვიარო ბეჭედი, დამზადებული მიცვალებულის თვალისგან (მე-19 ს.)

image


GOOGLE-ის რუქებზე ახლადდაკრძალული ცხედრები დაინახეს

image


დაკიდული სასახლეები: აზიის იდუმალი ზეცი

ური სასაფლაოები

image


ძველბერძნული ორაკული-ნეკრომანტიონი, სადაც წინასწარმეტყველებას გარდაცვლილი ნათესავებისგან იღებდნენ

image


პროფესორ თომას მერილინის მისტიკური კოლექცია, რომელიც ლონდონში, დასანგრევად გამზადებულ სახლში ინახებოდა

image


მოსაზრება, თუ რა ფრთიანი არსებაა ნაპოვნი მექსიკაში (გამოქვეყნებულია მისი რენდგენის სურათიც)

image


უძველესი რეპტილიების-დინოზავრების ნაშთები შესაძლოა მთვარეზეც იყოს

image


ჯეიკი-ადამიანი ალიგატორი. მითია თუ სინამდვილე?

image


სინგაპურელი მხატვრის შემზარავი ნამუშევრები, რომელიც თიხისგან ქმნის თავის შედევრებს

image








0
620
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
620